მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 803 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

I

 

საქართველოდან აღმოსავლეთით არის ერთი დიდი სახელმწიფო, რომელსაც ჰქვია ჩინეთი. ჩინეთს, მოსახლეობის რიცხვით მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ შეედრება. სწორედ ჩინეთშია განთქმული აბრეშუმის ჭიის და მისი საჭმლის - თუთის ხის სამშობლო.

აბრეშუმის ჭიას ჩინეთში ცალკე ოთახებს არ უშენებენ, როგორც ჩვენთან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ზამთარი სრულიად არ იცის, თუთის ხეები მთელი წელიწადი ჰყვავის და მათზე ცხოვრობს აბრეშუმის ჭია.

იქაური მაცხოვრებლები, იმ ხეებიდან ზამთარ-ზაფხულ კრეფენ აბრეშუმის პარკებს და აკეთებენ აბრეშუმს. ძველად, აბრეშუმის ჭია ამ ქვეყნის გარეთ არსად იპოვებოდა და არც თუთის ხე იზრდებოდა სადმე. ამიტომ ჩინელები აბრეშუმს მამასისხლად ჰყიდდნენ. მაშინ აბრეშუმეული ისე ძვირი იყო ჩვენს ქვეყნებში, რომ ძალიან მდიდარ ხელმწიფის ცოლებსაც კი უჭირდათ ფარჩის ტანისამოსის ყიდვა. 

ჩინელებს უნდოდათ, რომ აბრეშუმის კეთება მათგან არავის ესწავლა და მათი მოგება არ შემცირებულიყო; ამიტომ ქვეყნის მმართველობამ გასცა სასტიკი ბრძანება, ყველა ჩვენი ქვეყნიდან სხვაგან წამსვლელი კარგად გაჩხრიკეთ ხოლმე, რომ არავინ გააპაროს აბრეშუმის პეპელა, ჭია და ან თესლიო (ჭიის კვერცხები).

დიდხანს ვერავინ მოახერხა ჩინეთიდან აბრეშუმის ჭიის გამოპარება. ბოლოს ეს გაბედა ჩინეთში ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩასულმა ორმა ფრანგმა მღვდელმა. მოგზაურობის დროს მღვდლები გულდასმით დააკვირდნენ ჩინეთში ჭიის მოვლისა და აბრეშუმის კეთების პროცესს. შემდეგ გააკეთეს გულამოფუღუროებული ჯოხები ასახდელი თავებით და ჩუმად გაავსეს აბრეშუმის ჭიის კვერცხით. 

როცა ისინი ჩინეთიდან გამოდიოდნენ, ყველა ნივთი დაწვრილებით გაუსინჯეს, მაგრამ არავის მოუვიდა ფიქრად, რომ ყურადღება მიექცია მათი ჯოხებისათვის, რომელიც სრულიად უბრალო ჯოხებსა ჰგავდა. ასე გამოიტანეს ჩინეთიდან ამ მღვდლებმა აბრეშუმის ჭიის კვერცხი.

მას შემდეგ ჩვენს ქვეყნებში იმდენად გავრცელდა აბრეშუმის ჭია, რომ მისი პარკებიდან ეხლანდელ დროში დიდი რაოდენობით აბრეშუმეულს ამზადებენ.. ამიტომ აბრეშუმი ძალიან გაიაფდა. ადრე ხელმწიფის ცოლებსაც იშვიათად ეცვათ აბრეშუმის ტანისამოსი, ახლა ლამაზი ფარჩეულით სოფლის გლეხის ქალებიც კი კოხტაობენ 

 

II

 

აბრეშუმის ჭიის ცხოვრება და მოქმედება მეტად საინტერესოა. აი, აბრეშუმის პეპელამ დაყარა პაწაწუნა, ქინძისთავის ოდენა კვერცხები. ეს კვერცხები პატრონმა გაზაფხულზე გაამზეურა. მზის სითბომ რამდენიმე დღში კვერცხის გულში გაზარდა ჭია, რომელიც დახვეული იდო შიგნით, როგორც წიწილა დევს ხოლმე ქათმის კვერცხში.

ეს ჭია ისეთი პატარა იყო, რომ ერთი ბეწო ნაჭუჭში ადვილად თავსდებოდა. როცა მას ვიწრო სათავსოში წოლა მოსწყინდა და შიმშილმაც შეაწუხა, მაშინ, საპყრობილეში მყოფივით გარეთ გამოძრომა მოინდომა. მაგრამ როგორ გამოვიდოდა მაგარი ნაჭუჭის გარეთ? პატარა ჭიას ორი მაგარი ყბა აქვს და მათი შემწეობით დაუწყო ნაჭუჭს კბენა და ხვრეტა.

აი გაიკეთა პატარა ჭუჭრუტანა და პირველად დაინახა სინათლე. მერე მთელი ნახევარი დღე იმუშავა და ეს ჭუჭრუტანა ისე გაადიდა, რომ თავისუფლად გამოძვრა გარეთ. აი ჭიამ გაიზმორა და შეჰხარა მზის თბილს სინათლესა და თუთის მწვანე ფოთოლს, რომელიც პატრონისაგან წინასწარ მისთვის იყო დამზადებული.

რთული სამუაშოს შემდეგ ჭია შიმშილს გრძნობს და ორივე თვალით ხედავს ახლოს გემრიელს საჭმელს. თექვსმეტის ფეხის შემწეობით, რომელთაგან ექვსი წინ აბია და ათი უკან, მიცოცდა თუთის ნორჩს ფურცლებთან, დაუწყო ჭამა, და როგორი ჭამა! დღე და ღამე განუწყვეტლივა ჭამდა, პირი აღარ გაუჩერებია. მაგრამ, რაც უნდა ბევრი ეჭამა, თუთაზე ფოთლებს ვერ გამოლევდ, იმიტომ რომ თუთას დაუღალავად და ბეჯითად გამოჰქონდა ახალ-ახალი კოკორი. ბევრი ჭამისაგან აბრეშუმის ჭიას მუცელი ისე გაებერა, რომ სარტყელის შემორტყმა დამშვენდებოდა. მალე კანი დაუვიწროვდა და შიგნით ხორცი აღარ ეტეოდა. მაშინ შეწყვიტა ჭამა, მოიბუზა, თანდათან გაყვითლდა, მძიმე ავადმყოფს და მომაკვდავს დაემსგავსა. მერე  როგორღაც მოატრიალა თავი და თავზე კანი გადაუსკდა. ჭია გამოძვრა თავისივე კანიდან და ძველი ქერქი მიწაზე დატოვა.

მაშ აბრეშუმის ჭია შიშველი დარჩა? - სულაც არა, რადგან ძველს კანს, ქვეშ ახალი კანი მანამდე ამოუვიდა. ჭიამ კიდევ უფრო მადიანად მიჰყო პირი ჭამას და იქამდი თქვლიფა თუთის ფოთოლი, ვიდრე ახალი კანიც არ დაუვიწროვდა და მალე მეორედაც არ გაძვრა. ეს "ტანისამოსის გამოცვლა" მოხდა ოთხჯერ და ამ გზით ერთი ბეწო ჭიისაგან, რომელიც პაწაწინა კვერცხიდან გამოძვრა, ექვსი-შვიდის კვირის განმავლობაში გაიზარდა თითის ოდენა ჭია.

 

III

 

იმ ფოთლების წვენიდან, რომელსაც სჭამდა ისეთი გაუმაძღრობით, ჭიას სხეულში დაუგროვდა ბევრგვარი მასალა, უმეტესად-კი ის ნივთიერება, რომლისაგანაც ქსელს აბამს ობობა. ამ წებოიანი წვენიგან მან გამოუშვა წვრილი და წმინდა ძაფი, მიაბა ხის ტოტზე და სარტყელივით გარს შემოიხვია. შემდეგ იწყო გამუდმებით ტრიალი და ამ დროს მისი ტანიდან გამოდიოდა მეტად წვრილი ძაფი და გორგალივით გარს ეხვევოდა. ჭიის მოქმედება ამ დროს მოგაგონებდათ პატარა გოგოს, რომელიც თითისტარზე მარდად ახვევს ძაფს. ამგვარად იტრიალა ჭიამ რვა დღე ისე, რომ ერთხელაც არ გაუწყვეტია ძაფი. ბოლოს გამოიყვანა მოგრძო, წმინდა აბრეშუმის პარკი, რომელსაც ნახევარის თითის სიგრძე ჰქონდა და იყო თეთრი-მოყვითელო ფერის.

პარკის გარეთა პირს მრავალი აწეწილი და გადახვეულ-გადმოხვეული ძაფი შეადგენდა, შიგნითა პირი კი შედგებოდა მხოლოდ ერთი სწორედ დახვეულის ძაფისაგან, რომელსაც დაახლოებით ას ოცდარვა საჟენი სიგრძე ჰქონდა. პარკის შუაგულში ჭიამ დატოვა ცარიელი ადგილი, სადაც გამხდარმა და გადაღლილმა დასვენებას მისცა თავი. ამ პერიოდში ექვსი კვირა სულ ჭამაში გაატარა, ოთხჯერ კანი გამოიცვალა, რვა დღეს განუწყვეტლივ იტრიალა, დაართო და ახვია ძაფი, ახლა კი სთვლემდა.

ბოლოს ჭიამ უკანასკნელად გაიხადა თავისი სამუშაო ტანისმოსი. რადგან პარკში სირბილი საჭირო აღარ იყო, ამისთვის ტანსაცმელთან ერთად ჭიამ ფეხებიც დაყარა. თვალებს საცქერელი არაფერი ჰქონდათ, რადგანაც ჭიის ოთახი ბნელი იყო; ყბებიც უსაქმოდ უნდა ყოფილიყო, რადგანაც ჭია საჭმელს მოკლებული იყო. ამიტომ ჭიამ ეს ყველაფერი მოიშორა და დააწყო ერთად: თვალები, ფეხები, ყბები, ბალანი და კანი, სწორედ ისე, როგორც ხელოსანი დღესასწაულის წინ იარაღს აწყობს და იხდის გათხუპნულს ტანისამოსს.

ჭია თითქო მოკვდა; იდო გაუნძრევლად, უთავოდ და უფეხოდ, უპიროდ და უთვალოდ. ახლა იმისი კანი, რომელიც აქამდე რბილი იყო, რაც უფრო ბევრი დრო გადიოდა, იმდენად უფრო მაგრდებოდა. მის გარშემო სიბნელე იყო, ჰაერი თითქმის არ ჩადიოდა, ჭია იდო გაუნძრეველი, როგორც სარკოფაგში. ამ დროს ყველა იფიქრებდა, რომ ჭია ახლა მოსვენებაშია თავისის ხანგრძლივი შრომის შემდეგ, ან იქნება კიდეც მოკვდაო, მაგრამ ეს აზრი უსაფუძვლო იქნებოდა, იმიტომ რომ სწორედ ეხლა ცდილობდა ეს გაუნძრეველი სულიერი მოეხდინა ისეთი რამ, რაც ყველა მისს ნამოქმედარზე უფრო გასაკვირი იქნებოდა.

მკვდრად ჩათვლილმა მწერმა გამაგრებული კანის ქვეშ რიგიანად და ლამაზად დაალაგა თავისი ახალი სხეული; თოთხმეტი დღის შემდეგ მიხაკისფერი კანი გაიხსნა და იქიდან გამოვიდა პეპელა ორი დიდი თვალით და თავზე ქოჩორით, ხოლო მუცელი შემოსილი ჰქონდა სუფთა ხშირი ღინღლით. მისი აგებულება ამტკიცებდა, რომ იგი უნდა დამტკბარიყო  მზის შუქზე და თბილ ჰაერში სიცოცხლით, მაგრამ როგორ გამოვიდა ეს პეპელა თავისი საპყრობილიდან? ფეხები ძალიან სუსტი ჰქონდა, მჭიდროდ დახვეულ ძაფს ვერ დასწყვეტდა, კბილები საერთოდ არ გააჩნდა. მართალია, ჰქოდა პაწაწინა ნაზი ენა, მაგრამ იმითი შეეძლო მხოლოდ ყვავილების ტკბილი წვენი ეწუწნა.

პეპელა უთუოდ შიმშილით მოკვდებოდა პარკში, ბუნებას რომ მისთვის სხვა იარაღი არ მიეცა. იმ წებოვანი წვენის გარდა, რისგანაც ჭიამ პარკი გააკეთა, მას სხეულში სხვა წვენიც ჰქონდა, რომელითაც პარკი ერთ ადგილას დაასველა. წვენმა ეს ადგილი ამოსჭამა, რის გამოც პეპელას გარეთ გამოსასვლელი ჭუჭრუტანა გაუკეთდა.

პატრონმა პეპელას სხვა ამხანაგებს პეპლად გადაქცევა არ დააცალა, იმიტომ, რომ როცა პეპელა პარკში ჭუჭრუტანას გააკეთებს და ქსელს გაწყვეტს, აბრეშუმი სრულიად უვარგისი ხდება. ამიტომ პატრონმა პარკები ადუღებულ წყალში გამოხარშა და ჭიები შიგ ჩახოცა. ჩვენი პეპელას გარდა, მხოლოდ რამდენიმე პეპელას მისცა გარეთ გამოსვლის ნება, რადგან ისინი სათესლედ უნდოდა.

თითო პეპელამ ხუთასამდე კვერცხი დადო. 

პატრონმა გამოხარშული პარკებისაგან წვრილი ძაფი ამოახვია; მერე სიმაგრისათვის რამდენიმე ძაფი ერთად დაგრიხა. ასე გაკეთებული აბრეშუმი სხვადასხვა ფერად შეღება და შემდეგ მოქსოვა მშვენიერი ფარჩები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ