მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2422 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სოფელში უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილი მდიდარი, გულჩახვეული კაცი ცხოვრობდა. ცოლისა და ერთი შვილის მეტი არავინ გააჩნდა ქვეყანაზე.

ერთხელ ეს კაცი ავად გახდა. დაახვიეს მკურნალები, მაგრამ ვერაფერი უშველეს, კაცი უარესობისაკენ მიდიოდა.

ერთ დილით შვილმა იისა და ვარდის თაიგული შეუტანა და ლარნაკს დაუწყო შერჩევა. ლარნაკი ბევრი იყო ოქროსი და თიხის, ბროლისა და ხისა, ვაჟმა ოქროსი აირჩია, ყვავილები ჩააწყო და მამას წინ დაუდგა. 

ავადმყოფმა ყვავილებს შეხედა და გაეცინა. შვილს გაუკვირდა - მამამისი ხომ ბოლო ხანებში სულ აღარ იცინოდა.

- მამა, რაზე გაიცინეო?

- ყვავილებმა ერთმანეთს რაღაც უთხრეს და იმაზე გამეცინა, - ჩაიჩურჩულა ავადმყოფმა და სული განუტევა...

„მაინც რა უთხრა იამ ვარდს და ვარდმა იას?“ - არ ასვენებდა ეს კითხვა შვილს. ვის არ უკითხებოდა, მაგრამ პასუხს ვერავინ აძლევდა. 

და აი, ერთხელ ვაჟს უთხრეს: ამა და ამ ადგილას ერთი გულთმისანი ცხოვრობს და ის გეტყვისო. 

ბიჭი გამოეთხოვა დედას და გულთმისნისაკენ მიმავალ გზას დაადგა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ ველს მიადგა. მოლზე შვლის ნუკრი ბალახობდა. ბიჭი ნუკრთან მივიდა:

- ნუკრო, გზას ხომ ვერ მიმასწავლი. მინდა გავიგო, იამ რა უთხრა ვარდს და ვარდმა იას?

ნუკრმა წყლიანი თვალები შეანათა და უთხრა:

- გაუვალ ტყემდე მიგყვები იქ ირემია და ის გაგიძღვება. 

- ტყის სიღრმეში რატომ არ შედიხარ, ერთი ესეც მითხარი?

- ჩემი მამა-პაპანი მეჩხერ ტყეში ცხოვრობდა და ჩემი საცხოვრისიც ეს არის.

შველმა უღრან ტყემდე მიაცილა ბიჭუნა და დაემშვიდობა. ტყეში მედიდური ხარ-ირემი ხის ფოთლებს შეექცეოდა. 

- ირემო, გულთმისანთან მივდივარ, გზას ვერ მიმასწავლი?

- მომყევი! - უთხრა ირემმა.

- რომ დავბრუნდები, ჩემს სასახლეში წაგიყვან, არაფერს მოგაკლებ, უშიშრადაც იქნები. არ გინდა?

ამ დროს მათ ნინ მელამ გაიცუნცული. ირემმა შეაჩერა:

- მელა, უთხარი ამ ბიჭუნას, სად არის შენი სამოსახლო.

- სულ ერთია, ოღონდ კი სადმე საცუცნავი იყოს! - ჩაიცინა მელამ და გაეცალა.

ირემმა ამაყად შეხედა ბიჭუნას:

- ხედავ, მაგისთვის სულერთია, სად იცხოვრებს! მეც მელა ხომ არა ვარ, სულერთი იყოს?

ირემმა და ბიჭუნამ ტყე გაიარეს. ტყის იქით ირემი ვეღარ გაჰყვებოდა და დაემშვიდობა.

ბიჭუნამ იარა, იარა და მდინარის ნაპირს მიადგა. მდინარეში თევზის ქარავანი მოცურავდა. თევზები ჩაჰყვნენ და ამოჰყვნენ ნაპირს. ერთმა წითლად დაწინწკლულმა თევზმა თავი მაღლა ამოჰყო.

- ვიცი, სადაც მიდიხარ, ბიჭუნა, ზურგზე შემაჯექი და მდინარის სათავესთან მიგიყვან. იქიდან მთაში ადი, საჯიხვეებში, და ჯიხვები გასწავლიან გზას.

- მერე ჩემთან წამოდი სასახლეში, სთხოვა ბიჭუნამ თევზს, - ოქროს აუზში შეგაცურებ

- ოქროს აუზს ეს მდინარე მირჩევნია. იქ დავიბადე და გავიზარდე, სხვაგან მოვკვდები, - მიუგო თევზმა.

მთის ბილიკს რომ აუყვა, ბიჭუნას ჯიხვების რქების ჯახაჯუხი შემოესმა. მეტოქეები ერთმანეთს ერკინებოდნენ. ბიჭი თვალებგაფართოებული შეჰყურებდა მათ ჭიდილს.

- რა იქნებოდა, ჩემთან გეცხოვრათ, სასახლეში ოქროს საჯიხვეებს აგიშენებდით! - შესძახა აღტაცებულმა.

- ჩვენს მამა-პაპას აქ უცხოვრია და ვიცით, ეს სალი კლდეები სანდოა. ოქროზე ფეხი აგვისრიალდება და უფსკრულში გადავიჩეხებით.

- რა გაეწყობა, თქვენი ნებაა. მაშ, გულთმისნისაკენ მიმავალი გზა მიმასწავლეთ!

ჯოგს ყველაზე ძლიერი, მამაცი ჯიხვი გამოეყო. ბიჭუნა ზურგზე შეისვა, საჯიხვიდან საჯიხვეს, კლდიდან კლდეს გადაეველო და გულთმისანთან მიიყვანა.

- ვიცი, რატომაც მოხვედი, - უთხრა გულთმისანმა, მიამბე რაც გზაზე ნახე და გაიგონე...

ბიჭმა მოუყვა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:

- მაინც რა უთხრა იამ ვარდს და ვარდმა იას?

- მამაშენთან შესული ყვავილებისათვის ლარნაკს რომ არჩევდი და ოქროს ლარნაკში ჩააწყვე, გაიცინა და თქვა: 

- ამ ბიჭუნას ჰგონია, ოქრო ყველასათვის ბედნიერებაა. ჩემი დედა - მიწააა, და ქვეყანაზე ყველაფერს მირჩევნიაო

- ვარდმა რაღა უთხრა იას? - იკითხა ისევ ბიჭუნამ.

- შენ როგორ ფიქრობ, რას ეტყოდა? - კითხვა დაუბრუნა გულთმისანმა.

- რას და... ალბათ ასე უთხრა: ეს კაცი ძალიან მდიდარია და ბედნიერი მაინც არ არისო.

- ჰო, ჩემო ბიჭუნა... კი არაფერი სტკივა, სევდა კლავსო.  თავს ამდენი მოყვარე და მკურნალი ახვევია, ვერავინ მიმხვდარა, რომ სამშობლო ენატრება, იმ ადგილების ნახვა უნდა, სადაც მის მამა-პაპას უცხოვრიაო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ