მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1545 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

« ა »

 

აბუეტი - დაბნეული

აგარაკი - სახნავ-სათესი მიწა.

აზმნობა - ფიქრი; არა აზმნობდეს - არა ფიქრობდეს, არა ჰგონებდეს.

აკარაკი - სულელი.

ალაფი - დავლა, ნადავლი.

ალიყური - სილის გაწვნა.

ამაო - უსარგებლო, უქმი.

ამბორის ყოფა - კოცნა.

ამჴმელი - ამღები.

ანაზდეული - უცაბედი, მოულოდნელი.

ანგარება - სიხარბე, ვეცხლისმოყვარეობა.

ანთრაკი - ერთგვარი ძვირფასი ქვა, ნაკვერცხლის ფერი.

არგანი - ჯოხი, კვერთხი.

არდაბაგი - სარკმელი.

არდაგი - წინსაფარი, ტილო.

არება - მიმოდა არებ თვალთა - აქეთ-იქით იხედები.

არვე - ცხვრის ფარა.

არია - პლანეტა მარსი.

ასლი - პურეულთა ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, ორმარცვალა.

ასო - ადამიანის სხეულის ნაწილი, ორგანო.

ასპიტი - ძლიერ შხამიანი გველი.

აფროდიტი - პლანეტა ვენერა.

აღდება - მოდება, მოკიდება (ცეცხლისა); აღდებული - მოდებული, მოკიდებული.

აღვსება - აღდგომა.

აღკრება - დაკრეფა, აღება.

აღლაღება - გალაღება, გათამამება.

აღმონაღები - ამონღები, ნარწყევი, ნანთხევი.

აღმოსავალი - აღმოსავლეთი.

აღმოჴდა - ამოღება, ამოთხრა.

აღნადგინები - სარგებელი, პროცენტი.

აღტყველვა - ტაშის შემოკვრა სიხარულით.

აღტყინებული - ანთებული, აღგზნებული.

აღუბორგველობა - აღუშფოთველობა, გაურისხველობა.

აღუზვავებელი - ვინც არ არის გაამაყებული, გადადგულებული ან გაამპარტავნებული. (საპირისპირო ცნებაა აღზევებული).

აღქმა - აყვანა; აღიქვა - შეისვა.

აღძრვა - აჯანყება, აბუნტება.

აღჭურვა - შეიარაღება.

აყირო - გოგრა.

აღჴოცა - აღფხვრა, წაშლა, აღგვა.

 

« ბ »

 

ბაბაჭუა - ობობა.

ბაბასილი - ძალიან მწარე.

ბაია - დანაკის კუდის ფოთოლი.

ბასრობა - კიცხვა, დაცინვა, გინება.

ბებკი - ძონძი, კონკი, ნაგლეჯი.

ბევრი - ათი ათასი (10 000); ბევრეული - ათი ათასეული.

ბევრის ბევრეული - ათი ათასჯერ ათი ათასეული ანუ მრავალი, უთვალავი.

ბელიერი - ეშმაკი, ავი სული.

ბერწი - უშვილო.

ბეცება - ბარბაცი.

ბიალონი - თხელი და მსუბუქი წამოსასხამი (ხმარობდნენ სასულიერო პირები).

ბილდირგა - ხელის ან თითის გასაყრელი.

ბისონი - ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ მეფეები და მღვდელმთავრები.

ბოროტ-მზრახველობა - ბოროტი ლაპარაკი, ლაყბობა.

ბოღლიწო - ღვინოში ჩამბალი პური.

ბროჭი - ონკანი

ბრჭალი - ტერფი.

ბურდო - ფეტვის ბზე, გაულეწავი.

ბურვა - ხურვა.

ბუქი - ქარბუქი.

ბჭე - კარი, შესავალი.

 

« გ »

 

გადამქართულდა - გადამავიწყდა.

გაბაჯანი - სალოკი და შუა თითის განი.

გავალაკი - საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი.

გამკაცრება - გაფრთხილება, მორიდება.

გამოვრდომა - გამოვარდნა.

გამოთარგმანება - განმარტება.

გამომჴდელი - გამომგდები, გამომდევნელი.

გამოტევება - გამოშვება.

გამოღება - გამოსხმა (ნაყოფისა).

გამოხვმა - გამოღება, გამოყვანა.

გამოწვლილვა - დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა.

გამოჴუება - გამოკლება.

განბასრვა - გაკიცხვა, დაცინვა, დამცირება.

განბძარვა - გაგლეჯა.

განბჭობა - განსჯა.

განგლისპებული - გაანჩხლებული, გაავებული, გაკაპასებული.

განგოზი - კირი, გაჯი.

განდრეკილობა - განდგომა, გადახრა (მართლმადიდებელი სარწმუნოებიდან).

განვაჭრებული - განსყიდული.

განვლინება - გაგზავნა, გაშვება.

განვლტოლა - გაქცევა.

განვრდომა - გავარდნა.

განზვავებული - გაამაყებული, გადიდგულებული.

განკითხვა - განსჯა, გასამართლება.

განკრძალვა, განკრძალება - მორიდება, გაფრთხილება. განკრძალული - გაფრთხილებული, მორიდებული.

განლაღება - გალაღება, გათამამება.

განლევა - გათავება.

განლიგება - გაშტერება, გარინდება, გაჩუმება.

განმარტება - გაშლა.

განმსტრობა - დაზვერვა.

განმტკიცება - გამაგრება.

განმხრწნელი - წამხდენელი, სიცოცხლის მომსპობი.

განოტება - განდევნა, გაძევება, მოშორება.

განპოხება - გასუქება.

განრინება - ხსნა, გადარჩენა. განსარინებელი - გადასარჩენი.

განსვენება - მოსვენება.

განსპეტაკება - გათეთრება, გაწმენდა.

განსხიპვა - გაჭიმვა, გაკვრა.

განსხმა - გაძევება, განდევნა.

განქარვება - გაუჩინარება, გაბრობა.

განქიქება - შერცხვენა, გაკიცხვა.

განქრევა - გაუჩინარება, გაბრობა, მოსპობა.

განჩინება - განკითხვა, განსჯა.

განცდა - დანახვა, განჭვრეტა.

განცემა - სობა, გარჭმა.

განცოფება - გაგიჟება, გახელება.

განცხოველება - გაცოცხლება.

განცხრომა - ლხენა, შვება, დროს ტარება.

განძება - გაძევება, განდევნა.

განძვინება - გამძვინვარება, გააფთრება.

განწონება - გაჩრა, გარჭმა, ჩასობა.

განწყობა - საბრძოლველად გამზადება.

განხეთქა - დახევა.

განხვმა - გაღება, გახსნა, გახელა.

განხრწნადი - მოკვდავი.

განჴდა - გახდა, გაძრობა.

განჴმელი - დამშრალი; ხმელი, გამხდარი.

გარდამოჴდომა - გადმოხტომა.

გარე-შემოუწერელი - შემოუსაზღვრელი, შემოუფარგლავი.

გარე-წარქცევა - გარეთ მიბრუნება.

გარეგან - გარეშე; გარდა.

გარეგანი კაცი - ადამიანის სხეული.

გარე-მიქცეული - ზურგშექცეული.

გარე მოდგომილი - გარშემორტყმული, გარემოცული, ალყაშემორტყმული.

გაროქვა - გაძარცვა, ქონების გატაცება.

გახელება - გაგიჟება.

გება - არ ეგების - არ შეიძლება.

გეენია - ჯოჯოხეთი.

გვადრუცი - კოლოფი, ყულაბა.

გვემა - ცემა.

გლახაკი - 1. მათხოვარი, გლახა; 2. ღარიბი, უქონელი, უპოვარი; 3. თავმდაბლობა.

გლისპი - ანჩხლი, კაპასი, ავი.

გონება-მოუდრეკელი - რეგვენი.

გრძნა - არავინ აგრძნას, არავინ შეიტყოს.

გულდამზიდველი - გულდამზიზღებელი.

გულისთქმა - წადილი, სურვილი.

« დ »

დაბებკული - დაკონკილი, დაძონძილი.

დაბრყვილებული - მოსუსტებული, დაკლებული.

დაბურვა - დახურვა.

დაბძარვა - დახეთქვა, დაჭრა, დაგლეჯა.

დაგება - 1. შერიგება; 2. დაფენა, გაშლა.

დადგინება - დანიშვნა, დაყენება.

დადგრომა - დადგომა, გაჩერება. დაუდგრომელი - გაუჩერებელი, მოუსვენარი.

დადუხჭირება - დაუშნოვება.

დავანება - დამკვიდრება, დასადგურება.

დაზრქელებული - გასქელებული.

დათიჴება - ატალახება.

დათხევა - დაღვრა. დათხეული - დაღვრილი.

დაკვეთება - დაცემა, დავარდნა.

დაკრება - ჩაქვავება, ჩაქოლვა.

დალტობა - დასველება. დალტობილი - დასველებული.

დამარხვა - 1. შენახვა; 2. დამკვიდრება.

დამმარხველი - შემნახველი.

დამაშვრალი - დაღლილი.

დამთხე - მომზრახი (საბა), ქადაგი.

დამოკიდებული - ჩამოკიდებული.

დამსჭვალვა - დალურსმვა. დამსჭვალული - დალურსმული.

დამტკნარება - შესქელება.

დამშთვარი - დამხრჩვალი.

დამძიმება - შეწუხება.

დაკარწახება - წვივის მოშიშვლება.

დამწიკულება - გაჭუჭყიანება, გასვრა.

დანაკის-კუდი - ფინიკი, ინდის ხურმა.

დანთქმა - დაძირვა, ჩაძირვა.

დარაკი - ფარი.

დასავალი - დაძავლეთი.

დასტაქარი - ქირურგი, ჭრილობათა და მოტეხილობათა მკურნალი.

დასტამბო - ნესვი.

დასხმა - დაფუძნება.

დატევება - მიტოვება.

დაფლვა - დამარხვა, დაკრძალვა. დაფლული - დამარხული.

დაფოლვა - დაწუნება.

დაფხვრა - დაგლეჯა.

დაძაბუნება - დაუძლურება, დასუსტება.

დაღნიოშება - გაცუდება, დაუშნოვება.

დაყენებული - აკრძალული.

დაყუდება - დადგომა, ჩადგომა, გაჩერება.

დაშთობა - დახრჩობა.

დაშთომა - დარჩენა.

დაშრტობა - ჩაქრობა.

დაცადება - შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული - დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი - შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი.

დაცემა - დაკვრა (საყვირისა).

დაწერტა - დაჩხვლეტა ეკლით.

დაწვლილება - დაწვრილება.

დაწუხვა - დახუჭვა.

დაწყობა - შეთანხმება, შეწყობა.

დაჭირვებული - გაჭირვებული; დანაღვლიანებული, დამწუხრებული.

დაჴსნა - დარღვევა, დაშლა; დაუძლურება.

დამჴსნელი - დამარღვეველი, დამშლელი.

დაჴშვა - დახურვა, დაკეტვა.

დედაწული - ჯალაბობა, სახლეული.

დია - პლანეტა მუშთარი.

დიაცი - ქალი, დედაკაცი.

დიდება - სახელი, პატივი, ღირსება; გადაჭარბებული ქება.

დიდედა - ბებია

დიკა - გაზაფხულის ნათესი ხორბალი.

დილეგი - საპატიმრო, საპყრობილე.

დრაკჰანი - ოქროს მონეტა.

დრტვინვა - ბუზღუნი.

დრუნგილი - მარმარილო.

« ე »

ებგური - გუშაგი, ყარაული.

ედემი - სამოთხის ბაღი.

ემბაზი - სანათლავი ჭურჭელი.

ემპლასტრო - მალამო, სალბუნი.

ენაბრგვნილობა - ენაჩლუნგობა, ენაბლუობა.

ენკრატისი - მოწესე ქალი.

ენქერი - ხელსახოცი.

ერგასი - ორმოცდაათი (აღდგომიდან სულთმოფენობამდე)

ერდო -  სახლის ბანი, ზედა ბრტყელი სახურავი.

ერმი - პლანეტა მერკური.

ექსორია - სამშობლოდან გაძევება, განდევნა.

 

« ვ »

 

ვარსამი - დალაქი

ვარყალი - შანდალი.

ვასილისკო - ბასილისკო, თვალთ მაკვდინებელი მხეცი, გესლიანი (საბა).

ვაშკარანი - ტომარა, ჩანთა.

ვაჴ(ხ)ში - სარგებელი, პროცენტი, აღნადგინები.

ვლტოლა - გაქცევა.

 

« ზ »

 

ზავებული - შეზავებული.

ზაკვა, ზაკუვა - ცბიერება, თვალთმაქცობა.

ზარდაჴშა - პატარა ყუთი, კოლოფი.

ზატიკი - პასექი. ზატიკობა - აღდგომა.

ზე - 1. ... -ის დროს. მოსეს ზე - მოსეს დროს. 2. მაღლა, ზევით, ზეზე, ფეხზე. 3. „ზედა“ თანდებული.

ზემფრინავი - თვითმფრინავი.

ზეზი - ოქროქსოვილი.

ზეშთა-მჩენი - ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზეშთა-მჩენობა - ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა.

ზეცისა ძალნი - ანგელოზები.

ზვავი - ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზვაობა - ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა.

ზვარაკი - შესაწირავი ცხოველი; ზვარაკი ჭამებული - ნასუქარი, შესაწირავად გასუქებული მოზვერი.

ზოდი - ზოდიაქო.

ზოსტერი - ძვირფასი ქვებით შემკული ტყავის ქამარი.

ზრახვა - ლაპარაკი.

ზრდა - კვება.

 

« თ »

 

თავადი - ბატონი, დიდებული, უფროსი.

თავდამოქცევა - თავდაყირა.

თავის მიდრეკა - თავშეფარება; თავთა მისადრეკი - თავშესაფარი.

თანა-განმზრახი - მრჩეველი.

თანა-მოდასე - თანაწევრი, დასის წევრი.

თანანადები - ვალი, გადასახადი.

თარგმანი, თარგმანება, თარგმნა - განმარტება.

თაფლი ველური - „ხე არს მსგავსი ურთხლისა, რომლისა მიერ მსგავსი მანანასი ჩამოეწვეთების“.

თაფლუჭი - ერთგვარი მათრობელა სასმელი.

თეო - ფარეხის გარშემო საყარაულო ადგილი.

თვალვა - თვლა.

თვალ-მოუღებელი - თვალმოუშორებელი, თვალაუღებელი.

თვით-სჯულება - თავნებობა.

თვისი - ნათესავი, მოყვარე, თავისიანი.

თხზულება - დაწნული.

თხიერი - ტიკი.

 

« ი »

 

იგავი - „იგავნი“, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

იავარ-ქმნა - აკლება, განადგურება, აოხრება.

ინანი - ერთგვარი სურნელოვანი სასხურებელი წყალი.

ისმაიტელი - ბიბლიური გადმოცემით, აგარის შვილის ისმაილის ჩამომავალი. შემლგომში ისმაიტელებად იწოდებოდნენ მაჰმადიანები.

ისრიმი - მკვახე ყურძენი.

იფქლი - ხორბალი, პური.

იქედნე - შხამიანი გველი, რომელიც პირიდან მაკდება და მშობიარობის დროს კვდება.

იშვით - იშვიათად.

იძრვისი - რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი).

იწრო - ვიწრო, პატარა (ადგილი); იწროება - სივიწროვე, გაჭირვება. იხ. შეიწრებული.

იშვი - იშვიათად.

 

« კ »

 

კავშირი - ელემენტი (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი).

კაზმა - იხ. განკაზმა.

კაკანათი - ფრინველების მახე.

კარაული - სახედარი, ჯორი.

კაჩალო - ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი.

კაცად-კაცადი - თითოეული.

კბოდე - ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი.

კდემა - რიდი, რცხვენა.

კვართი - ქრისტეს პერანგი.

კვეთება - შეხეთქება, შესკდომა.

კირიელეისონ - ბენძნულია, ქართულად ნიშნავს „უფალო, შეგვიწყალენ!“.

კლემაქსი - კიბე, წმ. იოანე სინელის თხზულება.

კლიტე - გასაღები.

კმა - საკმარისი.

კოლვიზმა - დიდი მარხულობა.

კომსობა - ერისთავობა.

კოჭიკური - ნაპარსი თმა.

კრეტსაბმელი - ფარდა.

კრონოს - პლანეტა სატურნი.

კროჭი - ონკანი;

კრჩხიალი, კრჩხიალება - საზარელი კივილი.

კრძალვა - რიდება.

კუკული - ბერის ქუდი.

კუროს თავი - ტატაშა, შავი ნარი (აქვს ეკლები).

 

« ლ »

 

ლაინი - შეღებილი ნარმა.

ლალვა - ჩხუბი.

ლანქერი - თოვლის ღვარი.

ლანძვი - სარკმელი, ფანჯარა.

ლაქა (ლაქისა) - მათრახის ლაქა კუთხ (მათრახის ბოლოს მიბმული ფართო ტყავი).

ლიზღობა - მლიქვნელური და უშვერი (კადნიერი) ლაპარაკი.

ლირწი - ვნებიანი, მხურვალე (ითქმის ქალთა სქესზე); ლირწება - ვნებიანობა, მხურვალება.

ლიტონი - უბრალო.

ლიქნა - პირფერობა.

ლმობა - ტკივილი.

ლოქაფი - დიდი პირის მქონე ქალი.

ლტობა - დასველება.

ლტოლვილი - გაქცეული.

ლურტყი - თოთო.

 

« მ »

 

მაგისტროსი - მოძღვარი.

მალიად - სწრაფად, ჩქარა.

მამონა - უსამართლოდ შეძენილი ქონება.

მამწყობარი - შემწყობელი.

მანანა - ზეციური პური, რომლითაც კვუბავდა ღმერთი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში.

მანდატური - ხელარგნოსანი, მეფის მცველი მოხელე.

მანიაკი - მოთვალულ-მომარგალიტებული საყელო.

მანქანება - სხვადასხვა სავნებელი ხერხი, ხრიკი.

მაოტებელი - განმდევნელი, გამაქცეველი.

მაოხარი - ამაოხრებელი.

მართვე - ბარტყი, ბახალა.

მახმური - შეზარხოშებული / მთვრალი

მარმენიო - ბედისწერა.

მარტვილი - წამებული, მოწამე.

მაღნარი - მაღალი და ხშირი ტყე.

მახა - ასლი.

მგბარი - მოხარშული.

მგვემელი - მცემელი.

მგზნებარი - მოგვი, ცეცხლის მნათებელი ქურუმი.

მგმობარი - მგმობელი, ქრისტიანული სარწმუნოების უარმყოფელი.

მგრგვალი - მრგვალი

მდუმრადი - მდუმარე, უსიტყვო, ჩუმი.

მდღევარი - დღიური.

მებეჭე - მისანი, რომელიც ბეჭის ძვლით მკითხაობს.

მებრუჟეობა - ლოთობა.

მეზვერე - მებაჟე, ხარკის ამკრეფი.

მეინახე - თანამესუფრე.

მეკერმე - კერმის (წვრილი ფულის) ამკრეფი.

მეკობრე - ავაზაკი, ყაჩაღი.

მეკრე - კარის მცველი.

მელი - მელია.

მემთრვალე - ლოთი; მემთრვალეობა - ლოთობა; მთრვალობა - თრობა.

მთხრებლი - ორმო, თხრილი.

მიგება - მიზღვევა; მისაგებელი - მისაზღავი.

მიდამო-ვლა - აქეთ-იქით სიარული.

მიდგომა - დაორსულება მუცლად-ღება; მიდგომილება - დაორსულება.

მიდრკომა - გადახრა, გადახვევა.

მითვალვა - მითვლა, თვლით მიცემა.

მილიონი - მილი (სიგრძის საზომი ერთეული).

მიმდემი - მუდმივი, მარადიული.

მიმყოლი - მიმდევარი.

მიმწუხრი - საღამოს.

მიპყრობა - მიწოდება, მიცემა.

მისაგებელი - იხ. მიგება.

მისადრეკკლი - თავშესაფარი.

მიტაცება - წართმევა, წაგლეჯა.

მიღება - წართმევა.

მიჩემება - მისაკუთრება.

მიწევა - მიღწევა.

მიწურვა - მიახლოვება.

მიუღო - წაართვა.

მიხვეჭა - წართმევა, მიტაცება.

მიხვმა - (ჴორცნი) მარიამისაგან მიიხვნა - (ხორცი) მარიამისაგან შეისხა.

მიჭვრიტინა - სარკე.

მკალი - კალია.

მკელობელი - კოჭლი.

მკვრელი - დამკვრელი.

მკოდოვანი - ღარიბი, ღატაკი, უქონელი; მკოდოვნება - სიღარიბე, სიღატაკე, უქონელობა.

მლევანება - გულსავსეობა, გულუხვობა.

მოაბა - ტახტრევანდი.

მოგება - 1. მოსაზრება, ჭკუაზე (გონს) მოსვლა; 2. შეძენა, მოპოვება.

მოგვი - ვარსკვლავთმრიცხველი, ასტროლოგი.

მოდასე - დასის წევრი; მოდასეობა - დასის წევრობა.

მოდგომა - შემოვლა, შემოხვევა, მოახლოება, შემოვლება.

მოდნობა - მონელება.

მოდრეკა - მოქცევა, მობრუნება.

მოვაჭრებული - მოშოვებული, შეძენილი.

მოვლება - მოტარება.

მოზავებული - დაზავებული.

მოთვალული - თვლებით მოჭედილი.

მოკვეთა - მოჭრა, გადატ. მოკვლა.

მოკიცხარი - მქირდავი, მკიცხველი, ვინც სხვას დასცინის.

მოლალე - მოჩხუბარი, მოშუღლე.

მომახურება - მარყუჟის გაკეთება.

მომედგრება - გაზარმაცება.

მომსყიდელი - მყიდველი.

მომტვერება - მტვრად ქცევა, მოსპობა.

მომღერალი - მოცეკვავე, მოთამაშე.

მომყმარი - მშიერი; მომყმარება - შიმშილი.

მონებება - მონდომება, მოსურვება.

მონიჭება - დასაჩუქრება, საბოძვარის მიღება.

მორბევა - დარბევა, აოხრება.

მორისვა - მოპარსვა, გაკრეჭა.

მორყვნა - მუცლის მოშლა.

მოსავაჭრებელი - საშოვნელი, შესაძენი.

მოსიკვდიდ - იხ. სიკვდილი.

მოსმიერი - ღვინის მსმელი.

მოსპოლვა - მოსპობა, განადგურება.

მოსრვა - მოსპობა, ამოწყვეტა, ამოჟლეტა.

მოსურნე - შეყვარებული.

მოტყინარე - მოგიზგიზე, ანთებული.

მოფხვრა - მოგლეჯა.

მოქცევა - მობრუნება.

მოღება - 1. მოტანა; 2. წართმევა.

მოღვაწება - შოვნა, მოპოვება.

მოყივნება - მოტყუება, შეცდენა; გამასხრება, შერცხვენა.

მოყმობა - შიმიშილით სიკვდილი.

მოშთობა - მოხრჩობა.

მოშოება - შოვნა, შეძენა; მოშოებული - ნაშოვნი, შეძენილი.

მოცალე - მოცლილი.

მოძაგება - შეძულება, შეძგაება.

მოწესე - მონაზონი ქალი.

მოწიწვა - მოწიწება, მოკრძალება.

მოწლედ - მოწიწებით, მოკრძალებით.

მოწყვედა - ამოწყვეტა, ამოჟლეტა.

მოხად - მოვხადოთ - მოვუწოდოთ; მოხადა - გამოიწვია.

მოხვეჭა - ქონების შეძენა უსამართლო გზით. მონახვეჭი - შეძენილი ან მოპოვებული უსამართლო გზით.

მოხოიშნება - იხ. მეხვაიშნობა.

მოწოწნიკი - სოსისი.

მოჴდომა - თავდავხმა, მოვარდნა.

მპარავი - ქურდი.

მრე - მძლე, მომრევი.

მრთელი - ჯანმრთელი.

მრივსელი - მპარსველი, მკრეჭელი.

მროკავი - მოცეკვავე.

მრჩობლი - წყვილი, ორი.

მსასოებელი - მოიმედე.

მსგეფსი - ერთი კვირა.

მსოფლიო - ამქვეყნიური.

მსტოვარი - მზვერავი, ჯაშუში.

მსხემი - მწირი, უცხო; მსხემყოფა - მწირობა, უცხოობა.

მსხუნავი - მსუსხავი.

მტილი - ბაღი.

მუნებური - იქაური.

მუნთქვესვე - მაშინვე, იმწამსვე.

მფოფინარე - მდუღარე.

მქისე - ხორკლიანი.

მქსინვარე - ძლიერ მქროლავი; სუსხიანი.

მღერა - თამაშობა.

მღილი - ჩრჩილი.

მყვრელი - ძლოკი, ანკარა, გველხოკერა.

მყია - ნაპრალი, ღრე.

მყის - უცბად, მაშინვე.

მცბიერი - ცბიერი.

მცემელი - დამკვრელი (საყვირისა, ფანდურისა და მისთ.).

მძიღვი - მჯიღი, მუშტი.

მძრომი - ქვეწარმავალი, ქვემძრომი.

მძრწოლარე - მოშიშარი, ვინც შიშისაგან კანაკალებს.

მწამლველი - მოგვი, გრძნეული.

მწერტელი - მჩხვლეტელი.

მწვალებელი - ერეტიკოსი, ქრისტიანული ორთოდოქსალური სარწმუნოებიდან გადამდგარი.

მწვანვილი - მწვანე ბალახი.

მწვირე - წუმპე, მყრალი ტლაპო.

მწვლილი - 1. მარცვალი; 2. წვრილი ფული.

მწიკვლი - ჭუჭყი; მწიკვლიანი, მწიკვლევანი - ჭუჭყიანი, ბინძური; უწმინდური.

მწირობა - მსხემობა, მწირად (უცხოდ, სტუმრად) ყოფნა.

მწყაზარი - ლამაზი, მშვენიერი.

მწყევარი - ვინც იწყკვლება.

მწყემსი - გადატ. მღვდელი, საეკლესიო პირი.

მწყობელი - მომღერალთა (მგალობელთა) გუნდის (დასის) წევრი.

მწყობრი - მომღერალთა (მგალობელთა) გუნდი (დასი).

მწყრომი - მომდურავი, მწყრალი.

მწყურნები - ჭყანტობი, წყლიანი ადგილი.

მჭამელი - ჟანგი.

მჭელი - პეშვი, ერთი მუჭა.

მჭირსნედ - ძლიერად, დიდი საჭიროებით.

მჴევალი - ნაყიდი ან ნამზითვი ყმა-ქალი, საერთოდ მსახური ქალი.

მჯიღი - მუშტი.

 

« ნ »

 

ნაანგარევი - სიხარბით ნაშოვნი, მონახვეჭი, ნატაცები.

ნაგვემი - ნაცემი.

ნათხაზი - ნაწნავი, დაწნული.

ნაკრტენი - ბუმბული.

ნარცხი - ნარეცხი.

ნასხამოანი - ასხმული.

ნატყვენავი - ნაალაფევი, ტროფეი.

ნაღვარევი - უწყლო ხევი.

ნაყროვანი - გაუმაძღარი; ნაყროვანება - გაუმაძღრული ჭამა-ყლაპა

ნაწერტი - ნაჩხვლეტი.

ნაწყაროები - წყაროსავით მონადენი.

ნებ - უნებს - უნდა.

ნერწყვა - მიფურთხება; ნანერწყვი - ნაფურთხი.

ნესტვი - ჩასაბერი ინსტრუმენტი - სტვირი, სალამური.

ნეფხვა - ძლიერი ყინვა.

ნიფხავ-პერანგი - საცვლები.

ნიში - სასწაული.

ნიჭი - საბოძვარი.

ნუზლი - საგზალი, სანოვაგე, საჭმელი.

 

« ო »

 

ოლარი - წვრილი და გრძელი ოქროქსოვილის წინსაფარი, რომელსაც გულზე კისრიდან კოჭებამდე იკიდებდნენ საეკლესიო პირები

ომოფორი - ეპისკოპოსთა სამხრე (მხრებზე მოსახვევი).

ორძალი - ორძალიანი საკრავი ინსტრუმენტი; ქნარი.

ორთომელი - დიდი სასმისი.

ოსანნა - ძველი ებრული სიტყვაა - მიმართვა უფალს - "მაღალთა შინა"

ოტება - განოტება

ოფაზი - წმინდა, ბაჯაღლო

ოხჭანი - დასასრული, ბოლო

 

« პ »

 

პალეკარტი - ბერის სამოსელი - გრძელი, ფართო და ნაოჭიანი

პარეხი - გამოქვაბული

პატიჟი - ტანჯვა, სასჯელი

პატარა ლმობა - ტკივილი.

პელაგონი - ზღვა

პეტალი - ილერკო ქარვასავით შექმნილი

კინაკი - ჯამი

პირად-პირადი - ფერად-ფერადი, მრავალფერი

პირ-აშკმა - პირის დაღება; პირაშკმული - პირდაღებული

პირმშო - პირველშობილი

პურის-მტე - თანამესუფრე

პურშავი - პურძვირი, ძუნწი

 

« რ »

 

რაფინდი - დაფნა

რბევა - დარბევა, აწიოკება

რიდე - თავსაბურავი

როკვა - ცეკვა

რონინი - სიარული

რუდუნება - გარჯა, შრომა

რღვნა (წყლისა) - წარღვნა

რცხვა - რეცხვა

 

« ს »

 

სათლი - ვედრო.

საამბორებელი - საკოცნელი

საანჯმნოდ - საჯაროდ, საქვეყნოდ, სახალხოდ

საბლარდნელი - ჩასაცმელი

საბრჴე - მახე

საბურველი - თავსაფარი

საბუხარი - ბეწვის ან თბილი ქსოვილისაგან დამზადებული სამაჯური, მაჯაზე წამოსაცმელი

საგვემელი - რითაც სცემენ, ერთგვარი სატანჯველი

საგრძნობელი - შეგრძნების ორგანო (თვალი, ყური, ენა, ცხვირი, ხელ-ფეხი)

სადაგველი - რკინის იარაღი, რომელსაც სხეულის დასადაღად ხმარობდნენ.

სადრი - მაჰმადიანთა სჯულის თავი.

სადუკეველი - ებრაელთა რელიგიური სექტა; უარყოფდა სულის უკვდავებასა და მკვდართა აღდგომას

სავაჭრებელი - საშოვნელი, შესაძენი

საზრდელი - საჭმელი, საზრდო, საკვები

საკანონო - სასჯელის მაგვარი საზღაური, რითაც შეიძლება ცოდვის გამოსყიდვა

საკიდრობა - საკიდარი, რაც ასაკიდია

სალბუნი - მალამო

სამე - მართლაც, ნამდვილად

სამთელებელი - გამაჯანმრთელებელი, საკურნებელი

სამკვიდრო - მამული და საცხოვრებელი ადგილი

სამროწლე - სანახირე

სამსალა - საწამლავი

სამსჭვალი - ლურსმანი

სამწყურვალო - მოსაწყური

სამჭედური - ანკესი

სანეშტე - ფეხისალაგი

სანიჭარი - საბოძვარი, საჩუქარი

საპოხლად - გასასუქებლად

სარაია - საქათმე.

სარეწავი - ხელფასი

სარვაგი - ანგარიშიანობა, სარფა

სართული - ჭერი, სახურავი

სარკმელი - ფანჯარა.

სასოება - იმედი

სასტიკი - ძლიერი, მკაცრი

სასყიდელი - საფასური

სასძლო - სასუფეველი

საურწყო - რძის ნაწარმი (რძე, ერბო, ყველი და მისთ.)

საქონელი - უძრავი ქონება

საღნიოშო - სიბილწისა და სიბინძურის ადგილი

საყნოსელი - ცხვირი

საყოლელი - მოძრავი ქონება

საცნობელი - ჭკუა-გონება

საძნაური - საძნელო

საწერტელი - ეკალი; საჩხვლეტი.

საწმისი - მატყლი

საჭვირობელი - საჭვრეტელი, საყურებელი

საჭურველი - საომარი იარაღი

საჭურჭლე - საგანძური

სახიობა: სახიობითა ჴმობენ - მღერიან

საჴმილი - ცეცხლსაგზებელი; დიდი ცეცხლი, ხანძარი

საჴმილავი - ღამის ყარაულობის სამსაათიანი ცვლა

სენაკი - ბერის საცხოვრებელი ოთახი

სერი - 1. ვახშამი; სერობა - ვახშმობა 2. ჭრილობის ნასახი

სერობინი - ექვსფრთიანი ანგელოზი

სეფეწული - დიდებულთა ვაჟი, უფლისწული

სიბორგილე - სიგიჟე, სიშმაგე

სიგლისპე - სიანჩხლე, სიკაპასე

სივლტოლა - გაქცევა

სირი - ჩიტი

სიღნიოშე - სიბილწე, სიბინძურე

სიღოდა - უწესური ყოფა-ქცევა; სქესობრივი გარყვნილება

სიყმილი - შიმშილი

სიცბილი - ცბიერება

სიცოფე - სიგიჟე

სკორე - ცხოველთა განავალი

სკუპა - პატარა ქუდი

სმინება - გაგებინება

სნება - ავადმყოფობა, სნეულება; სნებოვანი - სნეული, დასნეულებული

სოდომური ცოდვა - მამათმავლობა

სოფელი - ქვეყანა, წუთისოფელი

სპასპეტი - მხედართმთავარი

სპეტაკი - თეთრი

სრბა - სირბილი

სრვა - სენი მომსრველი, ჭირი; ხოცვა-ჟლეტა

სტავრა - სირმით საქსოვი ფარჩა, ოქროქსოვილი

სტევი - აქლემის მატყლი

სტიხარი - სამღვდელო კვართი (მოსასხამი)

სტომაქი - კუჭი

სულთქმა - ოხვრა-კვნესა, მწუხარება

სქემა - ბერის სამოსელი; აცვია იმ პირს, რომელიც ბერობაში უკიდურეს ასკეტურ ცხოვრებას ეწევა (აქედან: სქემოსანი ბერი)

სხეპლა - ოქროს ან ვერცხლის წვრილი სირმა

 

« ტ »

 

ტაბლა - სუფრა

ტაბასტი - ლოგინი; საწოლი.

ტაკუკი - ღვინის ხელადა

ტალავარი - კარავი

ტალანტი - ვერცხლის ან ოქროს ფული

ტარიგი - კრავი

ტაიჭი - 1. აქლემი. დაკოდილი ცხენი.

ტაჯგენაგი - მათრახი.

ტევა: არა უტეოს - არ მიუშვას; არა უტევებთ - არ უშვებთ

ტვირთვა - დატევა

ტრაპეზი - ბერთა სასადილო, ტაბლა

ტუნტყლი - ჭუჭყი.

ტყება - დიდი მწუხარებისას ხელების თავში რტყმა

ტყველვა - ტაშის შემოკვრა

 

« უ »

 

უამავრობა - უამრავი, ურიცხვი

უაღრესი - საქმით თუ თანამდებობით უფროსი (საპირისპირო ცნებაა უდარესი)

უბანი - ქუჩა, შუკა, მოედანი

უგლიმი - გულქვა, შეუპოვარი

უდარესი - უმცროსი, უმრწემესი

უდები - ზარმაცი, მცონარე; უდებება - სიზარმაცე, მცონარება

უზავებელი - შეუზავებელი

უზაკველი - უბოროტო

უზეშთაესი - უზენაესი, უმაღლესი

უზმა - უჭმელი ;უზმაობა - უჭმელობა

უთმინო - მოუთმენელი

უკერველი - შეუკერველი

უკმორეწყდომა - ცოტა უკან ჩამორჩენა

ულირწველობა - არა-ვნებიანობა

უმაშვნო - უვარგისი, ურგები, დახშული (ჰაერი)

უმკოდოვნესი - უღარიბესი, უღატაკესი. იხ. მკდოვანი

უმრწემესი - უმცროსი

უმსჯავრო - უსამართლო

უმწერტელესი - ძლიერ მჩხლეტავი. იხ. წერტა

უნაყროვნო - არა-მაძღრული. იხ. ნაყროვანი

უნდო - 1. უღირსი, ცუდი. 2. მიუნდობელი

უნებური - არასასურველი

უნჯი - განძი; უძრავი ქონება; უნჯება - განძის (ქონების) შეძენა (დარგოვება)

უოხჭნო - დაუსრულებელი, მარადიული, მუდმივი

უპოვარი - უქონელი; უპოვარება - უქონლობა

უპირატესი - უაღრესი, აღმატებული

ურვა - წუხილი

ურწყული - უდაბნო; ურწყავი ადგილი

უსართულო - უსხლკარო, უთავშესაფრო

უსასო - უიმედო; უსასოება - უიმედობა

უსასყიდლო - უძვირფასესი, ფასდაუდებელი

უსჯულო - არა-ქრისტიანი; მაჰმადიანი

უფალი - ბატონი, მეპატრონე

უღნიოშესი - უფინთესი, უბილწესი, უსაძაგლესი, უბინძურესი

უღონო - უსაშველო; უღონოება - უსაშველობა

უშრეტი - ჩაუქრობელი

უც - უდევს

უცები - უვიცი

უცნობო - უსულო, რასაც ცნობა არა აქვს

უძილი - დაუძინებელი

უწვევარი - დაუპატიჟებელი

უწყალო - შეუბრალებელი

უქადა - აღუთქვა.

უხანოება - ხანმოკლეობა

უხრწნელი - 1. წაუხდენელი, უბიწო . 2. უკვდავი, უბიწო; უხრწნელება - უკვდავება

უჴამური, უჴამრობელი - ფეხშიშველი

უჴმობელი - ხმაამოუღებელი, უხმო, ჩუმი

უჴსარი - გაუხსნელი

 

« ფ »

 

ფარეხი - ცხვრის სადგომი

ფარისეველი - მოჩვენებით საეკლესიო წესების შემსრულებელი, სინამდვილეში კი სრულიად საწინააღმდეგოს მოქმედი

ფარშამანგი - ფარშევანგი

ფარსანგი - 5 კილომეტრი.

ფერეზიკი - დალალი (ვაჭარი, რომელსაც სავაჭრო ქუჩა-ქუჩა დააქვს)

ფეშხუმი - საეკლესიო ჭურჭელი, დაბალ ფეხიანი, იხმარება ბარძიმთან ერთად

ფილონი - სამღვდლო სამოსელი

ფენიქსი - ზღაპურლი ფრინველი; ფენიქსისებრ - ფენიქსივით

ფერ-უმარილი - სახის პუდრი.

ფიჩვი - ბერის შავი მოსასხამი

ფიცხელი - მაგარი

ფლატუნი - ჩამონგრეული, ჩამოზვავებული, ნაყარი (მიწა)

ფლაფნა - ჩიფჩიფი

ფოლი - წვრილი ხურდა ფული

ფორიაქის დაცემა - აკლება, აფორიაქება

ფოფინი - ფართხალი, ფხარკალი

ფრახი - უსირცხვილო

ფრიადი - დიდი, დიდძალი

ფსალმუნი - დავით წინასწარმეტყველის საგალობელთა კრებული, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ფსალმუნება - გალობა

ფუტური - მაშმელი, ფუტურო

ფუცება - ფიცი

ფშვა - სუნნელების დენა

ფხვრა - გლეჯა

 

« ქ »

 

ქადაგი - მქადაგებელი

ქადება - დამუქრება

ქალწულება - უმანკოება, უბიწოება; მეორე სქესთან მიუკარებლობა; ქალწულობის აღთქმის დადება - ქალი ან კაცი, რომელიც უქორწინობის აღთქმას დადებს

ქარტა - ქაღალდი

ქაცვი - ძეძვი, ძეძვის ეკალი

ქედი - კისერი

ქერობინი - უპირველესი და უმაღლესი ჩინის ანგელოზი

ქვაბი - გამოქვაბული

ქვეყანა - მიწა, დედამიწა

ქვე-ჩამოზვლევა - ჩამოზვავება, ჩამონგრევა

ქლამინდი - მეფეთა და სამღვდელო პირთა უსახელო, ფილონის მსგავსი წამოსასხმელი

ქლურცვა - ჩუმად ტირილი.

ქოთება - ღელვა (ზღვისა)

ქორი - 1. მტაცებელი ფრინველი. 2. სართული, ჭერი

 

« ღ »

 

ღადო - ტალღა

ღაწვი - ლოყა

ღირღლოვანი - ოღრო-ჩოღრო, ღელე-ღულიანი

ღოღო - კამეჩის შვილი

ღრჭენა - ღრაჭუნი, კრაჭუნი

 

« ყ »

 

ყაფუზუნა - მაიმუნი

ყაჯირი - ძერა

ყელფანდური - ვიოლინო

ყვიბარი - მომცრო ჭური, ქოცო

ყვრიმალი - ყურის არე

ყიბლანი - კომპასი

ყლინჯი - ჰალსუტხი

ყურდგელი - კურღელი

 

 

 

« შ »

 

შანთი - გახურებული რკინა

შარი - ბამბის ქსოვილი

შარავანდედი - სხივი (მზისა)

შატროვანი - ნაქარგი

შებრუჟებული - ღვინონასვამი, ოდნავ მთვრალი

შეგბობა - მოხარშვა

შეგმანება - სქესობრივი კავშირის დაჭერა

შევრდომა - მუხლებით დაჩოქება; შევრდომილი - მუხლებდაჩოქილი

შეიწრებული - შევიწროებული, გაჭირვებული

შეკდემა - შერცხვენა

შელმობა - იხ. ლმობა

შემთხვევა - შეხვედრა

შემოზღვა - სამაგიეროს გადახდა.

შემსჭვალვა: არა შეამსჭვალავ (=მიაჩერებ, გაუშტერებ) თვალთა

შემუსრვა - დამტვრევა, დალეწვა, დამსხვრევა; შემუსრვილი - დამტვრეული, დალეწილი, გატეხილი

შემწვარი - დამწვარი

შემწვირიანებული - გასვრილი, გაწუმპული, გათხუპნული

შემწიკვლება - გაჭუჭყიანება, გასვრა, ამოთხუპნა; შემწიკვლებული - გაჭუჭყიანებული, გასვრილი, ამოთხუპნული; შუემწიკვლელი - უბიწო, უმწიკვლო

შენაწევრება - შეკავშირება; შენაწევრებული - შეკავშირებული

შენებულობა - შენობა

შერაცხა - ჩათვლა

შესაქმე - დაბადება, შექმნა (ძველი აღთქმის პირველი წიგნი)

შესვენებული - გარდაცვლილი

შეტევა - შეშვება

შეტყუილი - ტყუილი

შეუმწიკვლელი - შემწიკვლება

შეურაცხი - ცუდი, დაწუნებული

შეშთობა - შეპყრობა და მოხრჩობა; დაჩაგვრა; შეშთობილი - მოხრჩობილი, დაჩაგრული

შეწვა - დაწვა

შეჭუვნება - შეწუხება

შეჭურვა - საჭურველის ასხმა, შეიარაღება

შვიდჴერი - შვიდრტოედი; შვიდსანთლიანი შანდალი

შთათხევა - ჩაქცევა, ჩაგდება

შთამოჭრა - ჩამოვარდნა, ჩამოჭრა

შინაგანი კაცი - ადამიანის სული (ბუნება).

შიშთვილი - ჩამოსახრჩობი თოკი; შიშთვილის-ბმა - თავის ჩამოხრჩობა

 

« ჩ »

 

ჩამოჭრა - ჩამოვარდნა; იხ. შთამოჭრა

ჩარყაფი - ქარგა

ჩაფულა - ქალამნის მსგავსი ამოსასხმელი ფეხსაცმელი

ჩაფხუტი - მუზარადი, რკინის ქუდი

ჩინჩვა - სავაჭროზე ფასის დაკლებისთვის ლაპარაკი

ჩოყლაყი - კავალერი.

ჩუკენობა - ჴელით დაცემა, ონანიზმი

 

« ც »

 

ცანდალი - სანდალი, ხის ან ტყავისძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც თავზე თასმებით იმაგრებენ

ცახე - მტვრის უმცირესი ნაწილი, რომელიც ჰაერში მზის შუქზე მოჩანს

ცემა - 1. ტრყმა. 2. დაკვრა. 3. კბენა

ციბა - ლეკვი.

ციცა - კატა

ცინდალი - კატის კნუტი,

ცნობილი - გონზე მყოფი

ცოლ-კეთილი - კეთილცოლიანი

ცოლ-უკეთური - ავი, ანჩხლი ცოლიანი

ცუდ-დიდება, ცუდ-დიდებობა - ამაო დიდება

ცუნდრუკება - მოყვასის მიმართ მალულად ბოროტების ჩადენა

ცქაფი - მატყუარა

ცხებული - კურთხეული

ცხედარი - საწოლი, ტახტი

ცხოველი - ცოცხალი

ცხრო-ჴურვება - ციებ-ცხელება

 

« ძ »

 

ძალი - ნაწლავი

ძალნი ზეცათანი - ზეცისა ძალნი

ძე ადამისი ან ადამის ძე - კაცი, ადამიანი

ძვილ - ძლივს

ძი - კითხვითი ნაწილაკი „თუ“, „აბა თუ“: რა-ძი

ძნიად - ძნელად

ძრცვა - გახდა

ძრწოლა - შიში

 

« წ »

 

წალა - ჩირქი, წუთხი

წამახვა - გალესვა, გამწვეტება

წარბ-მაღლობა - მედიდურობა, ამაყობა

წარგება - წაგება, მიცემა, გაცემა, დახარჯვა

წარგვრა - წართმევა და წაყვანა (ან წაღება)

წარგრაგნა - გადახვევა გრაგნილივით

წართქმა - წარმოეთქვა

წარვლტოლა - გაქცევა

წარმართი - უსჯულო, არაქრისტიანი

წარმდები - მეტიჩარა

წარმოლტოლვილი - გამოქცეული, გადმოხვეწილი

წარმრღვნელი - წამლეკავი

წარპარვა - მოპარვა, გაპარვა

წარპყრობა - გაწვდა, მიშვერა

წარტაცება - გატაცება; წარტაცებული - გატაცებული, წაღებული

წარტყვევნა - დაპყრობა და დარბევა (ქალაქისა)

წარწირვა: წარეწიროს სასოება - იმედი გადაიწყვიტოს

წარხედვა - გახედვა

წარხვმა - წაღება; წარხვმული - წაღებული

წერტა - ჩხვლეტა. იხ. ნაწერტი, საწერტელი, უმწერტელესი

წეს: შენ გიწესს - გიძახის, გიწვევს

წელვა - ჭრილობის მიყენება, დაკოდვა

წველი - ჩალა

წვიმებული - ნაწვიმარი, მოწვიმული

წვლილადი - წმინდა (ნაქსოვი)

წვრთა - სწავლა, მეცადინეობა, ვარჯიში

წიაღსლვა - წყალს გაღმა გასვლა

წილჴდომილი - წილში ნარგები

წინადაცვეთა, წინადაცვეთილება - მეტკვეთილება. ებრაელთა რელიგიური ჩვეულება: მამრობითი სქესის ახალდაბადებულ ბავშვს მერვე დღეზე აჭრიან სასქესო ასოს წინა კანს. ეს ჩვეულება გავრცელებულია მაჰმადიანებშიც.

წიწვა - რცხვენა

წუთხი - სისხლნარევი ჩირქი

წუმწუბა - გოგირდი

წყლტუ - უთმო

 

« ჭ »

 

ჭახრაკი - საწნეხი, რომლითაც ხდიან ზეთს

ჭიჭნაური - აბრეშუმი

ჭიტლაყი  - პანღური; წიხლი

ჭმახე - შეძმარებული (ღვინო)

ჭრელებული - ჭრელ-ჭრელი, აჭრელებული

ჭოჭი - ჭაობიანი ადგილი.

 

« ხ »

 

ხადა, ხადილი: მამად ვჰხადით (ვუწოდებთ) ღმერთს

ხაბაზი - პურის მცხობელი.

ხადუმი - საჭურისი მსახური.

ხალენი - მღვდელთა და ბერთა სამოსელი, მაზარა

ხამი - ხამი აბრეშუმი, ყაჭი

ხარატული - მოჩუქურთმებული

ხარისხი - საფეხური (კიბისა)

ხარჭა - ხასა, საყვარელი

ხელი - გიჟი, შმაგი

ხვასტაგი - ოთხფეხი საქონელი

ხვინჭკა - კენჭზე პატარა ქვა.

ხოლაზნა - სამართებლის ქვა

ხორგი - მდინარეში მოცურავე ყინვის ნახეთქი

ხორშაკი - სიცხე-პაპანაქება

ხოჭიჭი - აკვანი

ხრტიალი - ხრიალი (მომაკვდავისა)

 

- ჴ -

 

ჴამლი - ფეხსაცმელი

ჴდომა - მივარდნა, თავდასხმა

ჴელარგნოსანი - ხელჯოხიანი, მანდატური

ჴელის აღპყრობა - დახმარება, შემწეობა

ჴელქვეშე - ხელქვეითი, ქვეშევრდომი

ჴვებული - მოკლებული

ჴვედნა - დაჩაგვრა

ჴუმილი - ყარაული, დარაჯი, მცველი

ჴურთი - წკეპლების კონა

ჴშული - დახშული, დაკეტილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ