მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 266 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თუ ზაფხულობით მინდორში გაგივლიათ, კალია უთუოდ ნანახი გეყოლებათ. ეს პატარა არსება მინდვრის ნათესის საშინელი მტერია. არც ერთ ცხოველს არ შეუძლიან იმდენი ზარალი მიაყენოს მხვნელ-მთესველს და ისე აუოხროს ჭირნახული, როგორც კალიას.

მკათათვე იყო. საქართველოში ნათესისთვის მშვენიერი ამინდი იდგა. ყველა მეტად უხვ მოსავალს მოელოდა. გლეხები გაყვითლებულს პურს, მოღაღანე სიმინდს და ფეტვს შეჰხაროდნენ და დოვლათის შემატებას მოელოდნენ. მკის დრო მოახლოვებული იყო. მაგრამ აი ერთი დილით, შორს ცაში გამოჩნდა რაღაცა მოშავო გუნდი; ეს გუნდი თანდათან დიდდებოდა და ახლოვდებოდა. მცხოვრებლებმა შეშფოთებით დაიწყეს მაღლა ცქერა და უცებ მოისმა ხმა: კალია, კალია!

ყველას თავზარი დაეცა. კაცები, ქალები, ბავშვები გამოცვივდნენ გარეთ, დაავლეს ხელი თაბხებს, ტაფებს, ტასტებს, დაუწყეს რაკუნი ჯოხებით, მორთეს  ხმამაღლა წივილ-კივილი, ატეხეს ერთი საშინელი რახა-რუხი, ხმაური და ღრიანცელი. ამ ხერხით უნდოდათ დაეფრთხოთ კალიების გუნდი, რათა ისინი არ დაშვებულიყვნენ მათ მინდვრებზე და სხვა მიმართულებით წასულიყვნენ. თან საჩქაროდ გააკეთეს თივის, წივის, ვაზის წალმის გროვები  და მოუკიდეს ცეცხლი. კვამლის სვეტებმა ცა შავად შეღება, მაგრამ კალიებმა ყურიც არ გაიბერტყეს. უთვალავი გუნდი სოფელს თანდათან მოუახლოვდა მოწმენდილ ცაზე და სწრაფად დაეშვა ძირს მინდორზე.

საშინელი წივილ-კივილი შეექმნათ მცხოვრებლებს. მათ კარგად იცოდნენ, რა აოხრებაც მოელოდათ. როცა რამდენიმე საათის შემდეგ კალია ისევ აიშალა სხვაგან წასასვლელად, მთელი ნათესი მოშიშვლებული იყო. მინდორშიც ვეღარ ნახავდი გადარჩენილ ბალახს და ჭაობებში ჩალის და ლერწმის კვალს. ადამიანს ეგონებოდა, საშინელ ცეცხლს გადაუწვავს მთელი არე-მარეო. სულ რამდენიმე საათში, კალიამ სოფლის მაცხოვრებლებს გუშინდელი სიხარული საშინელ მწუხარებად გადაუქცია.

ამისთანა შავს დღეს აყენებს კალია ბევრ სხვა ქვეყნებსაც. მხოლოდ ცივი ქვეყანები არიან დაცული მის თავდასხმისგან, რადგან იქამდე კალია ვერ აღწევს ხოლმე. კალიამ რომ ერთი და იგივე ქვეყანა ამოირჩიოს ესტუმროს მას რამდენიმე წლის განმავლობაში, ამ ქვეყანას მთლად ააოხრებს, გაატიალებს და უდაბნოდ გადააქცევს: იქ ერთი მცხოვრებიც ვეღარ გადარჩება. მაგრამ კალია ფრენის დროს სხვადასხვა გზას ირჩევს: წელს რომ ერთს ქვეყანას ეწვევა, შემდეგ მეორეს დაესხმება თავს, იქითა მესამეს დაეცემა და სხვა.

დიდხანს ზედმიწევნით არ იცოდნენ, საიდან ჩნდება და როგორ იზრდება კალია, მაგრამ ეხლა მეცნიერების წყალობით კალიის შესახებ ყველაფერია ცნობილი. საქართველოდან რომ სამხრეთისკენ გაემგზავროთ, ჯერ სომხეთში ჩახვალთ და რამდენიმე კვირის შემდეგ მიადგებით ერთ დიდსა და უდაბურ ადგილს, რომელიც დევს ორ დიდ მდინარეს შუა: ერთს მდინარეს ტიგროსი ქვია, მეორეს ევფრატი. ამ უდაბურ ადგილს წვიმა ძალიან იშვიათად ეღირსება ხოლმე და ამიტომ მზისგან სრულიად გადამხმარია. ეს გამხმარი და მხურვალე ადგილი კალიის სამშობლოდ ითვლება. აქედან ხშირად გაუტევს ხოლმე ეს მწერი ხან აღმოსავლეთისკენ, ხან სამხრეთისკენ და ხან ჩრდილოეთისკენ.

მარიამობისთვის დასასრულს, დედა კალია თავისი ბოლოთი, რომელზედაც ნემსივით ოთხი წვეტი აბია, პატარა ორმოს თხრის და, როცა ღრმად ჩავა მიწაში, მაშინ სამოცამდე  ყვითელ კვერცხს დებს. ეს კვერცხები პურის მარცვლების ოდენა ძლივს არის. ამის შემდეგ ორმოს მიწას აყრის და თვითონ იქვე კვდება. კვერცხები მთელ ზამთარს მიწაში აწყვია. თუ შემდეგი გაზაფხული წვიმიანი არ იქნა და წყალმა კალიის კვერცხები არ წალეკა, მაისში გამოიჩეკებიან ჭიანჭველების ოდენა პატარა კუტი-კალიები.

პირველი ორის კვირის განმავლობაში კუტი-კალია ისეთი სუსტია, რომ ერთ ადგილას არის გაჩერებული, რადგანაც მოძრაობა ძალიან უძნელდება. ამ დროს ის მხოლოდ ნორჩი და ნაზი მცენარეებით იკვებება. მაგრამ როცა კალია გაიზრდება და მოღონიერდება, მთლად მოაშიშვლებს ხოლმე ის ადგილს, სადაც დაიბადა და საჭმლის საშოვნელად სხვაგან დააპირებს წასვლას. უთვალავი კალია ერთად მოიყრის თავს სამგზავროდ. კალიათა უზარმაზარ გუნდს სიგანით უჭირავს ერთი და სიგრძით ორი ვერსი.

კუტი-კალია დაიძვრება და გასწევს პირდაპირ წინ, თითქოს გაბმულ ლარს მისდევსო. კალია დღეში ხუთ ვერსამდე მანძილს გადის და ამ დროს ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაფერხებს. სოფელი დაუხვდებათ, გზას არ აუქცევენ, ზედ გადაივლიან; მდინარეს მიადგებიან, წყალზე გაცურდებიან. გზაზე ბევრი მწერი შინაური საქონლისაგან იჭყლიტება, მრავალი ფრინველების მსხვერპლი ხდება, მილიონობით წყალში ირჩობა, მაგრამ კალიის ურიცხვ ქარავანს შემცირება სრულიად არ ეტყობა.

კუტი-კალიის შეშინება, ან გზის შეკვრა სრულიად შეუძლებელია. თუ წინ კალიების გუნდს ახალი მწვანე ჭირნახული დახვდა, ისე მოაშიშვლებს, რომ ადამიანის მოპარსულს თავს დაამსგავსებს. მინდვრების გადარჩენა ამ საშინელი მწერისგან მარტო ცეცხლს შეუძლია, მაგრამ ცეცხლის მოკიდება შეიძლება მხოლოდ იმისთანა უდაბურ და განმარტოვებულ ადგილზე, რომელიც სოფლებსა და სახნავ-სათესს მოშორებულია.

კუტი კალია ოთხჯერ იცვლის ხოლმე ქერქს. მეოთხედ გამოცვლის შემდეგ, ქერქიდან დაფრთიანებული გამოდის. ამის შემდეგ კალია ტოვებს დედამიწას, ჰაერში ადის და მიფრინავს; დღეში ორმოც ვერსამდე მანძილს გადის და ეძებს ნაყოფიერ ადგილებს, სადაც ნოყიერი საჭმელი უხვად არის.

ფრთიანი კალიის გზა ქარზე არის დამოკიდებული. საითკენაც ქარი ჰქრის, კალიაც იქით მიფრინავს. როცა მოღრუბლული დღეა, მაშინ ფრენა მიწასთან ახლოს იცის. თუ გზაზე წვიმამ მოუსწრო, კალია მაშინვე ძირს დაეშვება. კალია მარტო დღისით არ დაფრინავს; თუ მოწმენდილი თბილი ღამეა, მოგზაურობას არ წყვეტს. მიწაზე, დასასვენებლად, მხოლოდ შუა-ღამის შემდეგ ჯდება. დილით, ნამს აიღებს თუ არა, კალია ისევ აიშლება ხოლმე. დასაჯდომად კალია ირჩევს მყუდრო ადგილს, სადაც ქარი არ ხვდება. დასხდომის დროს მწერები საშინელ ალიაქოთში არიან: ერთმანეთს ეჯახებიან, კბენენ, ზედი-ზედ ასხდებიან და უნდათ, რომ  სხვებზე სწრაფად დაიკავონ უფრო კარგი ადგილი.

გახარებული ფრინველები გუნდ-გუნდად გამოეშურებიან და დაერევიან ხოლმე კალიას; მათთვის ახლა სწორედ აღებ-ღამეა, მაგრამ მხვნელ-მთესველისათვის-კი შავი დღეა. იმისი ჭირნახული რამდენიმე დღეში ისე ქრება, თითქოს დათესილი არც კი ჰქონდეს.

ეს მავნე მწერი მწერი დიდხანს არ ცოცხლობს. ოთხის კვირის შემდეგ კალიები პოულობენ უდაბურ ადგილს, მიწაში კვერცხებს დებენ და იხოცებიან. დახოცილი კალია, მიწისთვის ჩინებული სასუქია. ამას გარდა ბევრ ქვეყნებში მოხრაკული კალია იქაური მაცხოვრებლების საყვარელ კერძს წარმოადგენს. ეგვიპტეში ისე მოსწონთ ეს საჭმელი, რომ "კალიაობას" ყველანაირი ხორაგეული მეტად იაფდება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ