მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 301 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- კეკე, მითხარი, გეთაყვა, საიდან მოდის ნამი? ჰკითხა კოტემ თავისს უფროსს დას.

- ნამი ზეციდან ცვივა, უთხრა კეკემ. 

კოტე მიუბრუნდა მამას და ჰკითხა: ნამი მართლა ზეციდან ცვივა, მამილო?

მამას გაეცინა.

- არა, შვილო, ტყუილია. ნამი აი როგორ ჩნდება. დღისით, როცა თბილა, მიწიდან და მცენარეებიდან ჰაერში ბლომად ორთქლი ადის. თუ ღამით ბევრად უფრო ცივა, ვიდრე დღისით, მაშინ ხეები და სხვა მცენარეები ბევრს სითბოს ჰკარგავს და ცივდება; ჰაერი კი ამ დროს უფრო თბილია. როცა ჰაერი ამ გვარ ცივ საგნებს შეეხება, ცივდება და იმაში მყოფი ორთქლი იკუმშება, წყლის ცვარად გადაიქცევა და ეს ცვარი ამ ცივ საგნებზე დაედება. მაგრამ ყველა საგანი ღამე თანაბრად არ ცივდება. ბალახი, მიწა, ქვიშა ღამით ბევრ სითბოს ჰკარგავს და ამიტომ ნამით შეიფინება ხოლმე.

ბამბა, მატყლი და მეტადრე ლითონი ბევრად უფრო ნაკლებად ცივდება და ამიტომ ამ საგნებზე დილ-დილობით ნამი ან სულ არ არის, ან  ძალიან ცოტაა. 

რასაკვირველია, რაც უფრო ბევრი ორთქლი ურევია ჰაერში, იმდენად უფრო ხშირი ნამი ჩნდება; სადაც ჰაერი ორთქლით ღარიბია, იქ თხელი ნამი იცის. ამიტომ ზღვის მახლობლად ხშირი ნამი ჩნდება; ზღვის მო შორებით კი თხელი.

უბრალო მაგალითით ადვილია ნამის გაჩენის ახსნა: ზამთარში რომ ჭიქა ყინულით აავსო და თბილ ოთახში შეიტანო, ჭიქას მაშინვე "ოფლს დაახამს". საიდგან გაჩნდა ეს ოფლი? იქიდან, რომ ჭიქამ გააცივა ჰაერი, რომელიც მის ცივ გვერდებს გარშემო ეხვია; ამ ჰაერის ორთქლი შეიკუმშა, ნამად გადაიქცა და ეს ნამი ჭიქაზე გაჩნდა. 

მეორე მაგალითი: ზამთარში ფანჯრის მინებს შიგნიდან "ოფლს დაასხამს" ხოლმე. საიდან ჩნდება ეს ოფლი? ოთახის თბილ ჰაერში ბევრი ორთქლი ურევია; ეს ორთქლი ზოგი ადამიანის სუნთქვას ამოყვება, ზოგი მდუღარე ქვაბიდან, სამოვრიდან ადის და სახლის ჰაერში ერევა. ფანჯრების ცივ მინებს რომ ჰაერი ეხება, ცივდება, იკუმშება, ორთქლის ნაწილები ერთმანეთს უახლოვდება, ერთმანეთს უერთდება, ცვარად იქცევა და ფანჯარაზე ედება. გარეთა ჰაერის ორთქლიც სწორედ ამ სახითვე გადაიქცევა ხოლმე ნამად ცივი მცენარეებისგან და მიწისაგან.

- მაშ, თუ აგრეა, რატომ ყოველ დილით არ ვხედავთ ნამს ? - ჰკითხა კეკემ თავისს მამას.

- ეგ იმიტომ, შვილო, რომ ყოველ ღამე ერთნაირად არ ცივა; ზაფხულის ღამეში ნამი მხოლოდ მაშინ გაჩნდება ხოლმე, როცა დღისით ძლიერ თბილა და ღამით კი მეტად გრილა.

– ზოგჯერ თბილი დღის შემდეგ ღამე ძალიან გრილი ქარი ქრის, მაგრამ მეორე დილით ჩვენ ნამს ვერ ვხედავთ

- ეს რისგან ხდება? ჰკითხა მამას სანდრომ. 

- ეს სწორედ შეგინიშნავს, უთხრა მამამ: მართალია. თუ რომ ღამე ღონიერი ქარი ქრის, ნამი არ ჩნდება. აქედან ჩანს, რომ ქარი უშლის ნამის გაჩენას. როგორ და რა გზით? ქარი ცივ საგნებთან ერთსა და იმავე ჰაერს ერთს წამსაც არ აყოვნებსს, განუწყვეტლივ სხვადასხვა ჰაერი მოაქვს; ხეებისა და ბალახების გარშემო ამისთანა ამინდში ჰაერი მუდამ იცვლება და ახლდება. ამიტომ ეს ცივი საგნები ვერ ასწრებს, რომ ჰაერი გააციოს და მასში მყოფი ორთქლი ნამად გადააქციოს.

აი რის გამო ხდება, რომ ქარიანის ღამის შემდეგ ნამი არ ჩნდება ხოლმე. ნამი ჩნდება მხოლოდ დაწყნარებული ამინდის დროსა.

- მამა, ხან დაწყნარებული ღამე ყოფილა, მაგრამ მეორე დილით კი ნამი არ მინახავს! წამოიძახა კეკემ. 

- ჰო, შვილო, ეგეც მოხდება ხოლმე, თუ ჩუმ ღამეში ცას ღრუბელი ახვევია, მაშინ ნამი არ ჩნდება.

- რატომ, მამილო? ალერსით ჰკითხა ისევ კეკემ.

- იმიტომ, შვილო, რომ ღრუბელი მიწის სითბოს ზევით არა უშვებს, ისევ უკანვე აბრუნებს და ამის გამო ღრუბლიან ღამეს თბილა. ამ დროს საკმაოდ არ ცივდება არც ხეები, არც ბალახი და არც სხვა საგნები; ამიტომაც ჰაერსაც სითბო არ აკლდება და ნამიც ამის გამო არ ჩნდება, როცა მოწმენდილი ღამეა, მაშინ მიწის სითბო მაღლა ცაში ადის, იქ იფანტება და უკან აღარ ბრუნდება. ამ დროს მიწა ბევრს სითბოს ჰკარგავს, ცივდება და ნამიც იმიტომ გაჩნდება ხოლმე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ