მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 223 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(სურათი სოფლის ცხოვრებისა)

 

შუაღამეა. ბადრი მთვარე თავისს მიერ გაკაშკაშებულს ქვეყანას დუმილით გადმოსცქერის და თითქო იმის მყუდროებით თითონაც ერთს ალაგს გაჩერებულა და გარინდებულა. თვალგადუწვდენელი დოღლაურის მინდორი თავისის შემოსილის ყანებით ოქროს ზღვასავით ჰღელავს და ოდნავ სისინებს მინდვრის განუყრელს მეგობარ  ნიავ-ქარზედ.

მინდორში ალაგ-ალაგ ჩაწვენილა, ჩამკულა ყანები და მოცალიერებულა ნაწვერლები. ხმაურობა, კაცის სიცოცხლის ნიშანი, არსაით მოისმის, მხოლოდ შუა მინდორზედ ბუზივით შავად მოსჩანს საძნე ურემი. ამ ურემს ჩუმად, უსიტყვოდ ბულულს უდებენ თედო წიწვიანი და იმისი პატარა ძმა სარდო. აი ურემი თავამდის აივსო, პური ჭალებს ზემოთ თუნდ ერთს ადლზედ ავიდა და თედო მაინც აწვდის ბულულს პატარა სარდოს.

ბიჭო, კმარა, აღარ გაჩერდები! როგორ უნდა ზიდონ ამოდენა ბულული ამ ოხერმა ხარებმა, - ნამძინარევის ხმით წაიბუზღუნა მაღლა ურემზედ პატარა ბიჭმა.

- ჰოდა! დასწყევლოს ღმერთმა, ფიქრებში გავერთე და ეს კი აღარ მომაგონდა, რომ დღეს კალოში გვებნენ და ფეხებს ძლივას დაათრევენ; შენც კი ძაან გეძინება, აი! მოდი, ბიჭო, საბლით დაგაკრავ ბულულზედ და დაიძინე შენთვის რბილად, კარგა გზა გვაქვს გასავლელი და ლაზათიანად გამოცხვები, - ალერსით უთხრა თედომ თავისს ძმას, თითქო იმის ბოდიშის მოსახდელად, რომ ასე დააგვიანა საწყალი ბავშვი მინდვრად.

მერე მარდად შეახტა კოფოს, მადიანად გადაჰკრა სახრე ჯაგლაგს ხარებს, პირჯვარი გადიწერა და შეხედა მთვარეს. დიდხანს უყურებდა თედო მთვარეს, დიდხანს მიდიოდა გაჩუმებული ურემი თავისის მეურმით და მინდვრის სიჩუმე არაფრით ირღვეოდა. მხოლოდ ფიქრები, შავი და ბნელი ფიქრები შავადა და ბნელადვე დასტრიალებდა თედოს თავს ამ გაკაშკაშებულს მთვარის შუქზედ და მოსვენებას არ აძლევდა იმის გონებას.

„შემოდგომაზედ მამას წირვა უნდა გადვუხადო; ხუთი თუმანი პირს არ მომწმენდს და მოსავალი იქნება იმდენიც არ მომივიდეს, რომ წლის სარჩოდ მიმყვეს. ჩემი დაქორწინება უნდა კიდევ საკვლავოდ გადავდო. ღმერთმა დასწყევლოს გლეხკაცის ბედი და იღბალი! აგერ ოცდარვა წლის კაცი ვარ და უდედაკაცოდ უნდა გამოვღამდე...

ი წყეული საქონლის ჭირი საიდანღა გამოგვიტყვრა! რაც რამ მოცადი გამაჩნდა, სულ გამიწყვიტა; ი მოზვერია და ისე ტყუილა-უბრალოდ მიცდება; თუ ცალი არ ვუყიდე, ერთი უღელით რა თავში ქვა უნდა ვიხალო... ვიყიდო?! მე ვიცი, ერთს ორმოცს კოდს ქერს გავიმეტებ და იმითი ვიყიდი; ნეტა ღალას აუხდეს და თესლად შევინახო, თორემ სხვას კიდევ ჯანი გავარდეს. მღვდელი, დალაქი, მეველე, ფოსტის ფული!.. ეჰ!

„საწყალი უსინათლო დედაჩემი კი დღე და ღამ სულ იმას შემომტირის, ბიჭო, ცოლი შეირთეო, სახლი ნუ გააოხრეო, ხომ ჰხედავ, ღმერთმა მიღალატა, თვალის ჩინი წამართვაო; ან როგორ დაგიკერო, ან როგორ გამოგიცხო, ცოლი მოიყვა, ცოლიო!

ცოლი... მე კი არ მინდა ცოლი! ჩვენებიანთ სოსე ორის წლით ჩემზედ პაწია არის და აგერ ორი წლის ბიჭი უჭირავს იმის ეფროს ხელში. მერე რა ბიჭია და ი ოჯახდაქცეული! სუ დედაა პირიდან წავარდნილი, დედა! ცოლი, სხვა რო არა იყოს რა, ლოგინს მაინც გამიშლის... მერე დაღალულ-დაქანცული რა ბატონივით გავგორდებოდი ყურთუკის სართუმალზედ!“ აქ თედოს პირს ღიმილი გადაეკრა, ჩვეულებრივ სევდიანს ურმულს ოდნავ მხიარული კილო მიეცა და ჩაძინებულს ხარებს სახრე გაულაწუნა: „ათუ, დალაბრავ, ათუ!“ და ტკბილად ჩაარაკრაკა:

აი, მთვარეო, მთვარეო! ლამაზ ქალს მომაპარეო,

გათენებამდე მამყოფე, გათენდეს, გამაპარეო.

მერე რა გოგოა ი წყეული კურდღელაანთ პელო და! იმათ კარზედ რომ ჩავივლი, ცალი თვალით გადმომხედავს, ვითომ მიყურებს კიდეც და არც კი მიყურებს. შემოდგომაზე ჩვენებიანთს ქორწილში გამოვეთამაშე, მთელი ერთი საათი დავ ტრიალებდით ერთმანეთს და კი აღარ გვინდოდა გაგვეთავებინა ი ოხერი, აი!

ნეტა ღმერთმა კი შემაძლებინოს და, მე მგონი, გოგო უარზედ არ დადგება... აქ თედომ დიდ მნიშვნელობით ჩაიცინა და ერთი კიდევ გადაჰკრა თავისს „დალაბრას“, - მაგრამ რითი? ტყუილად ვედები ღობე-ყორეს. სახლი რა არის, სახლი, ისიც კი არ მაბადია, მე უბედურს. ორს ადლს ბნელს ბოსელში ვტენივართ ჩვენცა და ჩვენი უღელი ხარიც. რაც თვალი ამიხელია წუთისოფელში.

ცოლი... ცოლს დიდი ცომი უნდა და მე ვაგლახს, სხვა რომ არა იყოს რა, ჯერ მამა მყავს დასამარხი, წლის წირვა უნდა გადვუხადო, ხუთი კოკა ღვინო მომინდება, ახლა ცხვარი, ბრინჯი... აი დაიქცეს და დაიღუპოს ჩვენის გაჩენის დღე და საათი, ჰოდა, აგრე! ათასს ხარჯს უნდა მოუნდე და თავად მე კი ასე ოხრად, დაუბანს, დაურეცხელს, მარტოდმარტოს უნდა ამომხდეს სული.

იქნება შემოდგომაზედ პელოც გაათხოვონ... ეჰ, ღმერთო! ამოიოხრა თედომ, ცრემლმორეულის თვალებით შეჰხედა მთვარეს და სასოწარკვეთილებით თავი გაიქნია. არა, ყოვლისა მოწყალეო, არა, ნუ მიზამ ამ საქმეს, ნუ წამართმევ ამ ერთადერთ სანუგეშებელს.

ამასობაში თედო სოფელში მოსულიყო კიდეც და პატარა ხანს უკან საძნე ურემი თავისს კარებზედ გააჩერა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ