მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 278 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ცაზე გაწოლილი ზოზროხა ღრუბელი გაიზმორა, მხრები გაშალა, ძილი ჩამოიბერტყა. კვალდაკვალ მიმავალ ღრუბლებს თვალი ვერ ჰკიდა და აიყლარწა, კისერი ჟირაფივით დაიგრძელა, მიმოიხედა, ცაზე გამოშლილი ღრუბლები შემოქსაქსოდნენ. დასალიერში მზის საცხოვრებელთან მიმსხდარიყვნენ და ოქროსფერდაკრულები რაღაცის მოლოდინში გაყურსულიყვნენ.

გუნება აერია სეფეღრუბელს, აიქოჩრა, დაირუხრუხა...

მის დაძახილზე ქულა ღრუბლები აიშალნენ, აწრიალდნენ. წოპ-წოპა ქუდები დაიხურეს და წალიკ-წალიკ, ფაცაფუცით ცის შუაგულისკენ გამოეშურნენ.

- ერთი, ორი, სამი... - დაიწყო თვლა სეფეღრუბელმა, სათვალავში ეცოტავა, - ერთი, ორი, სამი... ვინ გვაკლია?! - დაიქუხა.

ქულა ღრუბლებმა ერთმანეთი შეათვალიერეს და წაიპუტუნეს.

- აი, ის... ოდოია - პატარა ღრუბელი.

- სად, სად დაქანქალებთ?! მოძებნეთ თავგუნება და აქ მომიყვანეთ!

- რა დროს ფრატუნა იყო, ისედაც გაგვიგრძელდა გზე, - წამოიფოფრა ზონზროხა ღრუბელი.

ქულა ღრუბლები შეჩქვიფდნენ, აჩურჩულდნენ. გაიხედ-გამოიხედეს.

კვამლივით დაგრძელდნენ, ფეხისწვერებით დაეკიდნენ ზეცას.

დაიძენძნენ, მერე ნისლად ქცეულები, ხევ-ხევ, მინდორ-მინდორ აბორიალდნენ.

სულ ტუსტუსით ჩამოიარეს ყველაფერი. გაფაციცებით დაეძებდნენ პაწია ღრუბელს.

მიწაზე წვებოდა მათი შემკრთალი ჩრდილები და ის იყო, მის ძებნაზე ხელი აიღეს, რომ ერთმა რუმბმუცელა, გატიკნულმა ღრუბელმა ხევში გახიდულს მოჰკრა თვალი!

- აგერ, ოდოია, აქეთ-იქეთ! - მოუხმო ამხანაგებს.

- მოვდივართ! - შეეხმიანენ მდევრები და სულ ფრენა-ფრენით დაადგნენ ნაჩვენებ გზას.

- ხედავთ სად ყოფილა? - აყიჭინდნენ მისვლისთანავე.

ოდოიას არც მათი შეძახილი გაუგია და არც მათი მისვლა უგრძნია.

გარინდულიყო ერთ ადგილას და ლოყებავარდისფერებული რაღაცას ჩაშტერებოდა.

- აქ რას აკეთებთ?! - შექუჩდნენ ხევის თავზე.

- ჰაა! - თითქოს სიზმარიდან გამოერკვა პაწია ღრუბელი.

- არ გესმის, ოდოია!

ოდოიამ მეგობრებს ისე შეხედა, თითქოს მათ პირველად ხედავდა. მერე მიწაზე გაწოლილ ჩრდილებს მოჰკრა თვალი და შეკრთა:

- იქით, იქით, წადით, ნუ შეჯგუფდებით...

- შენს ძებნაში არაქათი გამოგვეცალა!

- წადით-მეთქი!..

- სეფეღრუბელი გიხმობს! - ერთხმად შესძახეს შეცბუნებულებმა.

- მოხვედით და, სულ გაილუმპა საცოდავი...

- რას ღივღივებ?!

- ვინ გაილუმპა?!

- ვერ ხედავთ, დაბლა?!

პაწაწკინტელა ველზე, წყაროსთან ლურჯთვალას მორცხვად დაეხარა თავი...

- იას, იას ვერ ხედავთ?!

- ის?! - გაოცდნენ ღრუბლები.

ვეებერთელა ზეცაზე ზონზროხა ღრუბელს დააცემინა. ხევის თავზე გადაყუდებული, გატიკნული ღრუბლები შეხტნენ და ცქაფაცქუფით ალაპარაკდნენ:

- ოდოია!..

- სეფეღრუბელი გიხმობს!

- აქ მომგვარეთო!..

- ბრძანა!

- წამოდი ოდოია მაღლა!

- მაღლა წამოვიდე? - თითქოს ახლა მიხვდა პაწია ღრუბელი, რომ რაღაც უბრძანეს.

- რას გახიდულხარ ამ ხევში? - აიფოფრა ფოფინა ნისლი.

წამით ისევ გაირინდა ოდოია, ფიქრი გაეყინაო თითქოს...

- იმ ღამით, - ამოღერღა ძლივს, - ქარმა ზეცის უბეში რომ შეგვრეკა, გამოგეპარეთ და ამ ხევში ჩამოვედი... მერე მზე იყო თაკარა, სიცხის ენები ლოკავდნენ მიწას, მარტოობით შემკრთალ იას, ლურჯთვალას, მზე მოვუჩრდილე... რომ გაიგონეთ? ახლა კი წადით... სულ გაილუმპა საცოდავი.

- შენ კი არ წამოხვალ?

- სეფეღრუბელი გველოდება!

- უკიდეგანო სივრცეში სამოგზაუროდ გვიხმობს.

- წავიდეთ ოდოია!

- მე? არა, მე ვერ წამოვალ.

- რას ჩურჩუტობ? - აიფოფრნენ წასასვლელად გამზადებულები, - სეფეღრუბელი გიხმობს!

ოდოია წამით გაყუჩდა, თითქოს ძილბურანში წავიდაო. მეხსიერებაში აურიალდნენ განცდილი სურათები... და თითქოს გულს ამოატანაო, ნაწყვეტნაწყვეტად, ჩურჩულით წამოიწყო:

- ამ ხევში გავჩნდი. მიწიდან პაწია ნაკადულად ამოვედი. ის-ის იყო თვალი გავახილე და ამბორი ვიგრძენი. ლურჯთვალა ია იყო. დასიცხულს თავი დაეხარა და მორცხვად მიღიმოდა.

ღამით ზღაპრებს მიყვებოდა უკვდავებაზე... სიყვარულზე... ერთხელ, თვალი რომ გავახილე, ვიგრძენი, მაღლა ავსულიყავი. სიოს ფრთებზე ვირწეოდი.

მეც არ ვიცი, როგორ, პაწია ღრუბლად ვქცეულიყავ. დაბლა ჩავიხედე, იას ჩასდგომოდა თვალში ცრემლი.

იმ ღამით, ცის უბეში თქვენთან ომ ვიყავი, მისი ხმა ჩამესმა თითქოს და გამოგეპარეთ... უცებ მაღლა, სულ მაღლა ზოზროხა ღრუბელმა დაირუხრუხა. ქულა ღრუბლები შეჩქვიფდნენ, აფაცურდნენ, ალაპარაკდნენ:

- ავიდეთ მაღლა, ოდოია!

- ვერ მივატოვებ იას.

- რას აიკვიატე უხიაკი ფიქრი?

- სხვაც ბევრია ლურჯთვალა ია.

- იქნებ უკეთესებიც, ქვეყანა დიდია, ვეებერთელა.

„იმას ვინც მიყვარს, თუ ვუორგულებ, როგორღა ვიქნები სხვისი ერთგული, როგორღა შევიყვარებ სხვას?“ მე სხვა კი არა, მხოლოდ ეს ია მიყვარს. - წაიჩურჩულა აქემდე მალულად თავისთვის ნალოლიავები ფიქრი ოდოიამ.

- გონს მოეგე!

- ჩვენს გზას დაადექი!

- ნუ გააბრაზებ სეფეღრუბელს.

- ია მიამბობდა ცისფერ ზღაპრებს უკვდავებასა და სიყვარულზე...

- ქარს აგიმხედრებს, აგწეწავს.

- წვიმად ვიქცევი, სიცხის ენებით ალოკილ მიწას დავალბობ და ღივებს დავუკოცნი ტუჩებს.

- ოდოია, სეფეღრუბელი გრიგალს გამოგიგზავნის.

- გადაგკარგავს.

- გაგაქრობს.

ოდოიას ფეხიც კი არ მოუცვლია, იდგა გაფითრებული და ფიქრობდა: „თვალი გავახილე თუ არა, იას ამბორი ვიგრძენი...

ია მიყვებოდა ცისფერ ზღაპრებს უკვდავებასა და სიყვარულზე. - არა, მე აქედან ვერსად წამოვალ! - წამოიძახა...

გაშტერებული, თვალებდაჭყეტილი შესცქეროდნენ ქულა ღრუბლები ოდოიას.

უცხოფერი ეჩვენათ იგი რაღაცნაირად ავარდისფერებული, სხივშერჩენილი და ოქროსფერდაკრული. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ