მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1735 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სულიწმიდის ლოცვა

 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდამყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი, ამინ.

 

ყოვლადწმიდა სამების ლოცვა

 

წმიდაო, ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შემიწყალენ ჩვენ (სამჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შემიწყალენ ჩვენ, უფალო, მიხსენ და მილხინე ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შემინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილენ და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის, ამინ.

 

ლოცვა უფლისა

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი. მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

ლოცვა ღვთისმშობლისა

 

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ.

 

დილის ლოცვა

 

ცხედრისაგან და ძილისაგან აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახვენ გალობად შენდა, წმიდაო სამებაო! წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო. ღმრთისმშობელისა მიერ შემიწყალენ ჩვენ. ამინ.

უფალო შემიწყალენ (12-ჯერ).


საღამოს ლოცვა

 

უფალო ღმერთო ჩვენო, რაიცა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა სიტყვით, საქმით და გულისხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე. მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე. ანგელოზი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა. რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი

 

წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე, ცოდვილსა, ნუცა განეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა, და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოზო ღმრთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენიცა გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და რაოდენი ვცოდე დღეინდელსა ამას დღესა; დამიფარე მე ღამესაცა ამას. და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდეგობისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ იყავ ჩემთვის ღმრთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა; და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფისა და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.

 

ლოცვა ყოველი საქმის დაწყების წინ

 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა-ჰყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი, ამინ.

 

ლოცვა ყოველი საქმის დამთავრების შემდეგ

 

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო.

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთ ჩემო. აღსავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე, ამინ.

 

ლოცვა სწავლის დაწყების წინ

 

ყოვლადსახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩვენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულისხმისყოფისა და განმაძლიერებელი ძალთა სულთა ჩვენთასა. რათა ჩვენ, ყურადმღებელნი გარდმოცემულის ჩვენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ, შემოქმედისა ჩვენისა სადიდებლად, მშობელთა ჩვენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ. ამინ.

 

ლოცვა სწავლის დამთავრების შემდეგ

 

გმადლობ შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს-მყავ ჩვენ მადლისა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩვენი მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანებელნი ჩვენდა ცნობად კეთილისა,  და მომეც ჩვენ ძალა და სიმხნე, რათა ახლად შეუდგეთ სწავლასა ამას, ამინ.

 

ლოცვა სადილის წინ

 

თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, უფალო, და შენ მოსცი მათ საზრდელი ყოველსა ჟამსა. აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ შენისა. ამინ.

 

ლოცვა სადილის შემდეგ

 

გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა შენთაგან, ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისასა შენსა სასუფეველსა. არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენ თანა და გვაცხოვნენ ჩვენ, ამინ.

 

ზიარების ლოცვა

 

მრწამს, უფალო, და ვაღიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი; შენ უკუე გევედრები, შემიწყალე მე და შემინდევ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ