მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 201 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩიტთა უქმეა. გუდამაყარში არ მუშაობენ, უქმობენ.

მთიული დედაკაცები ჩუმად გადმოიპარნენ მთაზე, გუდამაყრელების ადგილში დასხდნენ და დაიწყეს წინდების ქსოვა.

- ეგ რაღას ნიშნავს?

- ჩიტთა დღე როცა არის, უქმეს ინახავენ გუდამაყრელები, რომ ჩიტებმა ყანები არ გაუკენკონ.

- მთიულები რომ გადმოიპარნენ?

- ეგენი იმიტომ ჰქსოვენ გუდამაყრელების ადგილში წინდებს, რომ ნათქვამია: ვისიც დანა, იმის ნანაო.

- ვერ გავიგე?

- ვის ადგილშიც უქმე დღეს იმუშავებ იმას ეთვლება უქმის გატეხად.

- ესე იგი შენს წიგნში უნდა გაკენკონ ჩიტებმა ქანა, არა?

- ხო, თუ ვერ გაუგეს გუდამაყრელებმა.

- აბა წაიკითხე

...გუდამაყრელები ჩუმად წამოეპარნენ, გათოკეს და სოფელში წაიყვანეს მთიულები. მთელი დღე პური არ აჭამეს, არც წყალი დაალევინეს. საღამოს აადუღეს ფაფა, მთიული დედაკაცები გარეთ დააყენეს და ისე ჩაატარეს ჩიტთა ფაფაობა.

- გუდამაყრელო, რას აკეთებ? - ეძახის წინასწარ დარიგებული მშიერი მთიული გარედან.

- ჩიტთა ფაფასა! - გამოსძახის სახლიდან.

- მე კი არ მაჭმევა?

- გაჭმევ მრავალსა.

- ჩემი ჯამი სადა დგას?

- ზემო კერასა.

- მერე შიგნიდან გამოსძახის გუდამაყრელი:

- ჩიტნი ვის ყანასა ჰკენკენ?

მთიულს მეტი გზა აღარა აქვს და იძახის:

- მთიულებისასა.

- გუდამაყრელი გამოეგებება, მთიულს სახლში შეიყვანს და ფაფიან ჯამს დაუდგამს წინ.

- შენს წიგნში ახლა მწიფე ყანებია, თუ?

- არა, ჯერ ჯეჯილია.

- კარგი ყანა მოდის?

- გააჩნია ამინდს. თუ კარგი დრო დაუდგა და ჯაჯილი არ დასეტყვა, მე მგონი კარგი ყანა უნდა მოვიდეს.

- შენი წიგნების ყდებში ნადირი იცის?

- კი, ბევრი.

- დათვი არის?

- არის. იცი რა ლამაზი წიგნია? ხან ყვითელი ყდები აქვს, ხან თეთრი, ხან ათასნაირი ყვავილებით მოხატული. ზოგჯერ ცხვრის ფარები ხატია ზედ. ძოგჯერ კიდევ თეთრი ნისლები.

- შიგნით სულ ეგეთი მოთხრობები სწერია?

- ზოგჯერ ისეთ რამეს ვკითხულობ შიგ, თვეობით გაოგნებული დავდივარ, მეშინია მოთხრობებმა არ გამაგიჟონ.

- შენც ნუ წაიკითხავ.

- ეს ისეთი წიგნია, მანამ ცოცხალი ვარ, არც დაკეცვა შეიძლება და არც წაკითხვა-არწაკითხვაა არის ჩემი ნება.

- მაშ ვისი ნება არის?

- მოთხრობების. წამოდგება რომელიმე და ისეთი თვალებით მომაშტერდება, არ შემიძლია წაუკითხავი გავუშვა.

ყდიდან ყდამდე ამოვა და ჩავა მზე, ამოვა და ჩავა. დადიან, დაალაჯუნებენ მოთხრობები შიგნით...

- მე მეშინია, მართლა არ გავგიჟდე.

- მგონი უკვე...

- არა, ჯერ არა. იცი, ხშირად რას ვნატრობ?

- რას?

- მე რომ ისეთი დიდი ვიყვე... მართლა რომ ისე დიდი ვიყვე... ღმერთმა რომ თავის ძალა მომცეს, რას ვიზამ იცი?

- რას?

- ავიყვანდი და ხელისგულზე დავისვამდი მიწას.

- რატომ?!

- ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ