მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2545 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გლეხი. მას ცოლის მეტი არავინა ჰყავდა.

ერთხელ გლეხი ყანაში სამუშაოდ წავიდა. გზაზე პანტის ძირში დათვი ნახა. დათვს იმდენი პანტა ეჭამა, რომ იქვე ხის ძირში გორავდა და ვეღარ მოენელებინა. 

ეს რომ ნახა, გლეხს სიცილი წასკდა. დათვმა უთხრა: არავისთან გამამხილო, თორემ შეგჭამო, გლეხმა უპასუხა, არავისთან არ გაგამხელო.

როცა გლეხი შინისკენ წამოვიდა, დათვიც ადგა და ჩუმად უკან გამოედევნა. გლეხი რომ შინ მოვიდა, დათვი სახლის ყურეს ამოეტუზა და ლაპარაკს ყური დაუგდო. გლეხი მოუყვა ცოლს დათვის ამბავს. დათვმა ყველაფერი გაიგონა და გამობრუნდა. წავიდა გლეხის ყანაში და ჩაწვა.

მეორე დღეს გლეხი ისევ წავიდა ყანაში სამუშაოდ. იქ დაწოლილი დათვი რომ დაინახა, შეეშინდა, წამოდგა დათვი და შესძახა:

ადრე გამოხნავ - ადრე გამოგხრავ, 

გვიან გამოხნავ - გვიან გამოგხრავო.

გლეხი შეშინდა. გამოვიდა გზაზე და დაღონებული დაჯდა. შუადღეზე ცოლმა სადილი მოუტანა: ერთი კარგად შემწვარი დედალი, სამი ხაჭაპური და ერთი ბოთლი ღვინო. 

გლეხმა ცოლს უთხრა: - რა მესადილება, ქალო, დათვი ყანაში ჩაწოლილა და ასე მეუბნება:

ადრე გამოხნავ - ადრე გამოგხრავ,

გვიან გამოხნავ - გვიან გამოგხრავო.

ცოლმა ჰკითხა:

- რა დაუშავე მაგის ფასიო?

- წუხელის რომ ამბავი გითხარი, იმისათვის მექადნებაო.

ამ დროს, სად იყო და სად არა, გაჩნდა მელია. გლეხი რომ შეწუხებული ნახა, ჰკითხა:

- რამ დაგაღონაო?

- როგორ რამ დამაღონა, აგერ, ყანაში დათვი წევგს და შეჭმას მიპირებსო.

მაშინ მელიამ უთხრა:

- თუ მაგ ქათამსა და ხაჭაპურებს მე მაჭმევ, გიშველიო!

გლეხმა მიუგო:

- ოღონდ კი მიშველე და ღვინოც შენი ფეშქაში იყოსო!

დაჯდა მელია და შეექცა გემრიელ საჭმელს, როცა გაათავა, გლეხს უთხრა:

- შენ წადი და დათვის ახლოს დაიწყე ხვნა, მე გავალ პატარა სერზე და იქიდან დაგიძახებ, შენ კი მაგიერი პასუხი გამეციო.

გლეხმა ხვნა დაიწყო. მელია გორაზე გავიდა და იქიდან გამოსძახა:

- კაცო, შენ, ჰეი!

- რა იყო, რა! 

- სამი წლის დათვის კვალი ხომ არ გინახავს, ხელმწიფე მოდის თავისი ჯარით და მისი ნახვა უნდაო.

დათვი გლეხს შეეხვეწა: - არ მინახავს-თქო, ასე უთხარიო.

- არა, არ მინახავსო! - გასძახა გლეხმა.

- მაშ ეგ რა არისო?

გლეხი დაეკითხა დათვს, რა ვუპასუხოო.

- ჯირკია-თქო, ჯირკიო!

- ეს ჯირკია, ჯირკიო!

- თუ ჯირკია, ურემზე დაუდეო! 

დათვი შეგორდა ურემზე. მელიამ გამოსძახა:

- აბა, ჯირკი ურემზე დააკარიო! გლეხმა დათვი ურემზე თოკით დააკრა.

- აბა, უცულისყურეო!

გლეხმა დასცხო ცული დათვს და სული გააფრთხობინა. 

მელიამ და გლეხმა ბევრი იცინეს. გლეხმა დათვის ხორცი ხორცად გაყიდა, ქონი ქონად მოიხმარა და ტყავი ტყავად.

ელასა, მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა;

მთქმელსა და გამგონებელსა

ჭირი გაშოროთ ყველასა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა,

ქატო - იქა, ფქვილი - აქა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ