მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 800 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მამლაყინწა და ქათამი დამეგობრდნენ. დაიწყეს ერთად და ძმურად ცხოვრება. 

ერთხელ გაზაფხულზე მამლაყინწა ბაღში გაიქცა და მკვახე მაყვალს დაუწყო კენკვა. ქათამი უკან დაედევნა და ეუბნებოდა: ნუ სჭამ, ძმობილო, მაგ მწვანე მაყვალს, მოითმინე, სანამ დამწიფდებოდეს, თორემ გაწყენსო.

მამლაყინწამ არ დაუჯერა, ბევრი მაყვალი კენკა, ავად გახდა და სახლამდე ძლივს მიაღწია. „ვაიმე, ვაიმე, - ყვიროდა მამლაყინწა, - უბედურება მეწია, ვკვდები, დაო, ეკვდები!“ 

ქათამმა პიტნის ჩაი დაალევინა, ოფლი მოადინა და თავისი ძმობილი მოარჩინა. 

მამლაყინწა, როგორც კი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მინდორში გაიქცა. აქეთ-იქით ირბინა, იხტუნა, გახურდა და ოფლმა დაასხა. ამ დროს მოსწყურდა და ცივი წყლის დასალევად რუზე გააიქცა. 

ქათამმა დაინახა და დაუძახა: მოითმინე, ძმობილო, ცოტა დაისვენე, ოფლი შეიშრე და მერე დალიე წყალი, თორემ გაცივდები და ავად გახდებიო. 

მამლაყინწამ ქათამს არ გაუგონა, დაღლილ გულზე ცივი წყალს დაეწაფა და ციებამ მაშინვე ძაგძაგი დააწყებინა. 

ქათამმა გაჭირვებით მიიყვანა სახლამდე მეგობარი, დააწვინა და ექიმთან გაიქცა. ექიმმა მწარე წამალი დაუნიშნა. მამლაყინწამ ლოგინში ბევი იკვნესა, მაგრამ საზამთროდ მაინც გამოჯანმრთელდა. 

როცა გარეთ გამოვიდა, მამლაყინწამ გაყინული რუ დაინახა და ყინულზე სრიალი მოინდომა, ქათამი კი ეუბნებოდა: დაიცადე, ძმობილო, ყინული ჯერ თხელია, გასქელდეს და მერე ისრიალე რამდენიც გინდა, თორემ ჩაგემტვრევა და დაიხრჩობიო.

მამლაყინწამ არც ახლა გაუგონა თავის დობილს და ყინულზე სრიალი დაიწყო. ყინულმა მართლაც ვერ გაუძლო და ჩატყდა, მამლაყინწა წყალში ჩავარდა და დაიხჩო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ