მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 265 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოს წყვდიადი გაანათა ერთმა საიმედო სხივმა. ეს სხივი იყო ქართული მწიგნობრობის გაღვიძება და აღორძინება. ერთად-ერთი უებარი წამალი იმ განცალკევებისა, რომელიც აუძლურებდა საქართველოს და მეტად დაბალ ღობედ ჰხდიდა, იყო სწავლა-განათლების გავრცელება ქართველთა შორის; ქართველების ერთობა მოისპო მას უკან, როცა ველურ მტერთა ხანგრძლივი მბრძანებლობის გამო განათლება ჩაქრა ჩვენს ქვეყანაში. მაშასადამე, ამ ერთობის აღდგენა შესაძლებელი იყო მხოლოდ მიმქრალი განათლების გაღვივებით, ანთებით.

ეს კარგად ესმოდა ზოგ შორსმჭვრეტელ ქართველს და ამიტომ გულმოდგინედ შეუდგნენ სწავლის გაძლიერებას. სამი ძალის გავლენამ მოუმართა ხელი ამ საქმეში ქართველებს. პირველი ძალა იყო ძველი ქართული ლიტერატურა, რომლის მიმალულ ნაწარმოებთა გამოქვეყნება გაახშირეს. მეორე ძალა იყო რუსეთის მწიგნობრობისა და ლიტერატურის გავლენა, მესამე ძალა აღმოჩნდა მოქმედება კათოლიკთა მისიონერებისა, რომელნიც საქართველოში მოდიოდნენ თავისი სარწმუნოების დასანერგავად და ამასთან ხელს უწყობდნენ ცოდნის გავრცელებას, რომლითაც თვითონ მდიდარნი იყვნენ.

ამ მოძრაობის სათავეში იდგა ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსე, ნიჭიერი, სწავლული და ფრიად მხნე გვირგვინოსანი. მან პირველად დააარსა თბილისში სტამბა, ანუ წიგნების საბეჭდავი, და ამითი ძლიერ გააადვილა წიგნების გამრავლება. უსტამბობა ძლიერ აბრკოლებდა მწიგნობრობას, რადგანაც გადაწერას დიდი დრო და ჯაფა უნდებოდა. პირველად ვახტანგმა დააბეჭდვინა თავის სტამბაში საჭირო საეკლესიო წიგნები, რომელნიც ბევრს ეკლესიას აკლდა. შემდეგ დასტამბა "ვეფხისტყაოსანი". ამას მოჰყვა "ვახტანგის კანონების" დაბეჭდვა. ამ წიგნში ვახტანგმა ერთად მოაქცია გაფანტული ქართული კანონები, რიგზე დაალაგა, შეავსო, განმარტა, გაწმინდა და გამოსცა სახელმძღვანელოდ მსაჯულთათვის.

საქართველოს წარსულზე ბევრი ხელნაწერი მოიპოვებოდა ჩვენს ქვეყანაში; ეს ხელნაწერები თავის დროზე დაეწერათ მომსწრე პირებს და დაეტოვებინათ შთამომავლობისათვის; მაგრამ იგინი დაქსაქსულნი და გარყვნილნი იყვნენ უვიცი გადამწერების წყალობით. ვახტანგმა შეაგროვა ეს ხელნაწერები, გაწმინდა ყველა შეცდომისაგან, შეადარა ერთმანეთთან, შეასწორა, რიგზე დააწყო და ერთ დიდ წიგნად გამოსცა სათაურით: "ქართლის ცხოვრება". მანვე გადმოთარგმნა სპარსულიდან: "ვარსკვლავ-მრიცხველობა" და "ქილილა და დამანა", რომელიც სავსეა ზნეობრივი იგავ-არაკებით.

ვახტანგის მარჯვენა ხელი ამ სასიქადულო საქმეში იყო მისი ვაჟი ვახუშტი, რომელმაც რუსეთში გადასახლების შემდეგაც მხნედ გააგრძელა წიგნების წერა და ბეჭდვა.

ამავე მოძრაობას ემსახურებოდნენ ბევრნი სხვა განვითარებული და შეგნებული ქართველები. მეფემ კახეთისამ თეიმურაზ პირველმა დასწერა პოემა "ვარდ-ბულბულიანი" და თავისი დედის ქეთევანის წამება; არჩილ მეფემ გაამდიდრა ჩვენი ისტორია თეიმურაზის ცხოვრების აღწერით, რომელსაც დაერქვა "არჩილიანი" (არჩილის დაწერილი); სეხნია ჩხეიძე და ფარსადან გორგიჯანიძე წერენ ისტორიას; საბა ორბელიანი წერს წიგნსა "სიბრძნე-სიცრუისა", რომელშიაც მოქცეულია მრავალი ზნის მასწავლებელი არაკი, ზოგი ნათარგმნი და ზოგი მისი შედგენილი; იგივე ადგენს და ბეჭდავს ქართულის ენის პირველს ლექსიკონს ; მიტროპოლიტი იოსებ თბილელი სწერს ლექსად პოემას "დიდმოურავიანი", სადაც მოგვითხრობს გიორგი სააკაძის მოქმედებასა და ცხოვრებას, რომელიც დიდი მეომარი იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში; იასე ქსნის ერისთავმა დასწერა "მოწამეობა ელიზბარ, ბიძინა და შალვასი". ამავე დროს ეკუთვნის მეტად ნიჭიერი პოეტი დავით გურამიშვილი, რომლის თხზულებანი დაწერიალია ბრწყინვალე, მშვენიერი და მეტად ადვილი ქართული ენით და ახლაც ზეპირად ისწავლებიან მოწაფეთაგან და მრავალი სხვანი.

სამწუხაროდ, ამ მოძრაობას ფრთა შეაკვეცა მეფე ვახტანგის ბედის უკუღმა დატრიალებამ. იმ დროს რუსეთის ხელმწიფე პეტრე დიდსა და სპარსეთის შაჰს ომი მოუხდათ ერთმანეთში, სპარსეთიც თავისკენ იწევდა ვახტანგს და რუსეთიც. ვახტანგი მიემხრო პეტრეს, როგორც მართლ-მადიდებელ ხელმწიფეს.

რუსეთის ჯარმა ქართველის ჯარის დახმარებით სძლია მტერსა და დაიჭირა კასპიიის ზღვის ნაპირები. მაგრამ, საუბედუროდ, სწორედ ამ დროს პეტრეს სხვა მხრივ აეშალნენ მტრები და მან თავის ჯარს უბრძანა, რუსეთში დაბრუნებულიყო. მარტო დარჩენილი ვახტანგი ისე შეავიწროეს განრისხებულმა სპარსეთმა და ოსმალეთმა და მათმა მომხრეებმა საქართველოში, რომ იგი იძულებული გახდა, დროებით გადასახლებულიყო რუსეთში, სადაც იგი მიიწვია პეტრე დიდმა. მას იმედი ჰქონდა, მალე გარემოება სასიკეთოდ შეიცვლებაო, დავბრუნდები საქართველოში რუსეთის ჯარით და ისევ დავიჭერ სამეფო ტახტსო, მაგრამ სიკვდილმა უდროოდ მოუღო ბოლო აქეთ გამომგზავრების დროს და დაიმარხა შორს, ქალაქ ასტრახანში.

ვახტანგის ცოლ-შვილი დარჩა რუსეთში. მისმა ვაჟმა ვახუშტიმ მთელი თავისი ნიჭი და დრო მოახმარა უცხოეთში ქართული მწიგნობრობის აღორძინებას. მან შეადგინა საქართველოს ისტორია თავის დრომდე, საქართველოს გეოგრაფია, გეოგრაფიული ატლასით, რომელიც მოიცავდა ოცდაორ რუკას, და კიდევ სხვა წიგნები. ეს წიგნები ვახუშტიმ დაბეჭდა მოსკოვში, სადაც მან გამართა ქართული სტამბა... ამავე სტამბიდან გამოვიდა ახალი თარგმანი ქართულის "დაბადებისა", დაბეჭდილი იმავე ვახუშტის მიერ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ