მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 347 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

ბულბული პატარა, მშვიდი, ფრთხილი და ამპარტავანი ფრინველია; გარეგნულად ჩიტს გავს, მაგრამ ცოტა უფრო წვრილი და ლამაზის ტანი აქვს. მიუკარებელი არ არის და ადამიანს ადვილად ენდობა; მისდა საუბედუროდ, ამის გამო ბულბულის დაჭერა ადვილია.

ხეზე მაღლა ჯდომა არ იცის; ადამიანის სიმაღლეზე ზის და ფრთები დაუდევრად აქვს ჩამოშვებული, ბოლო კი აშვერილი. მიწაზე სწორად ჯდომა ეხერხება და მარდადაც დახტის.

ბულბული ჭამს სხვადასხვა ჭიას, რომელსაც მიწაში ქექვით ეძებს და პოულობს. მისი საყვარელი საჭმელი ჭინჭველის კვერცხებია. არც მწიფე მარწყვსა და მაყვალს იწუნებს. წყალს მალ-მალე სვამს; ჭამის შემდეგ ყოველთვის წყლისკენ მიიჩქარის. როცა თბილი დარია, ყოველ დღე წყალში ბანაობს. ბულბული ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ზაფხულობით მოფრინდება ხოლმე; სხვა დროს თბილ ქვეყნებშია.

გაზაფხულზე ბულბული რომ დაბრუნდება, თავის ძველ ადგილს მოძებნის და ამ ადგილს სხვას არ დაუთმობს. ერთის წლის ბულბულები ბევრს წვალებას გამოივლიან: მოუსვენრად ეძებენ მოხერხებულ ადგილს საცხოვრებლად და ბუდის გასაკეთებლად. ბუდის გაკეთება ბულბულს წყლის ახლო უყვარს, ხშირ ჯაგებში, უფრო კი კუნელის ბუჩქებში.

მაისის დამდეგს დედალი დებს ოთხ ან ხუთ კვერცხს; მამალი ბულბული ეხმარება შვილების გამოჩეკაში და გაზრდაში. სამი კვირის შემდეგ ბარტყებს ფრენა შეუძლიათ და ამის შემდეგ დედ-მამა ცდილობს თავის ქორფა ბარტყებს გალობა კარგად ასწავლოს. მეტად საამური საყურებელია, როცა ბუჩქზე, ან ხეზე, დედალ-მამალი ბულბულები შვილებს გარშემო შემოისხამენ და გალობას ასწავლიან.

ბულბულის გალობას ვერცერთი ფრინველის გალობა ვერ შეედრება. უფროსი მამალი ბულბულები, ახალგაზრდა ბულბულებზე კარგად გალობენ, მაგრამ რაც უნდა ცუდად გალობდეს, ბულბული სხვა ფრინველებს გალობაში მაინც ბევრად აღემატება. ეს ყველა ფრინველმა კარგად იცის და ზოგიერთს სურს მიბაძოს ბულბულს, ისწავლოს მისი გალობა, მაგრამ შრომა ტყუილად ჩაუვლით: ბულბულისებური გალობა მხოლოდ ბულბულს შეუძლია.

 

II

 

ბულბულს გალობა დილით და საღამოთი უყვარს. ზოგჯერ მამალი ბულბული ღამეც გალობს და ბუდეში მჯდომ დედალს მშვენიერი ხმით ართობს და ამხიარულებს. მეტად საამური მოსასმენია ბულბულის გალობა მშვიდ, ნათელ ღამეში. მაღლიდან სავსე მთვარე ბუჩქებსა და ხეებს ზედ მოჰფენია, ფრინველები ძილს მისცემიან, გარშემო ყველა სულდგმული ჩაყუჩებულა და ამ დროს ბულბული ნაზი და სანატრელი ხმით ათასნაირად უსტვენს და არღვევს სიჩუმეს.

ბულბულებს უფრო გაცხარებული გალობა გაზაფხულზე აქვთ, მაისში, როცა ახალი დაბრუნებული არიან. ყველა ბულბულს საყვარელ სამშობლოში მოსვლა უხარია და თავის სიხარულსა და კმაყოფილებას გალობით გამოხატავს. მაგრამ ამ გახშირებულ გალობას სხვა მიზეზიც აქვს. თბილი ქვეყნებიდან ჯერ მამალი ბულბულები ბრუნდებიან და მერე დედლები. ყველა მამალი ბულბული თითქმის განუწყვეტლივ გალობს, რომ დედალმა მოსვლის შემდეგ ხმაზე იცნოს, იპოვნოს და სხვა მამალს არ დაუმეგობრდეს.

რადგანაც ბულბულის გალობა ადამიანისათვის ფრიად სასიამოვნოა, ამიტომ ბევრგან ეს ფრინველი გალიაში ყავთ გამომწყვდეული, მაგრამ ეს ჩვევა არ არის მოსაწონი: ბულბულები ფრთხებიან და მათთვის საშიშ ადგილებს აღარ ეკარებიან. ზოგიერთ ქვეყანაში უგუნური ადამიანები, ამ მშვენიერ ფრინველებს, როგორც ნანადირევს, ისე ანადგურებენ.

თუ ბულბულები სახლებთან ახლოს ხეებზე სხდებიან, მაშინ მათი პირველი მტერი კატაა. როცა ხეზე ბულბული გალობს, თვალები დახუჭული აქვს, ეშმაკი კატა ადვილად ეპარება და იჭერს. ბულბულს ბუც ძლიერ ემტერება. პატარა უგუნური ბიჭები ბუდესაც მოუშლიან ხოლმე.

აგვისტოს ბოლოს ბულბული გვემშვიდობება და თავისი ბარტყებით თბილ ქვეყნებში მიემგზავრება.

ბულბული დიდ სიამოვნებასთან ერთად ადამიანს დიდს სიკეთესაც უკეთებს, რადგან მავნე მწერებით იკვებება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ