მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 279 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მწყერი ბეღურაზე მოზრდილი ფრინველია, ფერითაც მას გავს და ბალახებში ცხოვრობს. ხეზე არასდროს ჯდება. ამის გამო არის ნათქვამი ქართული ანდაზა: "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი". საქართველოში ამ ფრინველსაც მხოლოდ გაზაფხულზე, ზაფხულზე და შუა შემოდგომამდე ვხედავთ. ზამთარში კი არსად ჩანს.

სად არის მწყერი ზამთარში? ზოგიერთს გონია, რომ მწყერი მთელი ზამთარი მიწაში ცხოვრობსო, გველსა და მწყერს თავი ერთად უდევთ გაზაფხულამდეო: თუ გაღვიძება გველმა დაასწრო, მწყერს შესჭამსო; ამიტომ მწყერი ცდილობს გაზაფხულზე გველს დაასწროს გაღვიძება და ზემოთ, მიწაზე ამოვიდესო. ეს ყველაფერი ტყუილია. მწყერს მიწაში ცხოვრება ერთს საათსაც არ შეუძლია, მაშინვე მოკვდება.

მაშ სად არის მწყერი ზამთრობით? - თბილ ქვეყანაში. რატომ ვერ ვამჩნევთ, როცა მწყრები სამხრეთისკენ მიდიან, როგორც მიმავალს წეროებს ვხედავთ ხოლმე? იმიტომ, რომ მწყრები თბილი ქვეყნებისკენ ღამით მიფრინავენ და არა დღისით; როცა გაუთენდებათ, ბალახებში ჩაიმალებიან, დღისით ისვენებენ და როცა დაბინდდება, ისევ აფრინდებიან და გზას გააგრძელებენ.

ღამით იმიტომ მიფრინავენ, რომ დღისით შევარდენის, ქორის და სხვა მტაცებელი ფრინველების ეშინიათ, რომლებიც მწყრებს ძლიერ ემტერებიან. ამ მგზავრობის დროს ბევრი მწყერი იხოცება. იმ ქვეყნების მინდვრები, რომლებზეც მწყრების გზა გადადის, მონადირეებით არის მოფენილი; ზოგი ბადეს უგებს და ასობით მწყერს იჭერს; ზოგი თოფით ხოცავს; ზოგი მეძებრებით დასდევს; ზოგი კიდევ ჯოხს ესვრის. ამ დროს მრავალი მწყერი იღუპება.

რასაც მწყერს ადამიანი დააკლებს, იმას ზღვა შეუსრულებს ხოლმე. მწყრებს სუსტი ფრთები აქვთ და ძალიან მალე იღლებიან. ამიტომ, როცა ზღვას უახლოვდებიან, ნაპირზე გროვდებიან და ზურგის ქარის ამოსვლას ელოდებიან. როცა ზურგის ქარიც დაიძრება, მწყრები გუნდ-გუნდად აფრინდებიან და ზღვის ზედაპირზე მიფრინავენ. მაგრამ ფრენის დროს ბევრს ღონე ელევა, ფრენას ვეღარ ახერხებს, ზღვაში ვარდება და ონავარი თევზების ლუკმა ხდება. მეტადრე თუ ზღვაზე ფრენის დროს, ზურგის ქარი ჩადგა, ან პირ-ქარი ამოვარდა, მწყრები ბარტყა-ბურტყით ცვივიან წყალში.

მშვიდობით გადარჩენილი მწყრები მთელ ზამთარს თბილ ქვეყნებში ატარებენ. როცა გაზაფხული დადგება და ჩვენს ქვეყანაში დათბება, მაშინ მწყრები იმ ადგილებს თავს ანებებენ და ჩვენთან ბრუნდებიან. მწყრები საქართველოს აპრილში ეწვევიან ხოლმე. ამ დროს ისე გამხდრები და სუსტად არიან, რომ ხეირიანად ფრენაც არ შეუძლიათ. თუ დაბრუნების შემდეგ სიცივეები დაუდგათ, ისე რეტიანდებიან, რომ სოფლის ბიჭები მინდორში ხელით იჭერენ.

თიბათვეში მწყრები ბუდეს იკეთებენ, კვერცხებს დებენ და ბარტყებს ჩეკავენ. მაგრამ ბევრი უშვილოდაც რჩება. მწყრის კვერცხი პატარაა, თუმცა ქათმის კვერცხივით გემრიელია; ამიტომ პატარა ყმაწვილები და ზოგჯერ დიდებიც კვერცხებს ბუდიდან ხშირად აცლიან მწყრებს და ხელს უშლიან ბარტყების გამოჩეკაში.

მწყერს ძალიან უყვარს ფეტვი, რაც ძლიერ ასუქებს. მარიამობისთვეში, როცა ფეტვი ხმება, მწყერი ისეთი მსუქანია, რომ ფრენა უჭირს. ამ დროს მინდორში უფროსებიც დამწყერაობენ და პატარა ბიჭებისაგან ხომ მწყრებს მოსვენება არა აქვთ. მწყრებზე ზოგი მიმინოთი ნადირობს. როცა აცივდება, მწყრები ისევ თბილ ქვეყნებისაკენ გასწევენ ხოლმე.

მწყერი დიდად სასარგებლოა მოსავლისათვის, რადგანაც ჟლეტს და იკვებება იმ ჭია-მატლებით, რომლებიც ყანას აფუჭებენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ