მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 234 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ქართველი ბავშვი ქართველი დედ-მამისაგან იბადება, მაგრამ ეს დედ-მამა ვისაგან დაიბადა? რასაკვირველია, თავის დედ-მამისაგან. ამ უკანასკნელთაც თავისი მშობლები ჰყავდათ. ასე რომ ვიაროთ წარსულისაკენ, ბოლოს მივალთ იმ პირველ ქართველ დედ-მამასთან, რომელთაც თავდაპირველად შვეს ქართველები.

პირველ ქართველს თურმე ქართლოსი ერქვა და ამის გამო მის შთამომავალთ დაერქვათ ქართველები. თავდაპირველად ქართველები მხოლოდ ერთ დიდს ოჯახს შეადგენდნენ. შემდეგში ამ სახლობამ იბარტყა, იმრავლა და ბევრ სახლობად გადაიქა. ჯერ ქართველებმა დაიჭირეს ერთი მხარე, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, მეოთხე და ბოლოს და ბოლოს დაისაკუთრეს ის მიწა-წყალი, რომელსაც საქართველო დაერქვა და ახლაც ამ სახელით არის ცნობილი.

ძველისძველ დროში საქართველოს ყველა კუთხეს თავისი საკუთარი მმართველი ჰყავდა. ამ მმართველს მამასახლისი ერქვა. თავ-თავისი მამასახლისი ჰყავდა კახეთს, ქართლს, მესხეთს, იმერეთს, სამეგრელოს, გურიას, სვანეთს. მამასახლისი უმთავრესად ჯარის უფროსი იყო. იგი ან თვითონ წიმაძღოლობდა ჯარს, ან სხვას ნიშნავდა ჯარის წინამძღოლად, უფრო გამოცდილს და მამაცს ქართველს.

კანონების დადგენილება და მართვა-გამგებლობა ხალხის ხელში იყო. ხალხი ადგენდა კანონებსა, ირჩევდა მთავარ მოხელეებს, აყენებდა მოსამართლეებს, რომლებიც ასრულებდნენ თავის მოვალეობას, თანახმად კანონისა და ხალხის სურვილისა.

როგორც საქართველოს ყოველ ნაწილს ჰყავდა მამასახლისი, ისე ყოველი ქალაქი, დაბა და სოფელი ირჩევდა თავის საკუთარ მამასახლისს.

საჩივრებისათვის ასეთი წესი არსებობდა: მომჩივარი მიმართავდა მამასახლისს და თავის მხრივ მედიატორად, ანუ შუაკაცად დაასახელებდა ორ პატიოსან კაცს, რომლებსაც მამასახლისი თავადაც მიუმატებდა ორ სხვა მედიატორს. ამ სამედიატორო სასამართლოს თავმჯდომარე ყოველთვის იყო თავად მამასახლისი. იგი დანიშნულს დროზე დაიბარებდა ბრალდებულს, მომჩივანს და მედიატორებს, რომლებიც უსათუოდ უნდა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში. ხუთი მედიატორის განაჩენი სავალდებულო და ხელშეუხებელი იყო მამასახლისისათვის, მომჩივანისთვის და ბრალდებულისთვის.

ამ სახით, სამართალი იმ დროს იყო სიტყვიერი, სწრაფი და იაფი.

უფროს მამასახლისად ითვლებოდა ქართლის მამასახლისი, რომელსაც მცხეთის მამასახლისს ეძახდნენ, რადგან მცხეთაში ცხოვრობდა. მაშინ მცხეთა იყო მთელი საქართველოს დედაქალაქი. დიდი კრება მაშინ იმართებოდა, როცა საქართველოს რომელიმე კუთხეს მტერი შემოსევას უპირებდა. ამ კრებაზე დასასწრებ მოწვევას მცხეთის მამასახლისი სხვა მამასახლისებს უგზავნიდა და თავადვე იყო მამასახლისების კრების თავმჯდომარე. ლაშქრობის დროს ჯარის მთავარი წინამძღოლი იყო მცხეთის მამასახლისი და მას ემორჩილებოდნენ სხვადასხვა კუთხის ჯარის წინამძღოლები.

საქართველოში მამასახლისების ხანამ მრავალი საუკუნის განმავლობაშიი გასტანა; შემდგომში, მამასახლისობა გაუქმდა და დაწესდა ერთმთავრობა, ანუ მეფობა.

რა მიზეზით მოხდა ეს? საქართველოს გარშემო სხვა სახელმწიფოები არსებობდნენ. ამ სახელმწიფოებში დაწესებული იყო ერთმთავრობა, ანუ მეფობა. მეფე იყო მთელი სახელმწიფოს ერთადერთი მეთაური. ის თავის ნებაზე ჩუმად შეკრებდა ხოლმე ჯარს და უცებ შემოესეოდა საქართველოს. სანამდე მამასახლისები შეიკრიბებოდნენ და განკარგულებას მოახდენდნენ, მტერი აიკლებდა ხოლმე ჩვენს ქვეყანას. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ქართველმა ხალხმა მოიწადინა გაეუქმებინა მამასახლისობა და დაეწესებინა ერთი მბრძანებელი, ერთი მეფე მთელი საქართველოსათვის.

ხალხი ფიქრობდა: ერთი მბრძანებელი სწრაფად იმოქმედებს, საჩქაროდ შეკრებს ჯარს, მტერს საზღვარზევე დაუხვდება და არ შემოუშვებს ჩვენს ქვეყანაში. ამასთან საქართველოს ერთობასაც გააძლიერებსო.

ქართველმა ხალხმა თავისი წადილი განახორციელა და ერთი მეფე დაისვა. მაგრამ არგო კი ამან ქვეყანას? მართალია, ერთობისათვის და გარეშე მტრის მოგერიებისათვის ერთმეფობა უკეთესი გამოდგა მრავალ-მამასახლისობაზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს არ მოუხდა ხალხის თვითმართველობას. მეფეებმა ჩამოართვეს ხალხს საარჩევნო უფლება და თვითონ დაიწყეს მოხელეებისა და მოსამართლეების დანიშვნა, კანონების დადგენა და გამოცემაც თვითონ მიითვისეს.

მაგრამ ხალხი ამ შევიწროებას შეურიგდა, რადგან გარეშე მტერს უფრო მარჯვედ იგერიებდა ერთი მეფე, ვიდრე წინანდელი ბევრი მამასახლისი. მას შემდეგ საქართველოში დამკვიდრდა ერთმართველობა, ანუ მეფობა.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველებს ბევრი მეფე ჰყოლიათ. მაგრამ ხალხს ბევრი მათგანი თითქმის დავიწყებული ჰყავს...

ქართველი ხალხი იხსენიებს და ადიდებს მხოლოდ იმ ქართველ მეფეებს, რომლებიც დიდ ჭკუას და მამაცობას იჩენდნენ, მტერზე ბრწყინვალედ იმარჯვებდნენ, შემკულნი იყვნენ კაცთმოყვარეობით, ზრუნავდნენ ხალხზე, ნაკლებად ავიწროებდნენ მათ თავისუფლებას და ხელს უწყობდნენ განათლების გავრცელებას. ასეთები იყვნენ: საქართველოს პირველი მეფე ფარნაოზი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიმიტრი თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე და ერეკლე მეორე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ