მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 298 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საღამოს ჟამზე შინ შეხვედით. დაკრიალებულ ეზოში არანაირი სულდგმული არ მოიპოვებოდა. ცოტა ხანში უკან სახლიდან გამოხვედით ეზოში და კინაღამ ფეხი დაადგით რაღაც ჩუმ არსებას, რომელმაც იხტუნა და ხტუნვით გაგეცალათ. ფუი, გომბეშო! წამოიძახეთ თქვენ სიძულვილით და ზიზღით.

დიახ, გომბეშო ყველას ეზიზღება. რატომ? ჯერ იმიტომ, რომ საზარელი შეხედულება აქვს. ტალახის ფერი, გაბერილი მუცელი, მრუდე ფეხები, გადმოკარკლული თვალები, ამობურცული და ლორწოვანი კანი საშინელ მახინჯს ხდიან გომბეშოს. მეორეც, გომბეშოს მუდმივად გამოსდის თავსა და ზურგზე ლორწო, რომელსაც მსუსხავი და შხამიანი თვისება აქვს. ეს ლორწო რომ ადამიანის კანს მოეცხოს, ქავილი დაეწყება; თუ გაკაწრულ ადგილას მოხვდა, საშინელად აეწვება. თუ ხელში აიყვანეთ გომბეშო და მერე დაუბანელი ხელით თვალები მოისრისეთ, მაშინვე იგრძნობთ სიმწვავეს და შეიძლება თვალის ანთებაც დაგემართოთ.

ზოგადად, გომბეშოს შხამიანი ლორწო ადამიანისთვის ძლიერ მავნებელი არ არის, მაგრამ სრულიად სხვანაირად მოქმედებს პატარა ცხოველებზე. ფრინველები, თევზები, ბაყაყები, რომლებსაც საცდელად დაალევინეს ეს ლორწო, ყოველთვის საშინელი ტანჯვით დაიხოცნენ. ძაღლი, რომელმაც ერთხელ იწვნია გომბეშოს ლორწო, მეორედ ვეღარ ბედავს მიკარებას. არც ერთს მხეცს არ შეუძლიან  გომბეშოს შეჭმა, გარდა ანკარა გველისა, რომელიც არხეინად შეექცევა ხოლმე გომბეშოს და არავითარ ვნებას არა გრძნობს მისი შხამიანი ლორწოსგან.

ადამიანი უნდა მოერიდოს გომბეშოს ხელში აყვანას, და მაშინ ეს ცხოველი მას არავითარს ზიანს არ მიაყენებს. მაგრამ ყველაფერს იქნებ სჯობდეს, რომ მიწის ბაყაყები გავჟლიტოთ? არა, ეს იქნება დიდი უგუნურება. გომბეშო დიდად საზიზღარია, მაგრამ ამასთან მეტად სასარგებლოა და დიდი სიკეთის დამთესი. გომბეშო რომ არ ყოფილიყო, ძალიან ხშირად ბოსტანი მოსავალს სრულიად მოაცდენდა, სხვაგვარი მოსავალიც მოიკლებდა, და მხვნელ-მთესველებიც დიდ ზარალში იქნებოდნენ.

საქმე ის არის, რომ დღისით, როგორც უკვე ვიცით, ბოსტანს დარაჯობენ ჩიტები, რომლებიც კომბოსტოს ფოთლებიდან, ხახვიდან და სხვა მწვანილიდან კრეფენ ჭიებს, მატლებს, ჭია-ღუასა და არ აფუჭებინებენ ბოსტანს. ღამით, როგორც ვიცით, ჩიტებს თავიანთ ბუდეებში სძინავთ. ჭიები, მატლები, ლოკოკინები დროს იხელთებენ ხოლმე და, დაღამდება თუ არა, ბოსტანში მიდიან კომბოსტოსა და სხვა მწვანილის საჭმელად. ღამის პეპლებიც სწორედ ამ დროს დებენ ბოსტნეულობაზე თავის კვერცხებს, რომელთაგან გამოიჩეკებიან ხოლმე ღორმუცელა მატლები, რომელნიც სთქვლეფენ კომბოსტოს და მწვანილს.

გომბეშო რომ არ ყოფილიყო, ისინი სრულიად ააოხრებდნენ ბოსტნეულობას. მას მთელი დღე სძინავს ნესტიან სოროში, მაგრამ დაღამდება თუ არა, მაშინვე ხტუნვით გამოდის გარედ და დაერევა ხოლმე ბოსტნის მტერს მწერებს. მთელი დღით მშიერი გომბეშო გაუმაძღრობას იჩენს და ბევრს მწერს ჟლიტავს. თუნდაც ღამის პეპელა მაღლა იჯდეს, გომბეშოს ვერ გადაურჩება. ჩუმად მიეპარება, მარდად შეხტება, თითქმის ცერის სიგრძეზე გამოაგდებს თავისს წებოიან ენას, მოავლებს პეპელასა და გაგზავნის თავის მუცელში.

ენის აგებულება გომბეშოს თავისებური აქვს, რაც ძლიერ შველის პეპელების და სხვა მწერების ჭერაში. გომბეშოსა ენა უკუღმა აბია. ენის ძირი წინ აქვს, წვერი უკან, რის გამოც მთელ ენას გამოაგდებს ხოლმე გარეთ და ენაც დიდ მანძილზე წვდება.

უწინდელმა მებოსტნეებმა არ იცოდნენ გომბეშოს სარგებლობის შესახებ და, საზიზღარი შეხედულების გამო, სდევნიდნენ და ხოცავდნენ. ახლა კი გომბეშოს დიდი პატივით ეპყრობიან. როგორც სახლებში ჰყავთ კატები თაგვების გასაწყვეტად, ისე ზრდიან ბოსტნებში გომბეშოებს მატლების გასამუსრად.

პარიჟსა და ლონდონში მებოსტნეები არამც თუ ერჩიან გომბეშოებს, პირიქით, გასაშენებლად ყიდულობენ, ამრავლებენ, კასრებში სვამენ და ზღვით უგზავნიან სხვადასხვა ქვეყნებში მებოსტნეებს. ფასსაც კარგს იღებენ.

მართალია გომბეშოს ბოსტნის ახლოს უყვარს ცხოვრება და უფრო ხშირად აქ ნადირობს, მაგრამ არც ვენახებს და ბაღებს ერიდება, მინდორშიაც იკეთებს ბინას და ყველგან მუსრს ავლებს მავნე მწერებს. ამით ძლიერ ხელს უმართავს მხვნელ-მთესველს და დიდს სამსახურს უწევს.

ჩვენც ნუ ვიქნებით უმადურები, ნუ მივაქცევთ ყურადღებას ცუდს გარეგნობასა, მახინჯ შეხედულობას, მხედველობაში ვიქონიოთ გომბეშოს დიდი სარგებლობა და სიკეთისათვის მფარველობა გავუწიოთ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ