მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 286 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ამ ფრინველის სახელი შეიძლება გაგონილიც არ გქონდეთ, რაც არ არის გასაკვირი, რადგან სირაქლემა ცხელი ქვეყნების მცხოვრებია და არ ბინადრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ისეთი ცივი ზამთარი იცის, როგორც ჩვენთან, საქართველოში. 

სირაქლემას საკვირველი აგებულება და თვისებები აქვს. მისი კისერი და ფეხები მეტად გრძელი და ღონიერია, სიმაღლით ერთ საჟენზე მეტია, ასე რომ მაღალი ტანის კაცსაც ჭარბობს; სიმძიმით რვა ფუთია. ფრთები პატარა აქვს და სუსტი, - ამიტომ ფრენა არ შეუძლია. მაგრამ საკვირველი ჩქარი სირბილი იცის და არც ერთ ცხენს არ შეუძლია დაეწიოს. სირბილის დროს ორს საჟენ ნაბიჯს ადგამს, მაგრამ მალე იღლება, და თუ კარგ ცხენზე მჯდომმა კაცმა დაღლილს მიუსწრო, შეუძლია დაეწიოს და დაიჭიროს.

ზურგი სირაქლემას ისეთი მაგარი და ღონიერი აქვს, რომ ზედ შეისვამს თუნდაც ორ კაცს. კუჭი აქვს საშინლად გაუმაძღარი და ყველაფერს ინელებს, ასე განსაჯეთ, თითქმის რკინის მონელებაც კი შეუძლია.

ერთხელ სირაქლემა ერთ ქალაქში საჩვენებლად დაჰყავდათ. ბევრი ხალხი შემოეხვია. აქ ერთი ბებერიც დაესწრო. ამ ბებერს თავისის სახლის გასაღები ხელში ეჭირა. სირაქლემა ბებერს მიუახლოვდა, თავისი გრძელი კისერით წასწვდა, ხელიდან გასაღები გამოსტაცა და გადაყლაპა. მეორედ ქალს ხელიდან ხელთათმანები გამოგლიჯა და ისიც გემრიელი ლუკმასავით გაგზავნა მუცელში. სირაქლემას საყვარელი საჭმელი კი სხვადასხვა მარცვლეულობა და ბალახია. თუ დაიჭირეს და გაშინაურდა, მაშინ პურის ჭამასაც ეჩვევა. სირაქლემას კვერცხი პატარა ბავშვის თავის ოდენაა და ქათმის ოცდაათ კვერცხს უდრის.

სირაქლემას ცხოვრებაში ყველაზედ უფრო შესანიშნავი მოვლენა ბარტყების გამოჩეკაა. ჩვეულებრივ დროსაც, და მეტადრე გამოჩეკის პერიოდში, ოთხი, ან ხუთი სირაქლემა ერთად სცხოვრობს; ამ გუნდში მამალი ერთის მეტი არ არის; სხვა სულ დედლები არიან. სამი, ან ოთხი დედალი სირაქლემა კვერცხებს ერთ ბუდეში სდებს. ბუდეს მრავალს აკეთებენ თიხნარის მიწის ორმოში; გარშემო ბუდეს მიწის ამაღლებულს ბორცვს უკეთებენ, რომ ვეებერთელა კვერცხები არ გადმოცვივდეს. კვერცხები ბუდეში ყირამალა აწყვია, ვიწრო თავი ძირს აქვს, განიერი ბოლო ზემოთ, რომ ბუდეში უფრო ბევრი კვერცხი ჩაეტიოს.

სირაქლემა კვერცხებს გამოსაჩეკად მაშინ დააჯდება, როცა ბუდეში ათი ან თორმეტი კვერცხი დევს. დღისით ბუდეზე დედლები რიგ-რიგობით სხედან. როცა ერთს ჯდომა მოსწყინდება, სიარული და საჭმელი მოუნდება, მეორე დედალი მივა, ბუდეზე მჯდომარეს დაითხოვს და თვითონ დაჯდება. როცა ამოსვლა მოუნდება, მესამე სირაქლემა მივა და მის მაგივრად ჩაჯდება.

გამოჩეკაში დედალი სირაქლემები ერთმანეთს ყოველ დღე ასე შველიან; ღამით კი კვერცხებს მამალი აზის, რადგან დედალზე უფრო ღონიერია და ბუდესთან არ უშვებს ტურებსა და გარეულ კატებს, რომლებსაც სირაქლემას კვერცხების ჭამა ძლიერ უყვართ. ეს ნადირი ბევრჯერ სირაქლემას ბუდესთან დახოცილი უნახავთ; როგორც ჩანს, მამალი სირაქლემა არა მხოლოდ იბრძვის, თავის მტერს მარჯვედ ჩარტყმული წიხლით კიდევაც კლავს.

სირაქლემა ძლიერ ფრთხილი ფრინველია; მონადირე მინდორში ძალიან ძნელად თუ მიუახლოვდება. გამჭრიახი თვალები და მახვილი ყურები მალე ატყობინებს მტრის სიახლოვეს და სირაქლემა იმ წამსვე უჩინარდება.

სირაქლემას ხმა ხან კვნესას გავს, ხან ყმუილს. როცა ფრინველი გაჯავრებულია, ბატივით სისინებს. სირაქლემა ძლიერ გაუმაძღარია. ვაი იმ ნათესის პატრონს, რომელსაც სირაქლემები შეესევიან. თავთავებს სულ გადაძოვენ და ნაწვერალს ფეხებით ჩათელავენ. სირაქლემაზე ნადირობა მომგებიანია. ზოგიერთი ხალხი მარტო სირაქლემას კვერცხებითა და ხორცით იკვებება. მისი ტყავიდან სხვადასხვა ნივთებს აკეთებენ; მშვენიერი ფრთებს, რომელიც სირაქლემას ბოლოზედ ასხია, ქალების ქუდებისთვის იყენებენ და ძვირად იყიდება.

ცხელი ქვეყნების მცხოვრებლები ცდილობენ ძვირფასი ფრთების გამო ეს ფრინველი შეიჩვიონ და გაიშინაურონ. სირაქლემა მალე ეჩვევა შინაურ ცხოვრებას და მოსამსახურობას უწევს თავის პატრონს. ბევრ მოგზაურს უნახავს, რომ სირაქლემას ზურგზე კოკები ქონდა აკიდებული და წყალს ეზიდებოდა; ზოგჯერ სირაქლემას ცხენის მაგივრადაც იყენებენ: ზედ შეჯდებიან და დააჭენებენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ