მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2143 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რისი მაქნისი ვარ? - გავიფიქრე ერთხელ, - ვისაც როგორ უნდა, ისე მთელავს. არავინ იწუხებს თავს ჩემთვის. ისე ამოვალ დედამიწიდან და ისე ჩავხმები, სამადლობელსაც არ მეტყვიან. მსხმოიარე ხეს კი ზედ დაჰხარიან, უვლიან, შიშობენ არ გახმესო. ნაყოფს დაისხამს და ოჰ, როგორ უხარიათ ბავშვებს!

მე კი, რა ვარ? ნეტავ ხედ მაინც გავჩენილიყავი!

ერთხელ თვალები დავხუჭე და წუთით წარმოვიდგინე, ვითომ ბალახი კი არა, ხე ვიყავი... გახარებულს ტოტები მინდოდა შემერხია, ფოთლები ამეცეკვებინა, მაგრამ ნახირის ზმუილი შემომესმა და გავირინდე. ძირს ჩამოვიხედე, ბალახის ნასახი არსად ჩანდა, მიწა მოტიტვლებულიყო, სილამაზე დაჰკარგვოდა, ფერდებჩაცვივნული, მშიერი ნახირი საცოდავად დალასლასებდა.

გახრიოკებულ ველზე ბებერი ლოდი აყუდებულიყო და გაშტერებული ბუბუნებდა: „საოცრებაა, მწყემსებმა საიალაღო ადგილები დაიარეს და საბალახო ვერ იპოვეს. გაწყდება ცხვარ-ძროხა!..“

დედამიწა ჩანაცრისფერებულიყო. მთები და სერები მწვანედ აღარ ხასხასებდნენ. პეპლები უხალისოდ აფარფატებდნენ ფრთებს. ფრინველები მობუზულიყვნენ. წიფობელა ნაღვლობდა: - ვეღარ გავგორდები ველზეო. დაღონებულიყო რქებბორჯღალა ირემი. ბებერ ლოდთან საბრალო კურდღელი დაყუნცულიყო, ყურები აეცქვიტა, თვალები დაეჭყიტა და, მშიაო, მოთქვამდა.

დედაბრები სამკურნალო ბალახს დაეძებდნენ. ვერ პოულობდნენ და... ღმერთო, რა გვეშველებაო, - ვიშვიშებდნენ.

ავფორიაქდი. ტოტები დაბლა დავუშვი და მეც არ ვიცი, როგორ, ცრემლები ჩამომცვივდა. სული ყელში მომებჯინა:

- აღარ მინდა ხედ ყოფნა, აღარ! - წამოვიძახე და თვალები გავახილე...

მდელოზე ნახირი გამოფენილიყო და ბალახს ძოვდა. მწყემსი გულარხეინად იდგა და ბიბინა მთა-ველს გასცქეროდა. ღაღანა ყვავილებში ჩიტები ჟღურტულებდნენ. კურდღელი ბებერ ლოდს ამოფარებოდა და ამოჩუქჩუქებულ ბალახს შეექცეოდა...

და მაშინ, როცა მდელოზე ფეხშიშველა პაწია გოგომ გამოიტანტალა, წვიმის ცვრით წვივები დაინამა და გადაიკისკისა, ბატკნიყურას, მრავალძარღვას, ორფოთოლას, მატიტელას გადავძახე: - "ჰეი. ბიჭებო, თავი წამოსწიეთ-მეთქი".

და ავმღერდი.

მზეკაბანმა დაუარა ველს და მინდვრის დიდმა ქარებმა აიტაცეს ჩემი სიმღერა.

ბალახის სიმღერა...

და იცით? აღარასოდეს მინატრია მსხმოიარე ხედ ყოფნა...

მას მერე ვმღერი, ვმღერი ბედნიერი, დაუსრულებლად და მინდვრის დიდ ქარებს კიდით კიდემდე მიაქვთ ჩემი ხმა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ