მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 245 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიმინდი, როგორც უკვე იცით, ბევრად ნაკლებია ხორბლის პურზე გემოთი და ნოყიერებით. მიუხედავად ამისა, საქართველოში სიმინდის მოყვანა უფრო გავრცელებულია, ვიდრე ხორბლის; მეტადრე დასავლეთ საქართველოში. რა არის ამისი მიზეზი?

სიმინდი ბევრად უფრო ხელსაყრელი მცენარეა, ვიდრე ხორბალი. იგი იმ სიმაღლე იზრდება, რომ ცხენიან კაცს დამალავს. ხორბალი იკეთებს ერთს პატარა თავთავსა, სიმინდი კი ისხამს რამდენიმე მოზრდილ ტაროს. ერთ კოდ ხორბალს ძლივს მოჰყავს ათი-თხუთმეტი კოდი ხორბალი, სიმინდი კი მხვნელ-მთესველს თითო კოდზე ორმოც კოდზე მეტ სიმინდს აძლევს.

სიმინდი ამ ვეებერთელა მოსავალს იძლევა ხუთი თვის განმავლობაში, ძველ-თესლის დამწიფებისთვის კი საჭიროა ათი თვე.

თავისი უხვი მოსავლით სიმინდი ბევრგვარ სიკეთეს აძლევს მომყვანს. სიმინდის ფქვილიდან გამომცხვარი მჭადით პურს ანაცვლებენ. ცეცხლზე შემწვარი ნედლი ტაროები, გემრიელი და შემრგო საჭმელია. გამხმარ ტაროებს ხარშავენ მდუღარე წყალში და დამარილებულს მიირთმევენ.

ამის გარდა, სიმინდის მარცვლებიდან აკეთებენ კარგ სახამებელს და ხდიან მაგარ სასმელებს - არაყს და სპირტს, ისევე, როგორც ხორბლისაგან. სიმინდის მარცვლები ცხენისათვის, ღორისათვის და შინაური ფრინველებისათვის ჩინებული საკვებია და ძლიერ ასუქებს მათ. ზამთრობით, სიმინდის ფუჩეჩით გლეხები სოფლად შინაურ საქონელს კვებავენ.

ტანით სიმინდი სრულიად არა ჰგავს ხორბალს. სიმინდს მაგარს ფესვებზე ამოსდის ბრტყელი, მსხვილი და მაღალი ღერო, რომელსაც ლერწამივით მუხლები აქვს. მუხლებთან ისხამს გრძელ და ვიწრო ფოთლებს, ძირს დაშვებულს და ნამგალივით მოკაუჭებულს. ფოთლების ძირში ამოდის ტაროები, რომელსაც გარს ფუჩეჩი აკრავს. ფოთლებს ზევით სიმინდს ასხია ლამაზი ქოჩოჩი, რომელიც შესდგება თავთავისაგან და რომელსაც გურულად კატარი ჰქვია. ეს თავთავები, მარცვლების მაგივრად სათესლე ფერფლს იკეთებენ; ეს ფერფლი ცვივა ქვევით, ჩადის ტაროში და მასში ჩასახავს მარცვლებს, რომლებიც მწკრივ-მწკრივად იზრდებიან და შეადგენენ მარცვლოვანს ტაროს.

რა გზით ჩადის სათესლე ფერფლი ტაროში? მარცვლებს შუა ამოდის გრძელი ბეწვები, ადის ზემოთ და გადმოეფინება ტაროს. ამას ჰქვიან ფოჩვი, ზოგნი კი ულვაშს ეძახიან, აი ამ ულვაშებზე ჩაცოცდება სათესლე ფერფლი და აჩენს მარცვალს.

სიმინდს თესენ გაზაფხულის დამდეგს, აპრილის თვეში. დაფარცხვის შემდეგ სიმინდი ამოდის ორი კვირის შემდეგ. ერთი თვის ამოსულ სიმინდს თოხნიან და აშორებენ ბალახებს, რომ სიმინდს კვებაში არ შეეცილონ და მზეც არ დაუჩრდილონ. გათოხნის შემდეგ სიმინდს რწყავენ. სიმინდს გათოხნა და მორწყვა ქართლ-კახეთში სამჯერ უნდა. იმერნი კი არა რწყავენ არც სიმინდს, არც ხორბალს და არც ღომს, რადგანაც იქაური ჰაერი ნამიანია და მიწაც ნესტიანი.

სიმინდი სრულიად ხმება ენკენისთვეში და მაშინვე სჭრიან ნამგლებით. მოჭრილი სიმინდი, კონებად შეკრული, სახლში  ურმებით მიაქვთ და იქ ჰყრიან კალოზე. მთელი სახლობა მიადგება ხოლმე სიმინდს და არჩევს: ფუჩეჩს და ტაროებს ერთმანეთს აშორებენ, ფუჩეჩს ცალკე აგროვებენ და ტაროებს კიდევ ცალკე. გაათავებენ თუ არა გარჩევას, ფუჩეჩს ინახავენ საბძელში, ან ზვინებად დგამენ მაღალ ხეებზე, სადაც საქონელი ვერ შეწვდება. ტაროებს ჰყრიან ძარში, რომელსაც გურულად ნალია ჰქვიან. როცა მჭადის გამოცხობა მოუნდებათ, ტაროებს ჩამოჰყრიან ძარიდან და ბეგვავენ დიდი ჯოხებით, ვიდრე მარცვლებს სავსებით არ მოაშორებენ ნაქუჩს, ანუ ნაგულას. მერე მარცვლები მიაქვთ წისქვილში, ფქვავენ, მოაქვთ შინ და აცხობენ მჭადს თორნესა და კეცებში.

სიმინდი საქართველოში ორგვარია: ჩვენებური და ამერიკული. ჩვენებური სიმინდი წვრილია და დაბალი ტანის; ამერიკულს სიმინდს კი მსხვილი და მაღალი ტანი აქვს. ჩვენებური სიმინდი იბამს ორ-სამ პატარა ტაროა, ამერიკული კი ექვს-შვიდ დიდს ტაროს. ჩვენებურ სიმინდს დღიურზე მოჰყავს სამოც კოდამდე სიმინდი, ამერიკული სიმინდი კი დღიურზე აჭარბებს ორას კოდს.

სამაგიეროდ, ჩვენებური სიმინდი ბევრად უფრო გემრიელი და ნოყიერია, ვიდრე ამერიკული. ამის გამო ჩვენებურის სიმინდის მჭადს პურის ნაცვლად მოიხმარენ გლეხები, ამერიკულს სიმინდს კი, უმეტესწილად საქონელს აჭმევენ და ასუქებენ. ამერიკულ სიმინდს უყვარს ნოტიო ადგილი; ამიტომ ვერ ხეირობს ქართლ-კახეთში და იქ არც ითესება; დასავლეთ საქართველოში კი ამერიკულის სიმინდის თესვა გავრცელებულია და დიდს მოსავალსაც იძლევა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ