მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 239 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შაქრის ლერწამს იმიტომ ეძახიან, რომ იმის წვენიდან შაქარს აკეთებენ. ძლიერ ჰგავს ჩვენს უბრალო ლერწამს: მასავით ბევრი მუხლები აქვს, მასავით ჭაობი ადგილი უყვარს; ამიტომ ჭაობიან და სველს ადგილებში რგავენ.

შაქრის ლერწამი იზრდება ორი ადლის სიმაღლეზე (დაახლოებით ორი მეტრი), ზედ ასხია გრძელი ვიწრო ფოთლები, თეთრი ზოლებით აჭრელებული, თავზე აბია გრძელი ცოცხივით თავთავი, რომელზედაც აბრეშუმის მსგავსი ფოჩი ჰკიდია. შაქრის ლერწმით დათესილი მინდორი აყვავების დროს მშვენიერი სანახავია, მეტადრე როცა ოქროს ფერს ღეროებს ქარი არხევს და ვერცხლივით თეთრ თავთავებს აფრიალებს.

შაქრის ლერწამი დარგვით მოჰყავთ. მოხნულს მიწას ფარცხავენ, შემდეგ ახლო-ახლო კვალავენ, კვლების ჩაყოლებაზე ლერწმის პატარა ყლორტებს სიგრძეზე ფლავენ და მიწას აყრიან. ორს კვირას შემდეგ ლერწმის ყველა მუხლიდან ამოჰყოფს ხოლმე თავს პატარა ყლორტი.

ლერწამს თოთხმეტ თვეზე მეტი უნდა, რომ მოსავალი მოიყვანოს. ერთხელ დარგვა რამდენიმე წელს კმარა, იმიტომ რომ მოჭრილი ლერწმის ფესვიდან ყოველს წელიწადს ახალი ყლორტები ამოდის. თუ მიწა დასვენებულია, ერთი დარგვით პატრონს ოცჯერ მეტს მოსავალს მისცემს. აყვავების დროს შაქრის ლერწამში უფრო ბევრი ტკბილი წვენი სდგას; ამიტომ სწორედ ამ დროს დასჩხვლეტენ ხოლმე ლერწამს და ამ ნაჩხვლეტებიდან გამომდინარე წვენს ჭურჭელში აგროვებენ; მერე ქვაბებში დიდხანს ადუღებენ, რამდენჯერმე ერთი ქვაბიდან მეორეში გადაასხამენ და ბოლოს ძირს რჩება წმინდა ფხვიერი შაქარი.

რვა გირვანქა წვენიდან გამოდის ერთი გირვანქა წმინდა შაქარი. ეს ფხვიერი შაქარი ქარხანაში მიაქვთ და იქ ყალიბში შაქრის ფორმები გამოჰყავთ. შაქარს ჭარხლისგანაც ამზადებენ, უფრო საფრანგეთში და რუსეთში.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ