მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 443 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გიორგი ბრწყინვალის ვაჟმა თოთხმეტი წელიწადი მშვიდობით იმეფა გაერთიანებულ საქართველოზე. იგი ადრიანად გარდაიცვალა და საქართველოს ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ბაგრატ მეხუთე, რომელიც გამორჩეული იყო ახოვანებით, გამჭრიახი ჭკუით, სიმამაცითა და გამბედაობით. ბაგრატი პირწავარდნილი პაპა - გიორგი ბრწყინვალე იყო. ამიტომ ყველა მოწინააღმდეგეზე ადვილად იმარჯვებდა, შინაური იყო ეს მოწინააღმდეგე, თუ გარეული.

მაგრამ მის ბედზე სწორედ ამ დროს შუა აზიაში გამოჩნდა საშინელი მეომარი თემურლენგი, ანუ მოკლედ, თემური. მან დაიპყრო მონგოლთა ყველა თემი, მძიმე უღლის ქვეშ დაიმონა რუსეთი, დაიპყრო ინდოეთი და სპარსეთი და ბოლოს აუარებელი ჯარით გამოეჩქარა საქართველოსაკენ. სახრეთ საქართველოს ერისთავმა ბექამ ბრძოლა შესაძლებლად ვერ სცნო და უომრად დაემორჩილა.

მიუხედავად ამისა, მეფე ბაგრატი არ შეუშინდა მტერს და თავისი ჯარით თბილისში გამაგრდა, რომელსაც მაშინ მიუვალი გალავანი ერტყა გარშემო.

თემურლენგი თავისი ძლევამოსილი ჯარით გარს შემოერტყა დედაქალაქს და იმედი ჰქონდა, მალე ავიღებ და მეფესაც დავატყვევებო, მაგრამ ამ იმედმა კინაღამ უმტყუნა. ქართველი ჯარი ხშირად გამოდიოდა თბილისიდან, მტერს მოულოდნელად ესხმოდა თავს, ჟლეტდა და მერე ისევ შედიოდა მიუვალ ქალაქში. ასეთი ბრძოლა მთელი ექვსი თვე გაგრძელდა.

თემურლენგს ჯარი თითქმის გაუნახევრდა. ამ გაჭირვებაში მან მოიგონა ჩუმად რკინის ჩელტები ან ლასტები, რომელშიც ქართველების ხანჯალი და ხმალი ვერ გაატანდა, მისცა მოწინავე რაზმს და იერიში მიატანინა თბილისზე. ქართველმა ჯარმა ამ ჩელტებისა არაფერი იცოდა და ვერაფერი მოახერხა მის წინააღმდეგ. ამ ხერხით სძლია ქართველებს თემურლენგმა და შევიდა თბილისში. ციხე, სადაც მეფე-დედოფალი შეეფარნენ, რამდენიმე დღე კიდევ იბრძოდა, მაგრამ ბოლოს ისიც დაიმორჩილა. თემურმა დაატყვევა მეფე დედოფალითურთ. ამჟამად სხვა არაფერი დაუშავა ქვეყანას, მხოლოდ თბილისის ციხეში ჩააყენა თავისი ჯარი და მეფე-დედოფალი ტყვედ წაიყვანა თავის საბრძანებელში.

ბაგრატი, როგორ ყოველი ღირსებით შემკული ვაჟკაცი, ძლიერ მოსწონდა თემურლენგს და ბევრს ცდილობდა, თავის სარწმუნოებაზე გადაეყვანა მეფე, მაგრამ დიდხანს ვერას გახდა. ბოლოს ბაგრატს სამშობლოდან ამბავი მიუვიდა: შენი ვაჟი შენი ხათრით მეფედ ვერ აცხადებს თავს, იმერეთი ცალკე იწევს, საკუთარ მეფეს ითხოვს, სხვა ერისთავებიც თავნებობენ, ქვეყანა უპატრონოდ რჩება, საქართველო ლამის ისევ დანაწევრდეს და დაიღუპოსო.

ბაგრატის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. თავისი სარწმუნოების ღალატი საშინლად აძრწუნებდა, მაგრამ უამისოდ ქვეყნის შველა შეუძლებელი იყო. ადგა ბაგრატი და გარეგნულად მიიღო მაჰმადიანობა, - თანაც თემურს სთხოვა: გამატანე თორმეტი ათასი საუკეთესო ჯარი და მისი შემწეობით ჩემს ხალხსაც მაჰმადიანობას მივაღებინებო.

თემურლენგი სიხარულით ცას ეწია. დაუყოვნებლივ გამოისტუმრა მეფე-დედოფალი საქართველოში და თან აახლა თორმეტი ათასი მონგოლთა ჯარი, მაგრამ ძლიერ შავი დღე დაადგა ამ ჯარს. როცა იგი თბილისს მოუახლოვდა და დაბანაკდა, ბაგრატის ჩუმი შემონათვალის თანახმად, ჯარს დილის ბინდბუნდში მეფის ვაჟი მოულოდნელად დაესხა თავს ქართველთა ჯარით და სულ ერთიანად ამოჟლიტა, უკანასკნელ კაცამდე. მეორე დღესვე მიადგა თბილისს გამარჯვებული ბაგრატი, აიღო ციხე და ამოწყვიტა მასში მდგარი მონგოლთა ჯარი. ასე ამოიყარა ბაგრატმა თემურის ჯავრი.

მეფემ კარგად იცოდა, რომ თემური საშინლად გაცეცხლდებოდა და დაუყოვნებლივ გამოილაშქრებდა საქართველოსაკენ სამაგიეროს გადასახდელად. ამიტომ ყველა კუთხეში აფრინა კაცები და მოითხოვა ჯარი. ბაგრატის სიმარჯვემ და გამბედაობამ ქართველები იმედით აავსო და მის გარშემო მალე შეიკრიბა მრავალი ჯარი როგორც ქართლ-კახეთიდან, ისე იმერეთიდან და მესხეთიდან. ამასთან საჩქაროდ დაიწო ყველა დიდი და პატარ ციხეების გამაგრება.

მიუვიდა თუ არა თემურს თავისი ჯარის ამოწყვეტის და ბაგრატის ღალატისა ამბავი, იგი უზომოდ განრისხებული დაუყოვნებლივ აიშალა თავისი ჯარით, სწრაფად გამოსწია და მიუახლოვდა თბილისს. აქ მას წინ მიეგება ქართველთა ჯარი და გაჩაღდა საშინელი ომი. მანამდე ყოველთვის გამარჯვებული, თემური ამ ომში კინაღამ დამარცხებულად იქცა.

ომი დაიწყო სისხამ დილით: მზის გადახრამდე გამარჯვება ქართველების მხარეს იყო. "ვიდრე შვადღემდე და მიდრეკასა მზისასა სძლიეს ქარველთა და მოსრნეს თემურისაგან მრავალნი რაზმნი და მწყობრნი, ურიცხვნი ილვტოდნენ", - ამბობს "ქართლის ცხოვრება". ბოლოს შეძრწუნებული თემური საკუთარი, მანამდე დასვენებული ჯარით მარცხენა მხრიდან ეკვეთა ქართველთა ჯარს. გადაღლილმა ქვეითთა რაზმებმა, ვერ გაუძლეს მტრის იერიშს და ძლეული იქნენ. აქედან თემურმა შეუტია მარჯვნივ მდგომ ქართველთა ცხენოსან ჯარს, ასევე გადაღლილს და მანაც ვეღარ შეაკავა მტერი.

გაიმარჯვა თემურმა, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ იყო. ქართველმა ჯარმა დროულად დატოვა საღამოს ბრძოლის ველი და მეფის წინამძღოლობით ჩრდილოეთისაკენ გაემართა. თემური შევიდა თბილისში, ავიდა მცხეთაში, გადაწვა ძველი დედაქალაქი, საძირკვლიანად დაანგრია სვეტიცხოველის ეკლესია, ააოხრა ქვაბთახევის მონასტერი, ამოჟლიტა ბერები, მაგრამ შორს კი ვეღარ წავიდა; იმის გამო, რომ ქართველი ჯარი დაიყო რაზმებად, უსაფრდებოდა მტერს ვიწროებში, მოულოდნელად ესხმოდა თავს და ჟლეტდა.

თემური იძულებული გახდა, მალე დაეტოვებინა საქართველო და დაბრუნებულიყო თავის საბრძანებელში, ცოტა არ იყოს, შერცხვენილი. შერცხვენილი იმიტომ, რომ გამოლაშქრების წინ დაიკვეხა: ბაგრატ მეფეს დავიჭერ და ისეთ დღეს დავაყრი, რომ თავისი დაბადების დღე ვაწყევლინოო; და ვერ კი მოახერხა ეს.

თემურის წასვლის შემდეგ ბაგრატი მხნედ შეუდგა დანგრეული სოფლების, ქალაქების, ციხეებისა და ეკლესიების აშენებას და განახლებას, აგრეთვე იმ თათრების განდევნას, რომელნიც თემურმა გადმოასახლა აქართველოში და მისი საზღვრებს ახლოს. მალე  მეფემ სრულიად გაწმინდა თავისი სამფლობელო ურწმუნოთაგან, რაშიაც ხელი მოუმართა იმ გარემოებამ, რომ თემური სხვადასხვა ადგილებში გაება ომიანობაში. ბაგრატმა ოცდაცამეტი წელი იმეფა გაერთიანებულ საქართველოზე. მადლიერმა ერმა მას ბაგრატ დიდი უწოდა.

ბაგრატ მეფის გარდაცვალების შემდეგ სრულიად საქართველოს ტახტზე ავიდა მისი შვილი გიორგი, რომელიც ბევრი ღირსებით გავდა სახელოვან მამას. თემურმა გიორგის მორჩილება მოსთხოვა და რადგან უარი მიიღო, ხელახლა შემოესია საქართველოს.

ბრძოლა ისევ განახლდა. საქართველო ძალიან ბევრს ზარალობდა; გამგელებული თემური სადაც კი მოასწრებდა უწყალოდ ჟლეტდა ხალხს; ძუძუმწოვარ ბავშვებსაც არ ინდობდა, კალოებზე ჰყრიდა და მათზე კევრებს ატარებდა; ქალაქებს და სოფლებს აოხრებდა, მაგრამ თვითონ თემურსაც ძვირად უჯდებოდა საქართველოს მტრობა. შვიდჯერ შემოესია საქართველოს, მაგრამ ვერ დაიმორჩილა, ვერ დაიმონა ჩვენი ქვეყანა, რომელიც თავგანწირული იბრძოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.

ეს ხანგრძლივი ბრძოლა საქართველოსი უძლიერესის მტრის წინააღმდეგ ცხადად გვიჩვენებს, რაოდენი ძალ-ღონე ტრიალებდა კიდევ ერში. ამ ძალ-ღონის მიზეზი იყო მტკიცე ძმობა, მჭიდრო კავშირი და იმერ-ამერთა ერთობა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ