მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 465 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქრისტიანობა ქართველებმა მეფე მირიანის დროს, მეოთხე საუკუნეში მიიღეს. ასი წლის შემდეგ, მეხუთე საუკუნეში, სამეფო ტახტი დაობლდა, რადგანაც საქართველოს მეფე გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე, ვახტანგი, ჯერ კიდევ ექვსი წლის იყო, ამიტომ სამეფოს მართვა იკისრა მისმა დედამ - დედოფალმა საგდუხტიმ.

მტრებმა ისარგებლეს საქართველოს დაობლებით და სხვადასხვა მხრიდან დაიწყეს შემოსევა. აღმოსავლეთ-სამხრეთიდან ქვეყანას სპარსელები აწუხებდნენ, დასავლეთ-სამხრეთიდან - ბერძნები, ჩრდილოეთიდან - ოსები.

ვახტანგმა ჩინებული აღზრდა მიიღო. საერო საქმეებს მას ასწავლიდნენ ჯარის საუკეთესო წინამძღოლები - საურმაგი და ჯუანშერი. მათგან ვახტანგმა ზედმიწევნით შეისწავლა საქართველოს წარსული ისტორია, სამხედრო ოსტატობა და სამეფოს გამგებლობა.

აღმრთო წერილი და ღვთისმეტყველება ვახტანგს შეასწავლა მთავარ-ეპისკოპოზმა მიქაელმა, რომელიც იყო ფრიად გონიერი და განვითარებული მღვდელმთავარი. როცა ვახტანგი თხუთმეტი წლის შესრულდა, იგი იყო ახოვანი ყმაწვილი, მცოდნე და ჭკვიანი. ამიტომ დედამ აღარ დააყოვნა და სამეფო ტახტი დაუთმო.

ავიდა თუ არა ვახტანგი ტახტზე, მაშინვე შეუდგა მტრების დასჯას და ალაგმვას. პირველად გაილაშქრა ოსების წინააღმდეგ. შეჰყარა დიდძალი ჯარი, არაგვის ხეობით ავიდა კავკასიონის ქედზე; წინდახვედრილი ოსების ჯარი სრულიად დაამარცხა და შეესია ჩრდილო ოსეთს. დამარცხებულმა ოსებმა მიტევება და ზავი სთხოვეს, მოჰგვარეს ვახტანგს მისი და, რომელიც  ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი ქართლში შემოსევის დროს, და დიდი ჯარიმა გადაიხადეს.

შემდეგ ვახტანგმა გაილაშქრა ბერძნების წინააღმდეგ, რომლებმაც ვახტანგის პატარაობის დროს დაიჭირეს მთელი დასავლეთ საქართველო და გამგებლად დააყენეს ქართველი გუბაძე, რომელმაც უღალატა ვახტანგს და ბერძნების მორჩილების ქვეშ შევიდა. ვახტანგმა არა ერთხელ დაამარცხა გუბაძე, გააგდო მისი სამშობლოდან და დასავლეთი საქართველო კვლავ შემოიერთა. ბერძნების ხელმწიფემ ლეონმა ნახა  ვახტანგის ძლიერება და არამც თუ შეურიგდა, სიძედაც მოიკიდა და მას ცოლად მისცა თავისი ასული ელენე.

ბოლოს ვახტანგი სპარსეთს შეებრძოლა. ამ ომში ვახტანგმა ისეთი ოსტატობა, ხერხი, ძალა და მამაცობა გამოიჩინა, რომ ხალხური გადმოცემით სპარსელებმა დაარქვეს მას "გორგ-ასლანი", რაც ქართულად ნიშნავს: "მგელ-ლომი". ვახტანგმა სპარსელები ისე დაჯაბნა, რომ ბოლოს მათაც ზავი სთხოვეს. შაჰ ფეროზმა ვახტანგს გამოუგზავნა მდიდარი საჩუქრები, ძვირფასი გვირგვინი და თავისთან მშვიდობის დამყარებაზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.

ვახტანგიც დაჰყვა ნებას, მივიდა ფეროზთან და ერთმანეთს შეეკვრნენ პირობით - კვლავ ჰქონოდათ მშვიდობიანი და ძმური მეზობლობა. მეგობრობის სიმტკიცისათვის ფირუზი და ვახტანგი დამოყვრდნენ; შაჰმა ცოლად ვახტანგის და შეირთო და წაიყვანა თეირანში სპარსეთის დედოფლად.

ვახტანგი საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდა და მოიწადინა მაცხოვრის საფლავის წინაშე მხურვალე მადლობა შეეწირა ზეციერი მამისათვის, რომელმაც მას და მის სამეფოს ამოდენა სიკეთე მიაგო. ამიტომ, დაისვენა თუ არა, თავისი ჯარიდან ამოირჩია საუკეთესო ვაჟკაცები, შეადგინა სამგზავრო რაზმი და თან გაიყოლა იერუსალიმში. მისვლისთანავე მაცხოვრის საფლავს თაყვანი სცა, შემდეგ გაამშვენიერა ჯვარის მონასტერი, რომელიც აგებული იყო მეფე მირიანის მიერ, შესწირა მრავალი სიმდიდრე და ბოლოს მშვიდობით დაბრუნდა თავის სამეფოში.

სამშობლოში ვახტანგი დაუყოვნებლივ შეუდგა ქვეყნის გაშენებას: აშენებდა ახალ ქალაქებსა, აკეთებდა გზებს, აგებდა ციხეებს.

ყველაზე დაუვიწყარი სახსოვარი მან დასტოვა თბილისის დაფუძნებით. ის ადგილი, სადაც ეხლა თბილისია, ხშირი ტყით იყო დაფარული, რომელშიც უამრავი ნადირი ბუდობდა. ვახტანგი ერთხელ იქ ნადირობდა და გაწვრთნილი მიმინო დაადევნა ხოხობს. ორივენი ღრმა ხევში ჩაიმალნენ და აღარც ერთი არ გამოჩნდა. მაშინ ვახტანგი თავისი ამალით ჩავიდა ხევში, ნახა მომდინარე ცხელი დიდი ნაკადული და შიგ მოხარშული მიმინო და ხოხობი. მეფე მიხვდა ცხელის წყლის მარგებლობას, გამოიკვლია არემარე და ის ადგილ-მდებარეობა ციხე-ქალაქისათვის მოხერხებულ ადგილად სცნო. ამიტომ უბრძანა - გაეკაფათ ტყე, გაესწორებინათ ადგილი და შესდგომოდნენ სახლების აშენებას. ასე დააფუძნა ვახტანგმა ახალი ქალაქი, რომელსაც დაარქვა თბილისი იმის გამო, რომ თბილი წყლის პირას იდგა.

როცა თბილისი გადიდდა და გამშვენიერდა, აღიარებული იქნა საქართველოს დედაქალაქად, ნაცვლად მცხეთისა და მასში გადმოტანილი იქნა სამეფო ტახტი.

ჩვენი მხნე და დაუღალავი მეფე ერთსა და იმავე დროს ეკლესიებსა და მონასტრებს აშენებდა და განათლებაზეც ზრუნავდა. ყოველ მონასტერთან, ეკლესიასთან მართავდა სკოლას, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო წერილს, საქართველოს ისტორიას და ზოგს უცხო ენასაც. ამასთან ცდილობდა, რომ ჩვენს ენაზე უკეთესად და უნაკლოდ გადმოთარგმნილიყო სახარება და ყველა საეკლესიო წიგნი.

მცხეთაში სვეტიცხოველის დიდებული ტაძარი ასევე აშენებულია ვახტანგის მიერ. ტაძრის აშენებისათვის საჭირო იყო დიდი მხნეობა, დაუღალავი შრომა და აუარებელი ხარჯი. ეს ყველაფერი გორგასალმა წარმატებით დაძლია და თავისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს დაუტოვა უდიდებულესი საღმრთო შენობა. (სვეტიცხოვლის დღევანდელი ტაძარი აშენებულია XI საუკუნის დასაწყისში. ადრე მის ადგილას იდგა ძველი მცირე ზომის ტაძარი, რომელიც, შესაძლოა, ვახტანგ გორგასალის დროს იყოს აგებული).

ვახტანგ გოსგასლამდე საქართველოს ეკლესიას მართავდა ანტიოქიის პატრიარქი, რომელიც შორეულ ქვეყანაში ცხოვრობდა. მისთვის ჩვენი ხალხი, ჩვენი ენა და ისტორია უცნობი იყო. ვახტანგმა მოიწადინა თავის ერს ჰყოლოდა საკუთარი კათალიკოსი. ანტიოქიის პატრიარქი რასაკვირველია ამას წინ აღუდგა, რადგან არ უნდოდა ხელიდან გაეშვა ეს უფლება, მაგრამ ვახტანგმა თავისი გაიტანა, მან მიიმხრო კონსტანტინოპოლის პატრიარქი და საქართველოს მოუპოვა უფლება - ჰყოლოდა თავისი საკუთარი კათალიკოსი.

ამასობაში ვახტანგ მეფის სიძე, სპარსეთის მეფე ფეროზი მოკვდა და მისმა მემკვიდრემ ვახტანგს მორჩილება მოსთხოვა. ვახტანგმა უარი შეუთვალა და დაიწყო ომი სპარსელებსა და ქართველთა შორის. გაცხარებული ომის დროს ვახტანგი ძლიერ დაწინაურდა და ამ დროს სასიკვდილოდ დაიჭრა მშვილდ-ისრით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ