მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 360 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საუბედუროდ, მტერთა ვერაგობამ და შინაურთა თავმოყვარეობამ და უკუღმართობამ ბოლო მოუღო ქართველთა ერთობას. ამასთან ერთად ჩაესვენა მზე საქართველოს სიძლიერისა და დადგა მწუხრი მისი დაქვეითებისა, უძლურებისა, დაძაბუნებისა.

ქართლს, საქართველოს შუაგულს, ჯერ იმერეთი მოსწყდა, მერე კახეთი.

ძმები გაიყარნენ და ერთი დიდებული ოჯახის ნაცვლად სამი პატარა ოჯახი შექმნეს.

კახეთმა საკუთარი მეფე დაისვა და საკუთარი სატახტო ქალაქი გაიკეთა ჯერ გრემში, მერმე თელავში.

იმერეთმაც ცალკე სამეფო შეადგინა და ქუთაისი, რომელშიაც წინათ ხანდახან იყო საერთო ტახტი მთელი საქართველოსი, კერძო სატახტო ქალაქად გადააქცია.

ქართლიც, ყოველთვის  ერთობის მოტრფიალეს, იძულებული გახდა მარტოდ დარჩენილიყო და კერძო მეფე დაესვა ტახტზე. თბილისი,  მთელი საქართველოს დედაქალაქი, გახდა მხოლოდ ქართლის სატახტო ადგილი.

ამ სახით ერთი მოზრდილი სამეფო სამ პატარა სამეფოდ გაიყო. მაგრამ დანაკუწება ამითი არ გათავდა. ცნობილია, რომ წინდას რაკი თავი მოერღვევა, ბოლომდე უნდა დაირღვეს. აქაც ეს მოხდა. ჩქარა ქართლს მოსწყდა ზემო ქართლი, ანუ მესხეთი, და შეადგინა ცალკე სამთავრო, რომელსაც დაერქვა სამცხე-საათაბაგო. იმერეთსაც გაეყარნენ: სამეგრელო, გურია, სვანეთი და რაჭა და შეადგინეს ოთხი განმარტოებული სამთავრო. ამ სახით, საქართველო გაიყო რვა პატარა საბრძანებლად: სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ.

ქართველთა შორის ძმობა მოისპო, ერთობა გაქრა, ეროვნების მაგრად შეკრული და გაუტეხელი კონა დაიშალა და მტერთაგან ადვილი სალეწი გახდა. ამაზედაც არ შეჩერდა უბედურება. ძმებმა, რომელნიც დაჩვეულნი იყვნენ მტერთან საერთო ბრძოლას, ახლა ერთმანეთს დაუწყეს ომი. გახშირდა შინაური შფოთი, ძმებისაგან ძმების სისხლის ღვრა. კახეთის მეფე ებრძოდა ქართლისას, ქართლისა - იმერეთისას. დაუძლურდა ჩვენი ქვეყანა, მაღალი ღობე გადაიქცა დაბალ ღობედ. მტრებმა დაიბრიყვეს, გათელვა დაუწყეს. წინათ ნაქები ქვეყნის სახელი გატყდა, გათახსირდა.

აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდა ხელახლად გაძლიერებული სპარსეთი, დასავლეთ საქართველოში იწყო ბრძანებლობა ოსმალეთმა. საერთო სამეფოს დამკარგველმა ქართველებმა მოიმკეს საერთო მონობა.

სპარსეთმა ქართლ-კახეთი თავის სახანოდ, ანუ სამთავროდ გახადა.

ჩვენს პატარა მეფეებს, რომლებიც აჩრდილები გახდნენ წინანდელი დიდი მეფეებისა, შაჰი ნიშნავდა. ეს მეფეები მოვალენი იყვნენ ეძლიათ ყოველწლიური ხარჯი შაჰისათვის, ეგზავნათ მისთვის თეირანში ასობით საუკეთესო გვარიშვილობის ვაჟები და ქალები, რომელთაც ათათრებდნენ ენითაცა და სარწმუნოებითაც; და ვალდებულები უყვნენ ქართველი ჯარიც მიეშველებინათ ომიანობის დროსა.

ამასთან ჩვენს მეფეებს უნდა მფარველობა გაეწიათ მაჰმადიანებისათვის.

შაჰმა ბოლოს მეტიც მოითხოვა, მეფეებად მხოლოდ იმათი განწესება დაიწყო, ვინც მაჰმადიანობას მიიღებდა. მარტო იმ ერისთავებსა და თავადებს აწინაურებდა, რომელნიც ღალატობდნენ მაცხოვრის სჯულს. იმედი ჰქონდა, ამ სახით ჩვენს ხალხში მაჰმადიანობა გაევრცელებინა და საქართველო მჭიდროდ შეეხორცებინა სპარსეთთან.

სწორედ ამისთანავე მონობის უღელი დაადგა ოსმალებმა დასავლეთ საქართველოს, რომლის ნაწილები სულთანმა თითქმის თავის მაზრებად გადააქცია, თუმცა მათი მბრძანებლები მეფეებად და მთავრებად იწოდებოდნენ.

ყველაზე მეტად დამღუპველი ქვეყნისა ის იყო, რომ გამარჯვებულს მტერს ქართველები ათი ათასობით მიჰყავდა ტყვედ და ასახლებდა სათათრეთში სამუდამოდ. მათს მამულ-დედულზე თათრები გადმოჰყავდა და საცხოვრებლად აბინავებდა. ამ დამღუპველს ხერხს მეტადრე ხშირად ხმარობდა სპარსეთი, რის გამოც ქართველთა რიცხვმა ქართლ-კახეთში ერთი ორად იკლო.

თითქმის სამასი წელიწადი ასეთს უკიდურეს გაჭირვებაში იყო როგორც აღმოსავლეთ საქართველო, ისე დასავლეთი. მართალია, მონობის უღელს არ ემორჩილებოდნენ, ხშირად უმკლავდებოდნენ მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ და ხანდახან კიდევაც იმარჯვებდნენ, მაგრამ დამოუკიდებლობას დიდი დროით ვეღარ იბრუნებდნენ, რადგანაც ცალ-ცალკე იბრძოდნენ და არა ერთად.

სანუგეშო მხოლოდ ერთი მოვლენა იყო: თუმცა ზოგი მეფე და დიდი კაცები ქრისტეს სარწმუნოებას ღალატობდნენ, მაგრამ თავად ხალხი მტკიცედ იცავდა მას, გათათრება ჭირივით სძულდა, არ უნდოდა სარწმუნოებით დამსგავსებოდა აზიის ხალხებს და გაეწყვიტა კავშირი ქრისტიანულ ევროპასთან.

თვით მაღალი წოდების ქართველები ხშირად წამებასა და სიკვდილს ირჩევდნენ, ვიდრე მაცხოვრის ღალატს. სარწმუნოებისათვის ასეთი თავდადება გამოიჩინეს ქართლის მეფე ლუარსაბმა, რომელიც სპარსელებმა აწამეს შაჰ-აბაზის ბრძანებით 1622 წელს; დედოფალმა ქეთევანმა, რომელმაც მიიღო მოწამის გვირგვინი 1624 წელს, და სამმა ერისთავმა: ბიძინამ, შალვამ და ელიზბარმა, რომელთაც სიკვდილი დაითმინეს მაცხოვრისათვის 1661 წელს.

ყველა ესენი წამებულ იქმნენ სპარსეთში მხოლოდ იმის გამო, რომ გათათრება უარჰყვეს. სამივეს გვამი ქართველებმა დიდი გაჭირვებით მოასვენეს შინ და დაასაფლავეს წამებულთა საყვარელს სამშობლოში.

ჩვენმა ეკლესიამ წამებულნი წმინდანებად აღიარა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ