მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 431 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფარნაოზის მამა იყო მცხეთის მამასახლისი. ფარნაოზის ბავშვობის დროს საქართველოს დიდძალი ჯარით შემოესია მაკედონელთა წინამძღოლი იაზონი. ხანგრძლივ ომში სძლია ქართველ ჯარს, მოუკლა წინამძღოლი, მცხეთის მამასახლისი, და ჩვენს ქვეყანას მონობის უღელი დაადგა.

მოკლულის მამასახლისის დაქვრივებულ ცოლს ეშინოდა იაზონის და ამის გამო ქართლს გაეცალა, წავიდა ჩრდილოეთისაკენ და თავი ოსეთში შეაფარა, თან გაიყოლა პატარა ფარნაოზიც. ოსებმა ორივენი დიდი პატივით მიიღეს და გულწრფელი ზრუნვა აღმოუჩინეს.

როცა ფარნაოზი დავაჟკაცდა, მისი დედა სხვა სახელით ჩამოვიდა ქართლში და აქ ფარნაოზი შეუდგა სამშობლოს განთავისუფლებას. მას ხელი ძლიერ შეუწყო ერთმა გარემოებამ: ნადირობის დროს ფარნაოზმა ერთ მივარდნილ გამოქვაბულში დიდძალი ფული იპოვნა. ამ ფულით ყველაფერი მოამზადა საომრად და საშველად მოიხმო სამეგრელოს მამასახლისი და სხვა მამასახლისები... შეერთებული ქართველთა ჯარი შეებრძოლა მაკედონელთა ჯარს მცხეთის ზევით, მუხრანის მინდვრებში, საშინლად დაამარცხა და გარეკა საქართველოდან.

მადლიერმა ქართველებმა ფარნაოზი მთელი საქართველოს მეფედ გამოაცხადეს.

ფარნაოზი კარგი მეფე გამოდგა. მან შექმნა ძლიერი ჯარი, დაუნიშნა საუკეთესო წინამძღოლი, განაახლა მაკედონელთაგან დანგრეული ყველა ციხე, მცხეთას შემოარტყა მაღალი და განიერი გალავანი. ასე რომ, ჩვენი დედაქალაქის აღება მტრისაგან თითქმის შეუძლებელი გახდა.

ფარნაოზმა ხელუხლებელი დასტოვა ყოველი კუთხის თვითმართველობა. სამეგრელომ, იმერეთმა, გურიამ, კახეთმა და სხვა მხარეებმა მამასახლისები შეინარჩუნეს, თუმცა ფარნაოზმა მათ წინანდელი უფლება შეუმცირა და თავის თანაშემწეებად გახადა.

დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ქართველი ხალხი ფეხზე დააყენა, წელში გაიმართა. იმატა განათლების წყურვილმაც, აღორძინდა ქართული მწიგნობრობა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ