მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 298 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

გაზაფხულდა. ჯეჯილები გაბზინდა, თოვლის წყლებმა დაიწყეს ცელქად დენა მინდვრად და ხევებში. ზღვამაც ფერი იცვალა, გაისქელა ქედი. მისნი კიდენი, ხშირჩალიანნი და ზამთრისაგან გაყვითლებულნი, ამწვანდენ. ღამდებოდა. ის-ის იყო, რომ ზღვის იქიდამ დაღალულ-დაქანცული ორი ტრედი მოფრინდა და ზღვის პირად დაჯდა.

დედა-შვილსა ჰგვანდენ. ნისკარტი ნისკარტს გადაადვეს, საკმაო ხანს ჩუმად ისაუბრეს და მერე ორივეს დასთვლიმა... დედა-ტრედს გამოეღვიძა და ამოიკვნესა.

- რად ამოიკვნესე? - ჰკითხა შვილმა.

- ცუდი სიზმარი ვნახე: გზაში თოვლმა მოგვასწრო, ჯანღი ჩაგვიწვა, გზას ვეღარ ვიგნებდით, ბინა დაგვითოვლა, მარცვლებს ვეღარა ვშოულობდით. შიმშილი გვკლავდა. ერთს დათოვლილს ხე ზე დავსხედით, შტოები გაყინული ჰქონდა. ზედ ყინული დაკიდე ბული და ჭირხლი მოკიდებული იყო, ყინვისაგან ტყვრებოდა: გვაკანკალებდა ტანში, საშინლად ცუდად ვიყავით, თავს ცუდად ვგრძნობდით. ცრემლი გვდიოდა მე და შენ ორივეს. ხუთი მონადირე ხუთის მხრიდან მოგვპარვიყო. თოფები გვესროლეს. შენ ბუმბული გაგადინეს და ძირის ნისკარტის წვერი მოგტეხეს მაგრამ ორივენი ცოცხლები გადავრჩით - გავფრინდით, მაღლა-მაღლა ვიწევდით და ისე მივფრინავდით, ცოდვიანს დედამიწას ვშორდებოდით, ვშორდებოდით მტრის თვალსა და გულს. დავოსდით, დავიღალენით. ღმერთმა გვიბრალა. ცამ გადიყარა, მზე მოფენილიყო, ხეები, დედამიწა წითლად, ყვითლად და მწვანედ დაფარული გაჰღუოდა. ყანებს თავთავი დაეხარა. ეტყობოდა, კარგი მოსავალი იყო. დაგვცხა და ერთის ველის პირას ვერხვზე დავსხედით. გახურებულთ ნიავმა დაგვბერა, ვერხვის ფოთლებმა თრთოლა დაიწყეს...

აქედამ ვნახე ჩვენი ადგილი სოლჭა, სადაც ბუდე მაქვს გაკეთებული, სადაც შენ გაგზარდე. გუნება გამინათლდა, მინდოდა ჩყარა მივსულიყავით, დაგვეთვალიერებინა ჩვენი ბინადრობა, ჩვენი სახლკარი. ჩქარაც მივედით. ქორაფის ტოტზე დავსხედით. შენ, შვილო, კარგად არ გეხსომება ის ქორაფი. ბუდე მთელი დამიხვდა, ღუღუნი უნდა დამეწყო. მიხაროდა, ძალიან მიხაროდა, რომ მთელი ვნახე კიდევ ჩვენი ბუდე. მაგრამ უცბად ლეგა ფერისა რაღაც გაინძრა ბუდეში, თავი გადმოჰყო, ცეცხლივით თვალები შემომაფეთა: ქორი იყო. იმას დაესაკუთრებინა ჩვენი ბინა.

მომეტანა, გამოქანებულმა დამკრა ბჯღალი და ჩამომაგდო დაბლა. ახლა შენ მოგიბრუნდა. შენ, შვილო, გაუფრინდი, ქორი გამოგეკი და. ვკვდებოდი, თვალებს ვხუჭავდი, მაგრამ მაინც კიდევ გხედავდი, რომ გწეწდა და გგლეჯდა, შენს ბურტყლს პირიდამ ისროდა, რომ ხორცისათვის თან არ ჩაეყოლებინა. შემაშინა ამ საშინელმა სიზმარმა და ჯერაც გული მიკანკალებს. გაათავა დედა-ტრედმა სიზმრის საუბარი. შვილი დინჯად, ჭკვიანად ყურს უგდებდა დედას. ცისკარი ამოსულიყო და მოწმენდილს ცის კიდეს ამშვენებდა. სინათლემ თანდათან იმატა, აღმოსავლეთი გაწითლდა. იგი ნაომარს ადგილს ჰგავდა, სისხლით გადალესილს...

ტრედები ხშირის ბალახიდან გაგოგდენ, მხრებიდან ნამი გაიბღერტეს, ახლო ხნული დაუხვდათ წინადღეს დაფარცხული. ფარცხი ნახნავში ეგდო, ოროლი მარცვალი აკენკეს და უცებ შეჩერდენ. კვალში უცხო რამ სანახავი დაინახეს. აქ საშიში არაფერი იყო, მხვნელს დაჰვიწყებოდა ძველი დაგლეჯილი გუდა და უარესად დაძველებული ქალამნები, ხუოგან ამოგლეჯილი ნაბდის ქუდი და ჩოხის ნაგლეჯი.

მალე გაარჩიეს სურათი და ისევ თამამად დაუწყეს მარცვლებს ძებნა. ხუთხუთი მარცვალი კიდევ შეჭამეს, უცებ აიშალნენ და გამოსწიეს სამხრეთისაკენ. ხნულს იქით გვერდზე პატარა ნაკადი ჩამოუდიოდა, ჩალა ჩაყოლებული ჰქონდა ნაპირებზე, ჩალებში უჩუმრად, გამტკნარებულად, მწუხარედ მიძვრებოდა ეს პატარა მდინარე. იმის ნაპირას ტირიფი იდგა.

ტრედებმა ტირიფს თავზე გადაუარეს, იგი გადიზნიქა, მერე ისევ გასწორდა ტანში, მოიხვია ტოტები, უკმაყოფილოდ გააყოლა თვალი ტრედებს, თითქოს სწყინდა, რატომ არ მიკადრეს და ჩემს ტოტებზე არ დაისვენესო. ბაყაყებმაც, ტოტების მხრის ლაპლაპზე სანიაოზე გამოსულებმა, წყალში ჩქლაფაჩქლუფი გადიღეს და ხმა გაკმინდეს. იმათ იმათი მყლაპავი ბაყაყიჭამია ეგონათ.

ტრედებმა ყურიც არ ათხოვეს ბაყაყებს და წავიდენ თავის თვის. ბაყაყებს გული მიეცათ, თანდათან ენა ამოიდგეს, დაიწყეს კუტკუტი და მერე დაუკრეს გახურებული გალობა, თავიანთ ფიქრით ქვეყანაზე უსწორდ სიტკბოსილამაზით. ეტყობოდათ, მეტად გახარებულნი იყვნენ, რომ მარტო მოეჩვენათ და ნამდვილად სისხლე მტერი არ მოევლინათ.

ტრედებმა ერთი დღე იარეს ესე მშვიდობიანად. მზეს ერთი შუბის ტარიღა ჩაუდიოდა ჩასვლამდე. მთებს ჩრდილოები წამოეყენათ, თითოოროლა ხის გრილო გრძლად გაწოლილიყო. შუა მინდორზე ლურჯად მოლაპლაპე ტბა მოსჩანდა.

ტრედებს წყალიც მოსწყურდათ და ტბისაკენ მიიწიეს. უცბად "ჭყრ" მოესმათ და ბალახიდამ ამოფრინდა მწყერი.

- მომიცადეთ ცოტა ხანს, ღმერთი მშვიდობით მგზავრობას მოგცემთ! მიაძახა მწყერმა ტრედებს.

- რა გინდა, დაო? ჰკითხა დედა ტრედმა.

- თქვენი სიცოცხლე და თქვენი კარგად ყოფნა, თქვენ გენაცვალოთ ჩემი საწყალი თავი, მიუგო მწყერმა დასუსტებულის ხმით. თქვენთან მამგზავრეთ, თუ გწამთ მაღალი ღმერთი, თუ გწამთ მთაბარობის მადლი!.. დაკოდილი ვარ და ნუ გაგიკვირდებათ, შებრალება გმართებთ. მგზავრობას ხიფათი თან დასდევს.

მერე ჩვენა, დაო, მწყრებს ბევრი მტერი გვყავს. იმ ცოლშვილამოსაწყვეტმა მიმინომ დამკოდა. მწყრის გუნთს მოვუძღვებოდი წინ. უხეირო ალაგას გაგვითენდა, უბალახოს. ვერსად დავსხედით, თენებამ მოგვასწრო. ადგილის ძებნაში მომესია ის შავი და ბნელი მიმინო, დამკრა ბჯღალი და ჩამომაგდო დაბლა. ამხანაგებმა მიღალატეს. მარტოკა გამწირეს, რომ იმათთან მგზავრობა ვეღარ შევიძელ. თავი დამანებეს უპატრონოს, უამხანაგოს ამ უალაგოალაგას. აი ჩემი წყლული.

მწყერმა უჩვენა გადაპტვნილი და გასისხლიანებული კეფა. გული მილბება, დაო, მხრებში ძალა აღარა მაქვს. მივფრინავ, მინდა მოვეწიო ჩემს ამხანაგებს. მაგრამ ვაი ამისთანა ფრენას! ტყუილია, მე იმათ ვეღარ დავეწევი, ისინი დაბინავებულიც იქნებიან. ვაი, მოგიკვდეს ჩემი თავი, შე საწყალო! რა ავენაობითა და სისუნაგით შეგვაწუხებ, დაო, რომ არ გაგიამხანაგოთ, უთხრა დედა-ტრედმა.

ორივე დედაშვილები მიეხვივნენ მწყერს, წყლული გაუსინჯეს, შვილმა-ტრედმა თავის მხრის ფრთით თავიდამ ჩირქი მოსწმინდა და ისიც "საწყალო, საწყალო მწყეროვონ დასდუდუნებდა. დედა-ტრედი ბალახის საძებნად წავიდა, ნისკარტით ცხრაძარღვა ბალახი მოიტანა და დაადო მწყერს თავზე. ტრედებმა მწყერს დაუცადეს. იგი ცოტა მოღონიერდა. - როგორა ხარ, დაო?! ჰკითხა დედა-ტრედმა და თან თვალებში ჩასცქეროდა. ეხლა უკეთა ვარ, მიუგო მწყერმა: ნეტავი ჩემს სამშობლოში მომკვდარვიყავი და აქ არა ვკვდებოდე. ვიმგზავროთ, იქნება ახლა კი შევიძლო თქვენთან მგზავრობა.

- ვიმგზავროთ, მიუგო დედა-ტრედმა. შენ შუაში ჩაგვიდექ: ჩვენ გეყოლებით ფარად. ტრედები გაფრინდენ, მწყერიც უკან გაჰყვა. დედა-ტრედს თავისი შვილის ქცევა მოეწონა.

- მადლია, შვილო, ბარაქალა შენს ვაჟკაცობას! შებრალება გვმართებს ერთმანერთისა. იქნება ჩვენც დაგვადგეს მაგნაირი დღე. აბა ჩვენს თავზე ვიფიქროთ, როგორი საშინელი და საზარელი ყოფაა ყოფა უპატრონო, უმწეო სნეულისა: არავინ მანუგეშებელი, არავინ მანუგეშებელი, არავინ ყურის მგდებელი. ტრედები გაკვრით მიდიოდენ, ხოლო მწყერიკი მალე დაიღალა და ბალახებში ჩაეშვა.

ტრედებმა ეს ვერ შენიშნეს, მწყერი დარჩა ისევ გულმოკლულად. დაუძახა კიდევ ამხანაგებს, მაგრამ ხმა ვეღარ მიაწვდინა ტრედები შორს წასულიყვნენ. მწყერმა ცრემლად ტირილი დაიწყო, უჩიოდა თავის შავსა და ბნელს ბედს. ბინდდებოდა კიდეც.

მწყერი ათასში ერთხელ ამოჭუკჭუკდებოდა ტირილის ხმაზე, ეს ხმა უფრო კვნესისა იყო, ვიდრე ჭუკჭუკისა და მხიარულებისა, მაგრამ არავის ესმოდა, გარდა ნიავისა და თვალგადუწვდნელის მინდვრის მეტს. ტრედებმა გვიანღა მოიკითხეს თავისი ამხანაგი, დაუწყეს ძებნა მაგრამ ამაოდ. მეგობრის ძებნაში ტბას მიახლოვებულიყვნენ. ტბა მოსვენებით და შეუშფოთებლად იდგა, მხოლოდ გუნდგუნდად მოსული იხვები თუ შესძრავდენ იმის გულმკერდს, როდესაც შიგ ჩაეშვებოდენ და ტალღას დააწყებინებდენ თრთოლალიკლიკს.

ტბა მშვიდობიანად იყო, მაგრამ ტბის ნაპირებზე ჩრდილოეთს მიმავალ წეროების გარს შემორტყმულს გუნდს აეტეხათ საშინელი ჟრიამული, უდიერი ხმაურობა, ხმაურობა ისეთი, რომ პირისპირ შეყრილს კაცებს კივილით უნდა ესაუბრათ და მაშინ თუ გააგებინებდენ ერთმანერთს თავის გულის პასუხს.

გარეული ბატები მწკრივად და სისინით მისდევდენ მწვანე ბალახს და გაშმაგებით მისთიბავდენ. ტრედებიც წეროების გუნდში გაერივნენ, ჩასხდენ ბალახებში. ამ დიდრონ ფრინველების გროვასთან ისინი ისე არაფრად სჩანდენ, როგორც ზღვის კიდეზე დაცემული წვიმის ცვარი ზღვასთან არაფრად გამოჩნდება.

ამჟამად ტრედები თავის ამხანაგს მწყერს ჰგვანდენ, მხოლოდ იმ გარჩევით, რომ პირველს მხოლოდ მინდვრის ბალახი სთქამდა და მეორეებს წეროებისა და ბატების გუნდი. ამასთან ესენი გულდამშვიდებით იყვნენ. ამათ იმედი ჰქონდათ ამ დიდის ტანისა და მშვიდის ფრინველებისა. ამათ ქორი ვერ მოერევაო. ფიქრობდენ ტრედები: ამათი ძალა ჩვენც შეგვინახავსო. მარამ ტრედები მოულოდნელად დაღონდენ, რა დაინახეს. რომ ერთს წეროს დასჯდომოდა რაღაც დიდი. ლეგა ფრინველი. იმას ჩაევლო წეროსთვის დიდრონი კლანჭები, სქელის წვივფეხით განზე გაებოტა. დიდრონს თვალებს აბრიალებდა, ავლებდა გარშემო, თან გულზე ჰგლეჯდა ჩამოხვეულის. მოკაუჭებულის ნისკარტით ბუმბულს და აქეთიქით ისროდა.

ტრედებმა ეს ფრინველი ვერ იცნოს, თუმცა ქორსა ჰგვანდა. მაგრამ ქორი არ იყო. წეროებმა ერთი ვაივაგლახი ასტეხეს, შეჰქმნეს ალიაქოთი, შეძრწუნებულნი სწორედ ჰგოდებდენ. აიშალნენ, აირივნენ ჰაერში და იძახოდენ: "არწივი, არწივიო!".. ტრედებმა ეხლა გაიგონეს და დაისწავლეს არწივის სახელი. შესწუხდენ, სიცოცხლემ უფრო დააღონა. კანკალი მოჰკიდა ტანში.

ჩალის ჯგუფი იყო იმათ ახლოს, შეძვრნენ იმაში, გაეკვრნენ, სწორედ დაეწებნენ დედამიწას, თავი თავთან მიდვეს და დუდუნებდენ: "თუ დავიხოცებით, ერთად დავიხოცნეთო". შვილმა-ტრედმა სიზმარი ნახა: მთელი ქვეყანა არწივებით ავსილიყო, ყველგან ისინი მოჩანდენ, ყველგან ისინი ბუმბერაზობდენ, გასავალი აღარსად იყო.

დედაშვილი ერთს ადგილას დარჩნენ და ვერც წინ წასულიყვნენ, ვერც უკან დაბრუნებულიყვნენ. არწივებს მოესრათ მთელი ფრინველები და იმათის სისხლით მოესვარათ ქვეყანა. ფეხებს ურევდენ ფრინველის ტვინამოწოვილს თავებში. ყველაფერი არწივებს ჩაეყლაპათ. ტრედებსაც დასტრიალებდა რამდენიმე არწივი თავზე. ისინი ღმერთს ევედრებოდენ: ნღმერთო, გვიშველე. ღმერთო, გვიშველე, ნუ ჩაგვაგდებ მაგათ ხელშიონ ერთმა ვითომ შენიშნა ტრედები და დაექანა იმათკენ. შეშინებულს ტრედგამოეღვიძა და შესძახა: "ვაჰმეო!"

- ვაი დედაშენს. შვილო, რა იყო. რა ამბავია, რად ამოაკვნესე? - ჰკითხა დედა-ტრედმა თავის შვილს.

- არაფრად, ცუდი სიზმარი ვნახეო, უპასუხა შვილმა და უამბო სიზმარი. ნამდვილად ისე არ იყო ბუნებაში, რაც ღრედს ესიზმრა: დაღამებულიყო. გრილი ნიავი მოღუღუნებდა ტრიალს მინდორზე და ათასში ერთხელ შორით მოჰქონდა წეროს ძახილი. ტრედების ახლოს მწყრის ჭუკჭუკი მოისმა.

ტრედებს ეს ხმა თავის ნაამხახაგარ, დაკოდილ მწყრის ხმა ეგონათ და გასწიეს იქითკენ, საიდამაც ხმა ესმოდათ. მწყრის გუნდი ყოფილიყო და ერთი უფრო თამამი და თავხედი მწყერი ჭუკჭუკებდა. მწყრებს ტრედების ნაზი სიარული მელის პარეპად მოელანდათ, აიშალნენ და ფრთხილად გასწიეს. ტრედებმა იწყინეს. იმათ საუბარი ეწადათ მშვიდობიანს, წყნარს ფრინველებთან, ამბის გამოკითხვა თუ როგორი მგზავრობა ჰქონდათ, უცხო ამბების გაგება და ამით გულის გადაყოლება.

ტრედებს აღარაფერი არ აშინებდათ. ერთხელ მარტო ზარნაშომ გადაიარა, ამ ღამის ქურდმა და გუშაგმა, ღამის დადგომისათვის ღვთის მავედრებელმა, მხოლოდ იმიტომკი, რომ თავისი ოხერი მუცელი ამოჰყოროს. გადაიარა ზარნაშომ, დაიღუპა სიბნელეში და ვერ დაინახა ტრედები. ზარნაშო იყო საშინელება ღამისა და იგიც დაიკარგა.

ტბიდამ ისმოდა ხანდახან იხვის ყიყინი. წყალზე იმის მხრის აჩქამება, ტბის ტალღის შემონჩქლევა ნაპირებზე. დედაშვილთ დედაშვილურად ტკბილად ჩაეძინათ. დილით დილის ბინდს გაჰყვნენ თან. დედა-ტრედი, რამდენჯერაც დაისვენებდენ, ან რამდენჯერაც გაემართებოდენ, თავის ბუდეს იგონებდა. ბუდე იმის გულის წყლული იყო და სტკიოდა ეს წყლული. ვინ იცის, შვილო, როგორი დაგვხვდება ჩვენი ბინა, უთხრა დედა-ტრედმა შვილს. მე აღარც კი მახსოვს, დედი, სად და როგორი იყო ჩვენი ბინა, როგორ ადგილსა ვდგევართ, არაფერი მახსოვს, უპასუხა შვილმა.

ლამაზს ადგილასა ვდგევართ, შვილო, განუმეორა დედა ტრედმა. ხშირს, უდაბურს ტყეში, გორაზე დგას ქორაფი და ჩვენი ბუდე იმაზეა გაკეთებული. იქვე ცივი წყარო გამოდის, სიცხეში გულის გამაგრილებელი. იქა ხარობს ბევრი დუდგულა. იმის ყვავილის გემო იქნება აღარც კი გახსოვს. იქვე ბევრი ბალია, ბევრია მწერი... იქ სიცხე არ შეგვაწუხებს. ბინაზე ახლოა მატალა, მუჯები, მლაშე წყლები და მლაშე ქვიშა. ღმერთმა თუ მშვიდობით მიგვიყვანა, ჰნახავ, შვილო, და იქიდამ წამოსვლა აღარ მოგინდება.

ტრედები გაემგზავრნენ. დღეს ერთი კვირა შეუსრულდათ მგზავრობისა. არც ეს დღე იყო ამათთვის მშვიდობიანი. მინღორი კიდევ წინ სავალი დიდი მოჩანდა. ერთს ადგილს პარარა კურუმი ტყე იყო. იმ ტყეს რომ მიუახლოვდენ, ალალმა წამოუქროლა, ტრედები ძირს დაუსხლტნენ და ვერაფერი დააკლო.

მეორედ შემოუტია, ტრედები აღმა წამოვიდენ და თავზე მოექცნენ. მიესია ალალი გაბედულად, ისის იყო შვილი უნდა დაეჭირა, მაგრამ ტრედებმა ტყეში შეასწრეს და ხშირს ფოთლებში ჩაიმალნენ. ჩამოცხა. დაბლა დაიხედეს და ძირიდამ ცივი წყალი ამოჩუხჩუხებდა. ტრედები ჩაფრინდენ. გული გაიგრილეს, პირი დაიბანეს, დაისვენეს და წავიდენ ტყვიასავით პირდაპირ.

მინდვრის მიწურულში დიდი მთა მოჩანდა. შუა წელიდამ თხემამდე მთა თეთრის თოვლით იყო გალესილი... დაბლა კალთები კი ამწვანებული ჰქონდა. ტრედები ამ მთას ვერ აუქცევდნენ გზას, ეს მთა უნდა გადაევლოთ აუცილებლად. მინდვრის ბოლოს რომ გავიდენ, სანამ მთას შეუდგებოდენ ძირს ბარდიანი ჭალა იყო და იქ დაისვენეს...

ტყიდან გამოჩნდა თავმომწონე, კალთაგანიერ შლიაპით მონადირე. წინ ძაღლი მოუძღოდა: თავი ძლიერ მოსწონდა ვაჟკაცს, თუმცა კი ერთის ტოროლას მეტი ჩანთაზე არაფერი უჩანდა. მოეპარა ტრედებს და მოაწოდა თოფი. ორივე ლულიდამ ესროლა, მაგრამ ტრედებთან არაფერი მივიდა.

ტრედებმა სისინით თავზე გადაუარეს შერცხვენილ მონადირეს და ნახევარ მთაზე ავიდენ. ამ დროს თხემი მთისა გაიბურა ნისლით. დაუცადეს ნისლის აყრას, კლდის კინჭუხზე დასხდენ... გამხმარი ბრძამი და ქუჩი ეკიდა აქაიქ იმათ წინ. უცხო ხმა შემოესმათ, ცის ჭექას ჰგვანდა, ლაწალუწი ისმოდა იმათ დაბლა კლდეებით, ქანჩახებით გაჭედილ მიდამოში: კლდეები გამოხმობას აძლევდენ, ხმას უფრო აძლიერებდენ.

შვილი-ტრედი გაოცებით ყურს უგდებდა ამ ხმაურობას. ჯიხვებია, შვილო, სთქვა დედა-ტრედმა. მერე რით გამოსცემენ ეგენი აგრეთს ხმაურობას? დ ჰკითხა შვილმა. დამფრთხრები არიან, ვიწროს ადგილს შეიყარნენ ალბათ, გასავალი აღარა აქვთ და ერთმანერთზე კადადიან. რქებს ახვედრებენ ერთმანერთს და ლაწალუწი იმისაგან არის.

ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, მიზეზი ჯიხვების დაფრთხობისა თავზე წასდგომოდათ. ეს იყო მონადირე სულ სხვა ჯურისა. ტანზე ეცვა ჯიხვის ტყავი. თავზედაც ნადირის ჩამოფხატული ქუდი ეხურა, ფეხებზედ წრიაპებით გამართული ბანდულები. იგი ქუჩზე და კინჭუხებზე სელის კიდებით მიებღატებოდა და ხელში შესალტული თოფი ეჭირა.

მონადირემ სრულიად ყური არ ათხოვა ტრედებს, თავის გზას გაუდგა... მონადირე მიეშურებოდა ჯიხვებისათვის გზა შეეკრა. რომ სიმაგრეში არ შეესწროთ. ტრედებმა შენიშნეს, რომ მონადირე იმათ სამტროდ არ მოდიოდა, და არ აფრინდნენ. რა კეთილი კაცი ყოფილა, დედი, თოფი ხელში ეჭირა და ხმაც არ გაგვცა. სთქვა შვილმა ტრედმა. ეგ სხვა მონადირეა, შვილო, და ისინი სხვანი არიან, რომლებიც ჩვენ გვემტერებიან. ეგ ჩვენზე თოფს არ დასცლის. მაგას იცის, რომ ჩვენი მოკვლით ვერაფერს ირგებს და ცოდვას კი დიდსა სჩადის... სხვებმა არ იციან და არც დასდევენ სარგებლობას. იმათ სისხლი უყვარსთ, ჩვენი მოკვლა ვაჟკაცობად მიაჩნიათ...

ჯანღი აიყარა. წვერი მთისა უდიერად თეთრად აყუდებული გამოჩნდა, მზეზე ვერცხლივით ლაპლაპებდა. დედაშვილებმა გასწიეს და მთა მალე გადავლეს. მთის იქით სურათი სრულიად გამოიცვალა. დიდი მდინარე მოდიოდა, მშვენიერი ჭალა გამოჩნდა, სოფელი სოფელზე იყო მობმული, ბაღები ბაღებზე ასხმული: სიცოცხლით სავსე იყო ეს არემარე. სად ცხვარი და ძროხა იყო დაფენილი და გაჩაღებული სალამურის ხმა ისმოდა, სად კივილი, მღერა და ხმაურობა. სად ურემს მოაჭრიალებდენ კამეჩები ზანტად, ზლაზვნით, კუდის მოქნევით.

ბაღებში მუშაობა გაჩაღებული იყო. დიდი და პატარა გამოფენილიყო მინდვრად და აეჭრელებინათ აჭრელებულამწვანებული ველები. წყალს პერანგიანი მებადური დამკლავებული მისდევდა. გაღმა ნაპირზე დორეზე რამდენიმე კაცი მიათრევდა მოსასმელს ბადეს. სოფლის გოგობიჭებს დაეწნათ გვირგვინები, დაეკრიფათ ბლომად ყვავილები და სოფლისკენ მღერით მიდიოდენ. ტრედებმა თავზე გადაუარეს. მგზავრების თვალები ტრედებს მიეპყრა და გაისმა: "ტრედები, ტრედებიო!"

ტრედები ჭალაში შეფრინდნენ და ერთს ხეზე დასხდენ... ოჰ, ძლივს არ დამისვენდა გული, სთქვა დედა-ტრედმა და თან ამოიკვნესა.

- რაღად ამოიკვნესე? ჰკითხა შვილმა.

- აგერ ის წვერხმელი მაჟალო რომ დგას, იმაზედ დაიჭირა ქორმა დედაჩემიო, - უპასუხა დედა-ტრედმა და თან ამოიკვნესა. ბევრს ვეცადენით დაგვეგდებინებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ღმერთმა უშველოთ, ასამდე მერცხალი დაეცა თავზე. მისდევდნენ მუდარით, ხვეწნით. ტირილით ქორსა, მაგრამ ამაოდ. წაგვართვა, წაიღო, იმ ზედასაბნელებელმა. აგერ კი, აიმ ბოგირზე, ერთმა კაცმა მეორე კაცი მოჰკლა. მე მანამდე არ ვიცოდი, თუ კაცები ერთმანერთს ხოცავდენ. მოჰკლა ცქრანტმა კაცმა ერთი დიდის ტანისა და სქელფაშვიანი კაცი იმავე იარაღით, რომლითაც ჩვენა და ჩვენ ძმებს გვდევენ მოსაკლავად.

შვილი სულგანაბული ყურს უგდებდა დედას.

- ეხლა ჩვენი ბინა შორს აღარ არის, განაგრძო დედა-ტრედმა. ვინ იცის. როგორ დაგვიხვდება, იქნება ჩვენი ქორაფი აღარცკი იდგეს იქა? იქნება მოსჭრა კაცმა და წაიღო შეშად. იქნება ქარმა გადააქცია. ჩვენი ბუდეც ხომ დაიქცეოდა და დაიშლებოდა სულ ერთიანად. ვინ იცის, იქნება ელვამ დაჰკრა და დაარღვია?! დედა-ტრედს გული თავის ბუდესთან მიურბოდა.

ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, ჩაჩაჩუჩი მოესმათ და დაბლა დაიხედეს: მელი მობრძანდებოდა, ღმერთს მოწყალება მოეღო მელის თავზე, ერთი ღალღა ეშოვნა, პირში ეჭირა და მიჰქონდა. მეტად კმაყოფილის სახის გამომეტყველება ჰქონდა მელს, ეს ღალღა მეტისმეტად ალაღებდა. ულვაშები კოხტად აებზიკა, ერთი ულვაში ღალღას ფეხებზე ხვდებოდა, მეორე კი თავზე.

მელი ძლიერ თავმოწონებული იყო, თავი კეისარი ეგონა. ცბიერს, მელურს, გაიძვერა თვალებს აძვრენდა კიდეც ჯაგებში და ბალახებში: კიდევ უნდოდა შესაჭმელი რამ ეპოვნა. ტრედებს გაეცინათ მელზე. მელმა აიხედა, ტრედების კასკასი რომ გაიგონა, ტრედები დაინახა და შენიშნა, რომ იმაზე იცინოდნენ.

ცოტა არ იყოს მელმა იწყინა. ხრჩობაო, სთქვა მელმა და ღალღა ფრთხილად ფეხებთან დაიდო. გაიცინეთ, თქვენმა მზემ, მე ვიცი, ქათიბით არ მაჯობოთ! არა, ვითომ რაო, რომ გაიცინეთ? ვითომ არ მოგეწონეთ, ჰო? რაში მოგეწონებათ თქვენ მელი ვაჟკაცი, ვაჟკაცობით განთქმული?! თქვენისთანა ლურჯხორცებს საჭმელად არცკი ვიკაღრებ, თქვე უბედურებო!..

ტრედებმა უფრო გაიცინეს. მელმაც სიცილი დაიწყო, რასაკვირველია, ძალაუნებურად. თქვენ. ჩემო საყვარელო ტრედებო, მხიარულადა ბრძანდებით, მეც მიხარიან, თქვენ რომ მხიარულადა გხედავთ, თქვენი მხიარულება მეც მამხიარულებს... კარგები ხართ, ტურფები, მაგ პატარას კი უფრო კაი ქათიბი აცვია, მაგრამ ეს თქვენ ორივეს გჯობიათ, მელმა უჩვენა ღალღაზე. ჩამოდით, ვიცი, ნამგზავრები იქნებით, დაღალულები, მეწვიენით. აი ეს ღალღა ღმერთმა მომცა, თქვენც წილი გდებიათ.

მეხი შენც დაგეცა და შენთან ჩამომსვლელსაც! უპასუხა მაღლიდამ დედა-ტრედმა. შენისთანა ქეციანი მელები ჩვენ ვერ მოგვატყუებენ, ვაჟბატონო!.. ახლა ქეციანიც გამხადეთ, განა? სთქვა მელმა. ეჰ, შვილოსან, წახთა დროება, ახლა მასხარადაც ამიგდეთ, რაღა?!. თქვენ რომ თავს გიყადრებთ, კიდეც იმიტომ ოუმატეთ სხვილსხვილად ფქვასა! არა, თქვე საწიწაკეებო, რაც უნდა ბეჩავი ვიყო, თქვენ აღარა გჯობივართ, თქვე მაწანწალებო, თქვენა?

მელმა კბილები გააკრაჭუნა... სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოო, განაგრძო მელმა, თქვენსავით ხომ ბინას არ ვიცვლი, არ დავეთრევი წარამარად. მე ეს გაღმაგამოღმა მხარე მიჭირავს და ღმერთი აქაც არ მაკლებს ლუკმას, მუდამა მაქვს საზრდო ზამთრისაც და ზაფხულისაც.

ვაი მაგისთანა ლუკმასაო, უპასუხა დედა-ტრედმა, შენც მითომ თავს იმითი იწონებ, რომ ალალის ოფლით ლუკმასა სჭამ? შე ათასის ცოდვის მომქმედო, შე გაიძვერავ, შე მოსისხლევ! რამდენის ფრინვლის ცოდვა გაძევს კისერზე, აბა მოიფიქრე! ჯერ ერთი ეგ ღალღაა. რა დაგიშავა მაგ საცოდავმა, რომ დაგიჭერია და უნდა გადაჰყლაპო?.. ჰაი გიდი, მართალნო, სთქვა მელამ ღიმილით, მე აბრუ მაქვს გატეხილი, ჩემი ცოდვა ცოდვადა სჩანს და თქვენი ცოდვაკი მადლად. თქვენ მშვიდს ტრედებს გეძახიან ღა თქვენოდენა ზარალს კი ვინ აძლევს ქვეყნიერებას, თქვე წუწკებო.

რათა, ჩემო ძმაო, ნათქვამია ქუდი დადე და სამართალი ჰქენო. თქვენ რამოდენა კაცის ამაგს აფუჭებთ? რაც პურს დასთესავს ხალხი, ნახევარს თქვენა ჰკენკავთ. რამდენი ოფლი და სისხლია იმ მარცვლებში?!. ცოცხალი არსება არ არის, რომ გადაჰყლაპავთ ხოლმე, აგრეთვე ბუზი? ალბათ ცოღვად იმიტომ არ გითვლისთ კაცი, რომ სისხლს ხორცს თან ჩააყოლებთ ხოლმე, სისხლის ნიშანი არა რჩება გარეთ მიწაზე... და ჩემს ჩანადენს საქმეს კი სისხლის გეში დასდევს თანა.

ეჰ, რა ვუთხრა კაცის სამართალს!.. ქვეყანაზე მართალი არავინაც არ არის, თუ მე მკითხავთ, ისეთი მართალი, რომ ცოდვას არა სჩადიოდეს. თქვენ მელას ვერ მასწავლით ჭკუასა და ქვეყნის ავკარგიანობას, ვერ მომატყუებთ, შვილოსან, ვერა!.. ან გაიძვერა რადა ვარ, ჩემო ძმაო! თავის სარგებლობის გულისათვის ყველა გაიძვერა ხართ... აი ეს ღალღა თუნდა, ამაზე გაიძვერა ვინღა იქნება? რაც ეს დაძვრება ჩალებში, რა ვიცი. თავისი ბრალი არ არის, რომ მე ჩამივარდა ხელში? ხომ იცის, რომ მე მტერი ვარ, რად იძინებს ასე ბრიყვად უადგილო ადგილას...

აბა თქვენ, ჩემო ტრედებო, რატომ არ დაგიჭირეთ? თქვენ მაღლა ხეზე სხდებით და იმიტომ, სამოცის წლის მოხუცი ვიქნები და ჯერ ტრედის ხორცის გემო არ ვიცი როგორია. რადა? იმიტომ, რომ თავის მოვლა და გაფრთხილება იცით. ეხლაც რად მელაპარაკებით მაგრე სხვილსხვილებს? ხეზე სხედხართ, იცით, მანდ ვერ ამოვალ და იმიტომ. დაბლა რომ იყვნეთ, იმედი მაქვს ამოგაშხამებდით ჩემს შეურაცხებას... მისალმების მაგიერია, შორის გზის მჳზავრები ხართ, მშვიდობის ამბავს კი არა მკითხავთ, მომიყევით მხილებას და დარიგებას მაძლევთ.

ეჰ, მშვიდობით, გამარჯვებით იყავით, მე ჩემს გზას გავუდგე, ის მირჩევნიან... ტრედებმა კიდევ სიცილი მიაყარეს. მელმა გასწია, მაგრამ გულში ცეცხლი დაენთო შურისძიებისაგან: თუ თქვენი ჯავრი არა ვჭამო, ამბობდა მელი თავისთვის, ცოცხალი აღარ ვიყოვო. გადაიარა ტყიანი გორა, შეუდგა ფერდოს და გავიდა დგნალიანში.

"წიინ, წინო, შეესმა: მოიხედა და ჰნახა,. რომ წიფლის ტოტზე ძერა იჯდა და გასწიოდა. რასა ბღურტუნ-ბლუკუნებ, შე საბრალოვ, შენა?  შეუძახა მელმა, ხომ ვიცი, გშიან, რომ ჰღრიალებ და ჰყვირი, მაგითი გინდა საჭმელი იშოვო?! თავი და ტანი საკმაო მოუცია ღმერთს შენთვის და ჭკუაკი გამოუწირავს, შე ტკიპიანო, ტკიპების გამოხრულო!

რა არის, რა ამბავია? გამოსძახა ძერამ კისრის გადმოწევით. აქ არა სწიოკობდე, უპასუხა მელმა, წახვიდე, ემანდ გორას იქით და ორი ტრედი ზის თელაზე დაღალულდაქანცულები, ვერ გაგიფრინდებიან. ერთი ბღარტია და ის უფრო ვერსად წაგივა, სწორედ შენის სიფიცხისა და სიმარდის საფერია. აბა, ვინძლო ბედი არ დაჰკარგო, აჩქარდი! აი მადლობელი, ჩემო მელო, მიუგო ძერამ, ძმა ძმისთვისა და ამ დღისთვისაო. მშიან და ეგრე. მადლობელი, ჩემო ძმობილო, დიდი მადლობელი.

ძერა აფრინდა და გასწია იქით, სადაც ტრედები ასწავლა მელმა. ჯერ იტრიალა თელის თავზე, ვითომდა აქ არაფერიაო. მერე უცბად შეიკუმშა მხრები, რაკი ამოირჩია მსხვერპლი, წამოვიდა დაბლა, დაეცა შვილ-ტრედს, დაიჭირა და გასწია. დედა-ტრედმა შეჰქნა ტირილი, გოდება, მისდევდა უკან ძერას ხვეწნითა და მუდარით, მაგრამ ამაოდ.

ძერა ხან ერთგან ჩაჯდებოდა, ხან სხვაგან და ჩაჰკრავდა ტრედს ნისკარტს თავში, რომ სული დაელევინებინა. დედა-ტრედმა მოიშველია წყანწყარა ჩიტებიც, იმათთან ერთად გამოუდგა ძერას, მაგრამ მაინც იმათი ხვეწნამუდარა ტყუილიღა იყო, ძერა თავისას არ იშლიდა. იმან თითქოს ზეზეულად შეჭამა დედის თვალწინ ტრედი.

მელი ამ დროს ერთს სერზე იყო წამოყუნტებული, სეირს უცქეროდა და სიცილითა ბნდებოდა... მელმა გული მოიფხანა, ტრედების ჯავრი ამოიყარა: ნწეღან ჩემზე რომ იცინოდით, ეხლა მე ვიცინებ თქვენზეონ, სთქვა დაკმაყოფილებულმა ცხოველმა. დედა-ტრედი დარჩა მარტოკა. შვილის ბუმბულიღა დაიტირა საცოდავმა, ადგა და გასწია მწუხარემ, არსად აღარ დაუსვენია.

შეუპოვრად, უდიერად მიფრინავდა, ისიც სიკვდილსა ნატრობდა და ნუგეშად მხოლოდ თავისი ბუდეღა მიაჩნდა, სადაც შვილიერობის იმედი ჰქონდა. ბევრი იარა ტრედმა: სად წყალი გავლო, სად მთა და ველი, სად ტყე და სოფლები და როგორც იყო მიაღწია საბრალო ტრედმა აღთქმის ქვეყანას.

იგი დაჯდა მთის პირად ერთს ხეზე, საიდამაც მოსჩანდა სოლჭა და ის ქორაფი, რომელზედაც ტრედს ბუდე ჰქონდა გაკეთებული. ქორაფი იცნო ისევ ტრედმა, იგი ამაყად იდგა და თითქოს წინანდელზე მოემატა კიდეც სიმაღლით. ქორაფი ერჩეოდა მთელს ტყეში. ტრედს გულში ნათელი ჩაუდგა. იმან დაინახა თავის საყვარელი წყაროც. სათავე იმისი არა ჩანდა, მაგრამ სიპით დაფენილი კალაპოტიკი კარგად მოჩანდა, ლამაზად ეტყობოდა, როგორ გადაჩანჩქარებდა წყარო ქვევით კლდეზე.

ტრედს გული დაუმშვიდდა, ცოტა ხანს გადაავლო თვალი მშობელს. ნაცნობს მიდამოს... ცოტა ხანს იყო მხიარულად და მერე შვილი მოაგონდა. საბრალო ჩემო შვილო! სთქვა ტრედმა ამოოხვრით. შენ კი არ გეღირსა შენის სამშობლოს თვალით დანახვა. აქ გაგზარდე, წაგიყვანე და გზაზე სიცოცხლე მოგისპე...

რასა ჰგავს, რა არის ჩვენი სიცოცხლე? რა სიცოცხლეა ტრედების სიცოცხლე? ღმერთს ჩვენთვის რაღაცნაირი მჩატე, ნებიერი, სუსტი. და მომთმინო ბუნება მოუცია. ხმას ვერავის გავცემთ, ხელს ვერ შევუბრუნებთ ჩვენს მტერს. უხეირო ძერა, მითხარ, ისიც უნდა ტრედებსა სჭამდეს?.. ვაი ჩვენო სიცოცხლევ. ვაი ჩვენო ყოფავ! ვჩნდებით და ვიზრდებით სხვის ყმად, სხვის საჭმელად, სხვის ტყლაპად.

ტრედი მხიარულად მიფრინდა ქორაფთან, თავზე მოევლო, რამდენიმე კამარა გააკეთა ქორაფის თავზე და მხარგაშლილი დაეშვა და დაჯდა კენწეროზე. სწორედ სამოთხესა ჰგვანდა ეს არემარე. ბევრს ფრინველს მოეყარა აქ თავითავს: ისმოდა ჩიტთა სტვენა, კოდალის ნისკარტის ჩქამი, ტრედების ღუღუნი. ჩვენს ტრედსაც მოუნდა ძალაუნებურად ბანის მიცემა და ამანაც დაიღუღუნა მწუხარედ.

- ეგ ვინღა ოხერია?! მოისმა ძირის ტოტიდამ ხმა, აქ ვის კარმიდამოში ხარ ეგრე თამამად, ტრედო? შენ სიცოცხლე ხომ არ მოგჭარბებია?!

ტრედმა ხმა გაიკმინდა, ძირს დააცქერდა. საზარელი სურათი ნახა. იმის ბუდე ის ბუდე აღარ იყო, რაც ტრედმა ჩადგა, ქორს დაესაკუთრებინა, გაეფართოვებინა, მსხვილის წიწკრებით გაესხვაფერებინა, საზარლად შემოჰბღვეროდა, მოლეშების სუნი შემოებნია, რაღაც მქისე და საძაგელი, და ბღარტებიც გამოეჩიკა. ყვითელი თვალები ქორს დაშტერებით, ისრებივით მიეპყრო ტრედისთვის. პატარა ქორებიც ქორულად და შმაგად იცქირებოდნენ.

შე ბრიყვო, შე სულელო, იქამდისაც გათავხედდი, რომ კარებზე მიხტებიო? შემოსძახა ქორმა და შემოუტია ტრედს. ტრედი გაუფრინდა და ქორიც უკან გამოეკიდა. ძალს ქორი და ძალს ტრედი, იბრძოლეს, ერთი იჭერდა, მეორე გახვეწებას სცდილობდა.

ტრედი მაინც გაეხვეწა, მაგრამ გასცდა ამ თავის სამშობლოს და ვენახებში შეფრინდა. ტრედი ცოცხალმკვდარი იყო: "ერთი ბუდე მქონდა და ეგეც შეშურდა ჩემთვის მავ ღვთისაგან წყეულს, მაგ დღედალეულს... რამდენია სხვა ხე, მაგრამ რაკი შხამი უდგა გულში და შხამით ხორცშესხმულია, ტვინადაც შხამი უძევს თავში და უნდა იმ შხამით სხვაც მოშხამოსო!"

ტრედი ვენახში შეფრინდა. გლეხმა ჭიგო წამოუსო, მაგრამ ააცდინა.

ვენახიდან ტრედი არხის პირას ტირიფზე შეჯდა, იქ პატარა ბიჭი დაუხვდა შვილდისრით და ისარი ესროლა. ტრედს მაინც ღვთის კალთა იფარავდა. ტირიფიდამ ორღობეების ვენახების შუაზე ღორებისაგან ნაჩიჩქნს მოსახნავ მიწაში დაჯდა, ღორისაგან ამოღრუტნულს ადგილას ჩაიმალა. იქ ღორი დაუხვდა და წაეტანა დასაჭერად.

ტრედს გული გადმოუბრუნდა, გზაკვალი აერია, აღარ იცოდა. საით წასულიყო და ფარფატებდა ხან აქ, ხან იქ. ბოლოს მღვდელდიაკვანს წააწყდა თავზე, მღვდელმა ჯოხი მოუქნია, მაგრამ ისიც ასცდა. ქათმებმა სოფელში წიოკი ასტეხეს, იმათ ტრედი ქორი ეგონათ.

როგორც იყო, ტრედი სოფელს გასცდა. სოფლის გაშორებით მაღლა გორაზე ყავრული სახლი მოსჩანდა. ეს სახლი ბატონისა იყო. ბოძები სახლს დაჰფუტურებოდა, ყავარიც დამპალი ეხურა ზედ, მაგრამ ნადიმობაკი გამოულეველი იყო ამ სახლში. ბატონს სტუმრები ჰყვანდა, ჩანგისა და წინწილის ხმა მომღერალთა ქალთა ხმასთან შეერთებული ბუნებას ათრობდა.

ბატონი გადაშვლეპილისა და გადატვლეპილის თავით სტუმრების თავით იჯდა და შეაქცევდა. იგი ვაჟკაცობის მიმდევარი იყო და წამოიკვეხებდა ხოლმე ცხენზე ჯდომას, თოფის სროლას. უყვარდა დაკვეხება მამულებით, თუმცა იმის ქალაში ოცს ხეზე, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ოცს ჯაგზე მეტი არ იდგა. ერთი დურბინდიცა ჰქონდა ბატონს, რომლითაც მუდამ ძილის შემდეგ ამ ოცს ჯაგს ათვალიერებდა, და თუ ვისმე დაინახავდა ქალაში შესულს, შეუკივლებდა ბიჭებს და გააბაწვრინებდა.

ხშირად მოიგონებდა ხოლმე და მოაგონებდა თავმოწონებულს სტუმრებს, თან ფართო ეზოზე უჩვენებდა: "რამდენი დარბაისელი გლეხი წამოგვიქცევია, ვაჟო, მანდ და მიგვირტყამს როზგი. ეჰ, რა დროება იყო და წაგვივიდა ხელიდან!" ამას რომ იტყოდა, ღრმად ამოიკვნესებდა. ბატები და ინდაურები ძლიერ უყვარდა ბატონს. ალბათ თუ რამ გადურჩათ იმათ, რომ ამ ნარჩომმა ჩვენი ტრედიც მიიტყუილა.

ჩვენი ტრედი ბატონის ეზოში მიფრინდა და დაიწყო ცუცუნი, მარცვლების კრეფა. ბატონმა შენიშნა ტრედი და მოიკითხა თავისი თოფი. მოართვეს გრძელი და ვერცხლის სალტებიანი სიათა. - აბა, თუ კაცი ხარ, ზაალ, აბა თუ კაცი ხარ, . მიაძახეს სტუმრებმა. - ქალის ლეჩაქი დამხურეთ, თუ მაგას თოფი ავაცდინო.

ბატონმა დაუჩოქა ტრედს, თოფი ტივის ხეზე დაუდო. თოფმა და იგრიალა. ტრედი ადგილობრივ დარჩა და პირიდამ სისხლი გამოუვიდა. - გაუმარჯოს, გაუმარჯოს, გაუმარჯოს - იგრიალა ხალხმა. ტრედი მოიტანეს და ფეხით სუფრის თავზე დაჰკიდეს... ყველანი მეტად გამხიარულდენ. ტრედი მორჩა შიშს და ელდას, ეკიდა მოსვენებით, სტუმრები და ბატონი კი გახურებულ "მრავალჟამიერს" დასძახოდნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ