მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 218 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(რომანსი)

 

რიჟრაჟია. მზის ბრწყინვალე სხივებს ოდნავ ამოუყვიათ თავები შორეული მთების ზოლიდან და ალისფერი პირბადე გადაუფარებიათ არემარესთვის. პირბადის ქვეშიდან, უმანკო პატარძალივით, მკრთალად გამოსჭვივის ტურფა სურათი გაზაფხულისა და კაცის გულს სიტკბოებით და სინაზით ავსებს, გონებას აოცნებებს, სიცოცხლეს ასულდგმულებს.

დილის ნიავქარი ოდნავ არხევს სურნელოვანებით შეზავებულ ჰაერს და ხის ფოთოლნი ამ რხევაზე ჰარმონიულად ბიბინ-შრიალებენ, ანკარა ჩახრიალა ღუღუნ-ჩუხჩუხებს და მის გარშემო ატეხილი ვარდნარზე ბულბული უშტვენს დაბლა, დაბლა, განაბული ხმით, თითქოს ეშინია, რომ ბუნების მშვენიერი გამოღვიძება მეტის ხმაურობით არ დაარღვიოს, სინაზე და ლმობიერების ჰანგი არ შეუშალოს... აი, შორიდან მოისმა წყნარი, გულსაკლავი, მკვნესავი სალამურიც!..

აივანზე დგას გადაყუდებული თექვსმეტის წლის განო და გადაჰყურებს ამ თავისავით უმანკო, მშვენიერ სურათს; მის თეთრ მსუბუქს კაბას ვარდის ნიავი არხევს ფურცელივით, მის პირისახეს მზის მკრთალი სხივი აელვარებს, ნათელს აფრქვევს, მზის სხივებით განათებული წაბლისფერი თმა ოქროს რკალივით გარს შემორტყმია იმის კეკლუცს თავს; წყნარი, სანეტარო ტკბილი ღიმილი ოდნავ უპობს ვარდის ფერ ბაგეს პატარა განოს.

რას გაუღვიძებია ასე ადრიან ეს ტურფა ბალღი? ვის უღიმის ამისი ბაგე? რას ჩაუფიქრებია ამისი ნაზი ჟუჟუნა თვალები? რადა ჰგრძნობს მარტო დღეს ასე სავსებით ამ ბუნების მშვენიერებას? რად არის ასე გაორკეცებული ამისი ყნოსვა ვარდის შესახებ, რად ეუბნება იმისი პატარა გული ასე კარგად ბანს ბულბულის სტვენას, წყაროს ჩხრიალს, ნიავის თრთოლვას?

მაისის ბრწყინვალე მზემ, მისმა ძალოვანმა თბილმა სხივმა განოს გულის სიღრმემდისაც მიაღწია. ჩაანათა, გაათბო და იქ ააღორძინა, დააკოკრა და ააყვავა ის ტკბილი, უკვდავი სამოთხის ვარდი, რომელსაც სიყვარულს, ნეტარებას ეძახიან.

განოს უყვარს, განო ეტრფის. წუხელ მთვარის შუქზედ, ამ მიჯნურობის აუცილებელ მოწმის შუქზე, განომ პირველად იგრძნო, რომ მისი გული თანაუგრძნობს იმ ყმაწვილის გულს, რომ მისი სული იმის სულს თავს დასტრიალებს და მისი გონება ამაზე კარგს ვერასა ჰპოვებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ