მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 312 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ცხოველი საჭმელს პირით ჭამს; მცენარესაც თავისი საჭმელი მიწიდან ამოაქვს ფესვებით. ცხოველი ჰაერს პირით და ცხვირით ისუნთქავს, მცენარეშიც ჰაერი ფოთლებიდან და ტოტებიდან შედის.

ცხოველი იზრდება; მცენარე ჯერ პატარაა, მერე ტანს აიყრის ხოლმე. ცხოველი რამდენიმე ხნის შემდეგ კვდება, ბოლოს მცენარეც ბერდება, ხმება და ლპება. ცხოველები გაზაფხულზე და ზაფხულზე შვილებსა შობენ ხოლმე; მცენარეებიც ამ დროს ჯერ აყვავდებიან, მერე ნაყოფსა და თესლს მოისხამენ. ზამთარში ცხოველები არ მრავლდებიან, მცენარეებიც ამ დროს ნაყოფს არ ისხმენ.

ერთი სიტყვით, ცხოველი და მცენარე ერთმანეთს იმითი გვანან, რომ ორივენი ცოცხლობენ.

მაგრამ ამათ შუა განსხვავებაც დიდია. ცხოველი ფეხზე დამდგარი დიდხანს ვერ გაძლებს, მალე დაიღლება, ან სიარული უნდა დაიწყოს, ან დაწვეს და დაისვენოს. მცენარე თავისს სიცოცხლეში ერთს ადგილზე არის ამართული და დაღლა არ იცის.

მცენარე მუდამ იქ იმყოფება, სადაც პირველად ამოვიდა, და ადგილს ვერ გამოიცვლის, თუ ადამიანმა არ გადარგო. ცხოველები კი თავისი ნებით იცვლიან ადგილს. მაგალითად: ცხენები და ძროხები დადიან, მხეცები დარბიან, ფრინვლები, პეპელები და ბუზები დაფრინავენ, თევზები დაცურავენ, მატლები დაცოცავენ. მაგრამ ხესა და ბალახს თავისი ნებით არ შეუძლია: არც სიარული, არც ფრენა, არც ცოცვა და სხვა მოძრაობა.

ცხენი როცა უნდა ფეხებს ადგამს, კუდს იქნევს, ყურებს ანძრევს და სხვა ნაწილებს ამოძრავებს. ყველა ცხოველს შეუძლია საკუთარი ნებით სხეულის ყველა ნაწილი მოძრაობაში მოიყვანოს. მცენარეებზე კი ფოთლები და ტოტები ინძრევა მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე, ან რამე გაანძრევს. თავისი ნებით მცენარეს არ შეუძლიან გაინძრიოს არც ფოთოლი, არც ტოტები, არც ყვავილი, არც ფესვები. მაშასადამე, ცხოველებს მინიჭებული ქონიათ დამოუკიდებელი მოძრაობის უნარი, მცენარე კი მოკლებულია ამ თვისებას.

ცხენს, ფრინველს, ნადირს თავისი და სხვისი ხმაური ესმის; ხეს, მცენარეს არაფერი არ ესმის. ცხოველი ხედავს, მცენარეს ხედვის უნარი არ გააჩნია. ცხენმა, აღლმა და სხვა ცხოველებმა სუნი, გემო იციან. ერთი სიტყვით, ყველა ცხოველს ხუთი გრძნობა აქვს; მცენარეს კი არა აქვს არც მხედველობა, არც სმენა, არც ყნოსვა და არც სხვა გრძნობა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ