მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2900 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთი მეფის ვაჟს მეორე ქვეყნის მეფის ასული შეუყვარდა და შეუთვალა, ცოლად გამომყევიო. ქალმა პასუხი არ დაუგვიანა:

- ფრინველის ძვლებისაგან სასახლეს თუ ამიშენებ, გამოგყვებიო.

მეფის შვილი საგონებელში ჩავარდა. ბოლოს რაც კი დედამიწის ზურგზე ფრინველი იყო, ყველა მოიხმო. ბუს გარდა ყველა უკლებლივ გამოცხადდა. 

მეფის შვილმა ფრინველებს უთხრა:

- იმდენი ჩიტის ძვალი უნდა მომიტანოთ, რომ სასახლის ასაშენებლად მეყოს, თუ არადა, დაგხოცავთო!

ფრინველები გაფრინდნენ და სათათბიროდ თავი ისევ ერთ ადგილას მოიყარეს. ბუ მაინც არსად ჩანდა. გაგზავნეს ერთი ჩიტი და მოიყვანეს.

- რატომ იმალები, მეფის შვილთან რატომ არ გამოცხადდიო? - ჰკითხეს ფრინველებმა.

- ტანზე არაფერი მაცვიაო, - უპასუხა ბუმ.

ბუ, მართლაც ტიტველი იყო, ერთი ბუმბულიც არა ჰქონდა ტანზე.

ფრინველებმა თითომ თითო ბუმბული მისცა ბუს და ისიც შეიმოსა. შემდეგ ითათბირეს და გადაწყვიტეს, მეფის შვილთან მოსალაპარაკებლად ბუ გაეგზავნათ. ჩაცმულ-დახურული ბუც გზას გაუდგა.

- რატომ მოხვედიო? - ჰკითხა მეფის შვილმა.

- ფრინველებმა გამომგზავნეს შენთან მოსალაპარაკებლადო.

მეფის შვილმა იფიქრა: ვაითუ ფრინველებმა უარი შემომითვალესო და ბუს უთხრა:

- ლაპარაკით მაშინ ვილაპარაკოთ, სასახლისათვის სამყოფ ძვალს რომ მომიტანთ, ახლა კი ერთი რამ უნდა გკითხო: ქვეყნად ქალი უფრო ბევრია თუ კაციო?

- ქალიო, - მიუგო ბუმ.

- არა, მამაკაცი უფრო ბევრია, - უთხრა მეფის შვილმა.

- ქალიო! - დაიჟინა ბუმ.

- რატომაო? - ჰკითხა მეფის შვილმა. 

- ქალის ჭკუაზე გავლილი კაცი თვითონაც ქალია. შენც ქალი ყოფილხარ. შენისთანა კიდევ ბევრია ქვეყანაზე, ამიტომ ქალია უფრო მეტი, ვიდრე კაციო, - უთხრა ბუმ მეფის შვილს და გაფრინდა; მივიდა ფრინველებთან და ყველაფერი უამბო. 

გახარებული ფრინველები შემოეხვივნენ ბუს, ყველას უნდოდა ეკოცნა მისთვის, მაგრამ ბუ შეშინდა, ესენი მოკვლას მიპირებენო, - იფიქრა და გაფრინდა. 

მას შემდეგ ბუს ეს ფიქრი თავიდან არ მოშორებია, ეშინია სხვა ფრინველების, დღისით იმალება, ღამით გამოდის და იძახის: კივიწ! კივიწ!.. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ