მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 265 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ცხოველი და ადამიანი ერთმანეთს იმითი გვანან, რომ ორივეს სიცოცხლე აქვს მინიჭებული, ესე იგი იბადებიან, იკვებებიან, სვამენ, იზრდებიან, მრავლდებიან, მერე ბერდებიან და ბოლოს იხოცებიან. ამ მხრივ ადამიანს მცენარეც გავს. ამას გარდა, ცხოველივით ადამიანსაც თავისუფალი მოძრაობა შეუძლია: როცა უნდა, ფეხზე სწორად დგას, როცა უნდა, წევს, ხან დადის, ხან დარბის. ცხოველივით ადამიანს შეუძლიან ამოძრაოს სხეულის ყოველი ნაწილი: ხელი, ფეხი, თავი, ტანი და სხვა.

როგორც ცხოველს, ისე ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს. ორივეს გააჩნია მეხსიერება; ცხოველები ადამიანივით მოსაზრებას იჩენენ: თავის დაცვაში, საჭმლის შოვნაში, ბინის ძებნაში, ბუდის კეთებაში, შვილების ყოლაში, მათს აღზრდაში და სხვა მოქმედებებში.

მაგრამ ადამიანს და ცხოველს შორის განსხვავება ბევრად უფრო დიდია.

ადამიანი ყოველ თავის გრძნობას, სურვილსა და მოსაზრებას სიტყვით წამოსთქვამს ხოლმე. ეს არანაირ პირუტყვს არ შეუძლია. ცხოველი მეტყველებას მოკლებულია. მას მხოლოდ შეუძლია სხვადასხვა ხმით გამოხატოს თავისი შინაგანი მდგომარეობა, ისიც გაურკვეველად. აზრის ანუ სურვილის სიტყვით გამოთქმა ცხოველისთვის სრულიად შეუძლებელია.

წარმოდგენის ნიჭიც მარტო ადამიანის საკუთრებაა. მას შეუძლიან გონებაში ცხადად წარმოიდგინოს შორეული საგნები, რომელიც ცხოველზე სრულიად არ მოქმედებს. ყველა განათლებულ ადამიანს ახსოვს კაცობრიობის წარსული ცხოვრება, ფიქრობს მომავალზე და სხვა. ამიტომ ადამიანი მარტო აწმყოს არ სჯერდება, იგი ცხოვრებს წარსულითაც და მომავალითაც. ამ ნიჭს ცხოველები სრულიად მოკლებულნი არიან; მათ გონებაში მხოლოდ ის იხატება, რაც თვალწინ უდგათ, რასაც ხედავენ და გრძნობენ.

შორეულის საგნის ცხადი წარმოდგენა, თუნდაც ეს საგანი პირუტყვს რამდენჯერმე ენახოს, მისთვის შეუძლებელია. აწმყოს ცხოველის გონება ვერ გასცილდება, მისთვის არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი. ამიტომ თავისის ტომის ისტორიის ცოდნა პირუტყვებისთვის შეუძლებელია.

მიზეზთა გამოძიების ნიჭიც მარტო ადამიანის თვისებაა. რად გვშორდებიან ზამთრობით ფრინვლები; საიდან ჩნდება წვიმა, თოვლი, სეტყვა; ზამთარში რადა ცივა და ზაფხულში რად ცხელა, - ეს აზრები ყველა მახვილგონიერ ბავშვს მოსდის გონებაში. როცა ჭკუა მოემატება, მაშინ უფრო სერიოზულ საგნებზედ დაიწყებს კითხვას: ვინ გააჩინა ადამიანი ქვეყანაზე? ვინ შექმნა ქვეყანა? ცაში ვარსკვლავები ვინ ჩამოკიდა? ერთი სიტყვით, ადამიანი ყოველი საგნისა და მოქმედების მიზეზს იძიებს. ამ ნიჭს ცხოველები სრულიად მოკლებულნი არიან.

მართალია გონიერი ცხოველები: ძაღლი, სპილო, მაიმუნი ზოგიერთ თავის მოქმედებაში გარკვეულ ნიჭს იჩენენ, მაგრამ ძალიან მცირედს. უბრალო მაგალითი მოვიყვანოთ: ცხენი საბლით ხეზე არის საძოვრად მიბმული, გარშემო ტრიალი დაიწყო და მთელი საბელი ხეზე შემოეხვია; ცხენი ბალახს ვეღარა წვდება და შიმშილი აწუხებს. პირუტყვს არასდროს არ მოუვა აზრად, რომ თავისის ცუდი მდგომარეობის მიზეზი გამოიძიოს. იმდენს ვერასდროს ვერ მოიაზრებს, რომ უკუღმა გატრიალდეს და საბელი ხეს მოაშოროს. რასაკვირველია, ზემოთ მოყვანილი კითხვები ცხოველებს სრულიად არ მოუვათ გონებაში. ამიტომ ცხოველებს ქვეყნის შემოქმედ ღმერთზე არავითარი წარმოდგენა არა აქვთ.

ადამიანს გაუმჯობესების ნიჭი და სურვილი აქვს. ყველა ბავშვს უნდა, რომ ჭკვიანი, კეთილი და სახელოვანი კაცი გამოვიდეს. ყველა ადამიანი ცდილობს თავისი ცხოვრება და გარემოება უფრო და უფრო გააუმჯობესოს. ამ სურვილს საზღვარი არა აქვს. სწავლულ კაცს უფრო მეტი სწავლა სურს, მდიდარს, კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე, ოსტატს - უკეთესი ოსტატობა. ცხოველები ამ გვარ სურვილს და ნიჭიერებას თითქმის არ იჩენენ. რაც იციან, იმაზედ მეტი სწავლა არა სურთ. ბევრი ფრინველი ოსტატურად აკეთებს თავის ბუდეს, მაგრამ ოსტატობაში წარმატებაზე სულაც არ ზრუნავს, და როგორც ყმაწვილობაში იკეთებდა ბუდეს, სიბერეშიც ისეთს იშენებს. ამიტომ ადამიანები თანდათან, უფრო და უფრო წინ მიდიან განათლებით და კეთილი ცხოვრებით, პირუტყვები კი ისევ იმ მდგომარეობაში არიან, როგორშიც უწინ იყვნენ.

ადამიანს ესმის, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. როცა კეთილს საქმეს აასრულებს, გულში სიამოვნებასა გრძნობს; როცა ბოროტს ჩაიდენს, მაშინ წუხს და გულში იტანჯება. ერთი სიტყვით, ადამიანს სინდისი აქვს, რომელიც კეთილისთვის აჯილდოებს და ბოროტისთვის სჯის. პირუტყვი ამ ნიჭსაც მოკლებულია. იმისთვის კეთილი და ბოროტი ორივე ერთია, განსხვავებას ვერა ხედავს. როცა მავნებელ საქმეს ჩაიდენს, პირუტყვი არ წუხს; როცა სასარგებლო რამეს მოიმოქმედებს, სიამოვნებას არა გრძნობს.

ვთქვათ, ადამიანს ჩხუბში კაცი უნებურად შემოაკვდა; ამის შემდეგ სინდისი აღარ ასვენებს, აწუხებს და წვავს. ცხენმა წიხლი კრა თავისს პატრონს და სული გააყრევინა; რასაკვირველია, დიდად ბოროტი საქმეა, მაგრამ ცხენი წუხილს არ გრძნობს. სახლს ცეცხლი წაეკიდა, პატარა ყმაწვილი შიგ მოჰყვა, ერთი გულადი კაცი ცეცხლში შევარდა, ყმაწვილი გამოიტაცა და სიკვდილს გადაარჩინა. რასაკვირველია, სინდისი მას დიდს სიამოვნებასა და კმაყოფილებას აგრძნობინებს. ვთქვათ, სახლში ქურდები შეიპარნენ, ძაღლმა შეიტყო, ყეფა ასტეხა, პატრონი გააღვიძა და სახლი გატეხვას გადაარჩინა. კეთილი საქმეა, მაგრამ ძაღლს არ უხარიან, სასარგებლო საქმე ჩავიდინეო.

ადამიანს შეუძლიან შიოდეს, საჭმელი ჰქონდეს, მაგრამ მოითმინოს და არ ჭამოს; წყუროდეს და წყალი არ დალიოს; ძილი ერეოდეს და არ დაიძინოს. ერთი სიტყვით, ადამიანს შეუძლია თუ მოინდომა თავისი სურვილები აკონტროლოს. მაგალითად: მარხვაში ზოგს სახსნილოს ჭამა უნდა, მაგრამ ითმენს; დიდ-მარხვაში ზოგი რამდენიმე დღით პურს სულ არ გაიტარებს პირში, თუმცა საშინლად შია. ერთი სიტყვით, ადამიანი თავისუფალია. პირუტყვებს არც ეს თვისება აქვთ მინიჭებული. თავისი სურვილის სრულნი მონანი არიან, - მოთმინება სრულიად არ იციან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ