მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 652 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ერთი ურჩი ვირი, თივას და შვრიას კარგად გეახლებოდათ, მაგრამ პატრონი რომ ურიკაში შეაბამდა, მიასობდა ფეხს და ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებდა, მოსძულდა პატრონს მუდამდღე სახედრის პატივი და ურჩობა, ჰკრა ერთ დღეს წიხლი და გააგდო.

სანამ მინდორში ბალახი და ტყეში ფოთოლი იყო, ვირს თავი როგორღაც გაჰქონდა, მაგრამ როცა დათოვა და გაყინა, რაღა ექნა ?

დაღუნა თავი, შიმშილით გაძვალტყავებული და სიცივით აკანკალებული მიადგა პატრონს და საბრალოდ აყროყინდა.

პატრონმა იფიქრა, ჭკუა უსწავლიაო, შეუშვა თავლაში, თივა ქერი დაუყარა. ერთხანს, სანამ ის გასაჭირი ახსოვდა და მჭლედ იყო, ჭაპანსაც ეწეოდა, მაგრამ როცა კვლავ გასუქდა, ისევ დაიურჩა.

- შენ შენსას არ იშლიო! - გაბრაზდა პატრონი, მაგრამ რა გაბრაზდა.

- ჩემმა თვალებმა არ დაგინახოსო! - დურთა წიხლი და გააგდო.

შუა ზამთარია, ვირი კი არა, გარეთ ძაღლი არ გაიგდება, აქეთ იარა, იქით იარა, ბოლოს მაინც პატრონს მიადგა.

- აა, შენ ის ვირი არა ხარ! აქაურობას გაეცალე, თუ არ გინდა, ტყავი გაგაძროო.

იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა და ზებრას გადაეყარა. დახატული სახედარი ეგონა, იფიქრა, ასეთი ზოლები რომ მქონდეს, პატრონი ვეღარ მიცნობს და თავლაში შემიშვებსო.

იშოვა მუქი ლურჯი საღებავი, მოიხატა ტანი და დაბრუნდა უკან, მიადგა ჭიშკარს და აბაკუნა. ხმას არ იღებს, არ მიცნონო.

გამოიხედეს გარეთ, გაუხარდათ, ეს ზებრა აქ საიდან გაჩნდაო. გაუღეს თავლა, დაუყარეს თივა და ქერი. გასუქდა ისევ მოხატული ვირი, რა ჯობია მის ყურებას!

- ჭამა-სმა ჩვენი სახედარივით გყვარებია. აბა, ვნახოთ, როგორი მშრომელი ხარო, და შეაბეს ურიკაში.

ამ მართლა ვირს, კვლავ დავიწყებოდა, რა უბედურებაც გადახდა, სანამ ცარიელ ურემს მიახრიგინებდა, კიდევ ჰო, და ტვირთი რომ დაუდეს, ფეხი ისევ არ მიასო!

- აა, შენ ტყავი გადაგიღებავს, თორემ რა ვირიც იყავი, ის ვირი დარჩენილხარო! - იცნო პატრონმა და გააგდო.

ტყე-ღრე წოწიალში მგელს გადაეყარა და მგელი რა სეირსაც დააყრიდა, კარგად მოგეხსენებათ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ