მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 275 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყავის ხე იმიტომ ჰქვია, რომ მისი კურკისგან ყავა მზადდება. ყავის ხე სიმაღლით ათი მეტრი იზრდება, სიგანით ოთხი. აქვს ბევრი ტოტები, რომლებიც მოგრძო და მწვანე ფოთლებით შემოსილი არის. ფოთლების ძირში ხე ჯგუფ-ჯგუფად გამოიტანს პატარა, თეთრ და სუნიან ყვავილს. მართალია ეს სუნიანი ყვავილი სამ-ოთხს დღეზე მეტს ვერ ძლებს, მაგრამ ხე თითქმის მთელს წელიწადი ყყვავის; ამიტომ რომ, როცა ერთს ტოტს ყვავილი სცვივა და ნაყოფი ჩაისახება, ამ დროს სხვა ტოტებზე ახალი ყვავილი იშლება.

ყავის ხე ისხამს მუქ-წითელ ნაყოფს, რომელიც ძლიერ ჰგავს ალუბალს. ყველა ნაყოფში ორი რბილი კურკაა. აი სწორედ ეს კურკები არის ყავა.

რადგანაც მთელი ხე ერთდროულად არ ყვავის და მწიფდება, ამიტომ ყავას ერთბაშად არა ჰკრეფენ; ჯერ დაკრეფენ იმ ტოტებს, რომელზედაც ნაყოფი ადრე მწიფდება, მერე სხვებს, დამწიფების მიხედვით.

კურკებს ნაყოფის გულიდან იღებენ, მზეზე შლიან და ახმობენ. გამხმარს კურკებს ნაყავენ და სასმელად ხარშავენ. ცხელ ქვეყნებში ახლა ყავა ყველგან ამგვარად მოჰყავთ: კურკებს თესავენ, და როცა ყლორტები ამოვა და ნახევარი არშინის ოდენა გაიზრდება, მაშინ გადარგავენ. გადარგვის შემდეგ ორი წელიწადი რომ გავა, ხე ნაყოფს აქა-იქ მოისხამს, ოთხი ლის შემდეგ კი მთლიანად დაიკუნწლება.

ცხელი ქვეყნების მცხოვრბენი ყავას დიდი ხანა მოისხმარენ; ჩვენს ქვეყანაში კი დიდი ხანი არ არის, რაც ყავის სმა შემოიღეს. შავის სამშობლო არის არაბეთი.

არავინ იცის, პირველად ვინ მოიგონა ყავის ხმარება. ამაზე არაბებს მოგონილი აქვთ შემდეგი არაკი. მათი სიტყვით, ერთს მეცხვარეს ერთი მთა თურმე საძოვრად ჰქონდა დაჩემებული. ამ მთის წვერზედ, სხვათა შორის, ერთი ბუჩქი იდგა. თხები მალ-მალე ეტანებოდნენ ამ ბუჩქს და ფოთლებს ჰკორტნიდნენ. ამის შემდეგ საკვირვლად გაყოჩაღდებოდნენ ხოლმე: მხიარულად ხტოდნენ, არ იღალებოდნენ და დასასვენებლადაც არ წვებოდნენ. მეცხვარემ ეს შეამჩნია, ადგა და თვითონაც ამ ბუჩქის ფოთლები ჭამა. მეცხვარესაც სიმარდე მოემატა. ეს ცხვრის ფარა ღვთის მოყვარე მეუდაბნოების იყო და მეცხვარემ იმათ ურჩია ეჭამათ იმ ბუჩქის ფოთლები, როცა სიფხიზლე და ლოცვა ჰსურდათ.

მეუდაბნოეებმა ამ ბუჩქის ფოთლები მართლა სჭამეს და იგრძნეს  ისეთივე მოქმედება მისი, როგორიც მანამდე თხებმა და მეცხვარემ. მერმე მოხალულის ნაყოფის წვენის სმაც სცადეს; ნაყოფის წვენმა უფრო გააყოჩაღა და მომეტებული სიფხიზლე მისცა. ამის შემდეგ მეუდაბნოენი დაეჩვივნენ ყავის ხმარებას და მათგან ყავის კეთება სხვებმაც ისწავლეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ