მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 317 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიკვდილის წინ მეფე ერეკლეს ერთი დიდი შეცდომა მოუვიდა. საქართველოს სახელმწიფო კანონით სამეფო ტახტი ეკუთვნოდა მეფის უფროს შვილს: ერეკლეს პირველი ცოლი ჯერ ისევ ყმაწვილობაში მოუკვდა და ამის გამო მეორე ცოლად მოიყვანა სამეგრელოდან დადიანის ქალი, სახელად დარეჯანი.

ერეკლეს პირველი ცოლისაგან დარჩა მემკვიდრე გიორგი, რამდენიმე ვაჟი და ქალი, მეორესთანაც ბლომად მიეცა ვაჟები. დარეჯანმა მოიწადინა თავისი უფროსი გერის გიორგი ბატონიშვილის შემდეგ გაემეფებინა თავისი უფროსი ვაჟი იულონი და შემდეგ მისი ძმები რიგ-რიგად აეყვანა ტახტზე.

დარეჯანი სახელმწიფო კანონის დარღვევას აპირებდა თავისი ქმრის ანდერძით. ვიდრე ერეკლე კარგად იყო, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა თავისი მეუღლის დაჟინებულ სურვილს და ცივს უარს ეუბნებოდა, მაგრამ, როცა თელავში მეფე წყალმანკმა სრულიად დააუძლურა, იგი ძალაუნებურად დაჰყვა დარეჯანის ნებას და დაწერა ანდერძი, რომლის ძალით გიორგის მემკვიდრედ ნიშნავდა არა მის უფროს ვაჟს დავითს, არამედ იულონს.

უკანასკნელ ხანს ერეკლე ისე უძლური შეიქმნა, რომ სამეფოს მისი მეუღლე დარეჯანი განაგებდა. ამ მოუსვენარმა დედოფალმა განიზრახა მეფედ თვითონ დარჩენილიყო, მერე იულონი გაემეფებინა და გიორგი ცარიელზე დაესვა.

მაგრამ გიორგიმ თავისი დედინაცვლის განზრახვა სრულიად ჩაშალა. როცა ერეკლე გარდაიცვალა, მაშინ გიორგი ქიზიყში იყო. იმ წამსვე თავისი თავი მეფედ გამოაცხადა და მთელი ქიზიყი ერთგულებაზე დააფიცა.

იქიდან სწრაფად გაშურა ბორჩალოს მაზრაში და იქაც იგივე მოიმოქმედა. ბორჩალოდგან აიჭრა გორში და იქაც მეფედ იქნა აღიარებული. გიორგის თვითონ კახეთშიც ბევრი მომხრეები აღმოუჩნდა. მაგრამ დარეჯანის მომხრენიც ძლიერები იყვნენ. ამის გამო გიორგიმ თავის დედინაცვალთან მორიგება არჩია. მორიგდნენ ასე, რომ ერეკლეს მემკვიდრედ შეუცვლელად დარჩებოდა გიორგი, ხოლო გიორგის ადგილს, მისი სიკვდილის შემდეგ, დაიჭერდა არა მისი უფროსი ვაჟი დავითი, არამედ იულონი.

მაგრამ, როცა გიორგიმ ხელში იგდო მეფობა და ძალ-ღონე მოიკრიბა, მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი უფროსი ვაჟი დავითი და იულონი ცარიელზე დასვა, რამაც უკიდურესად გაამწვავა განხეთქილება სამეფო გვარეულობაში.

სამეფო გვარეულობაში სხვაფრივაც უთანხმოება სუფევდა. მეფე გიორგი მომხრე იყო რუსეთთან კავშირის გაძლიერებისა. ზოგიერთი ბატონიშვილები სხვა აზრისანი იყვნენ. ისინი ამბობდნენ: ამ კავშირმა უკიდურესად გააბრაზა ჩვენზე სპარსეთი, ოსმალეთი და დაღესტანი და აამხედრა ჩვენს წინააღმდეგ. გავწყვიტოთ ეს კავშირი, შევურიგდეთ გაბრაზებულ მეზობლებს, მოვიპოვოთ სიმშვიდე და განვაგრძოთ ჩვენი ეროვნული არსებობაო.

მეფე გიორგი ამ შერიგებიდან სიკეთეს არ მოელოდა, რუსეთთან უბრალო კავშირიც საკმარისად არ მიაჩნდა თავის მრავალტანჯული სამეფოსათვის. ბოლოს გიორგი მეფე მტკიცედ დაადგა იმ აზრსა, რომ ერთადერთი ღონისძიება ქვეყნის სამუდამოდ დამშვიდებისთვის არის რუსეთთან შეერთებაო.

ამ გადაწყვეტილებას ძლიერ დაეხმარა ორი გარემოება. პირველად, გიორგი მეფე ეკლესიური მიმართულებით იყო გამსჭვალული და არა ქრისტიან ხალხებთან კავშირი ეჯავრებოდა; მეორეც, ბოლო წლებში თვითონ მეფე ძლიერ დასნეულდა წყალმანკით და პირი სიკვდილისაკენ ჰქმნა.

ყველა ამის გამო სნეულმა მეფემ დაწერა ქაღალდი რუსეთის იმპერატორის პავლეს სახელზე, რომელშიაც სთხოვდა - შეერთებინა მისი პატარა სამეფო რუსეთის დიდ სახელმწიფოსთან იმ პირობით, რომ შინაგანი მართვა-გამგეობა საქართველოსი მის ხელში ყოფილიყო და მეფის სახელი და ღირსება სამუდამოდ შენარჩუნებოდა მას და მის მემკვიდრეებს.

ეს ქაღალდი გაატანა სამს ელჩს, მაგრამ, ვიდრე ეს ელჩები რუსეთიდან დაბრუნდებოდნენ, გიორგი მეფე გარდაიცვალა. იმპერატორმა პავლემ მართალია გამოსცა მანიფესტი საქართველოს შეერთებაზე, მაგრამ სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგანაც მოულოდნელად ისიც გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელახლად განიხილა საქმე, გამოსცა ახალი მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე და სისრულეში მოიყვანა.

იმპერატორს უნდოდა საქართველოში მეფობა არ გაეუქმებინა და მემკვიდრე დავითი ეღიარებინა მეფედ, მაგრამ მისი მინისტრები და გენერლები წინ აღუდგნენ ასეთ განზრახვას და სხვათა შორის, საბუთად მოჰყავდათ უკიდურესი განხეთქილება ქართული სამეფოს გვარეულობაში.  ისინი თავის გულის წადილს ეწივნენ და მეფობა საქართველოში გაუქმებული იქმნა. ბაგრატიონთა გვარეულობა მთლად გადაასახლეს რუსეთში, სადაც ყველას მისცეს მამულები და პენსიაც დაუნიშნეს.

იმპერატორის ალექსანდრეს მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე გამოცხადდა 1801 წლის 12 სექტემბერს. ათის წლის შემდეგ ასეთივე ბედი ეწია დასავლეთ საქართველოსაც. ამგვარად მთელი ჩვენი ქვეყანა გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი და საქართველოში, ნაცვლად წინანდელი ეროვნული მართვა-გამგეობისა, დამკვიდრდა რუსული მართვა-გამგებლობა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ