მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 265 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

უდანაშაულოდ დასჯილი თხუნელა

 

ბაღში და მინდორში იზრდება ბალახი, ჭინახული და სხვა მრავალფეროვანი მცენარეულობა. მცენარეებს ქვემოდ მიწაში - ღრმად აქვს გადგმული ფესვები, რომლითაც ისინი მიწიდან იკვებებიან ნოყიერი ტენით და იზრდებიან. აქვე მიწაში ცხოვრობენ სხვადასხვა მატლები და ჭიები. ეს მატლები და ჭიები იკვებებიან მცენარეების ფესვებით, რის გამოც ბევრს მცენარეს ანადგურებენ, რადგან როცა ფესვები უფუჭდება, მცენარე მალე ყვითლდება და ხმება.

იქვე ღრმას ბნელ მიწაში ბინადრობს თხუნელა. თვითონ თხრის მიწაში სოროს და აფენს ხმელ ბალახს და ფოთლებსა. სოროს გარშემო თხუნელა აკეთებს ორ დიდ ხვრელს, ერთს ზემოთ, მეორეს ქვემოთ. ამ უმთავრესი კვლების გარდა თხუნელა დიდი შრომით და ბეჯითობით თხრის აქეთ-იქით გრძელ პატარა კვლებს, დადის ამ კვლებში, ეძებს და პოულობს მცენარეების ფესვების მტრებს - მატლებს და ჭიებს და ჰყლაპავს მათ.

თხუნელ ბევრი მცენარის ფესვებს გადაარჩენს ხოლმე დახვრასა და შეჭმას, რაც ქვეყნისათვის დიდი სიკეთეა. მთელ თავის სიცოცხლეში მებაღეებს და მხვნელ-მთესველებს თხუნელა კარგი სამსახურის მეტს არაფერს უწევს. მაგრამ გლეხმა ეს არ იცის. შედის ბაღში, ხედავს გაყვითლებულ და გამხმარ მცენარეებ. ამასთან ამჩნევს თხუნელას მიერ გათხრილ მიწას და ხვრელების კვლებს; მაგრამ მატლებს და ჭიებს ვერ ხედავს, რადგან ისინი დამალული არიან მიწაში. გლეხს გონია, რომ თხუნელამ დაღრნა მცენარეების ძირები და გააფუჭაო. მას აბრალებს თავის ზარალს და ამიტომ იღებს თხუნელას მოკვლის გადაწყვეტილებას. ამზადებს მავთულის მახეს, უგებს  სოროს ამოსასვლელთან და მიდის შინ.

შრომისმოყვარე ცხოველი ამოდის თავის სოროდან ზემოთ, წყლის დასალევად. ვერ ამჩნევს მის სოროს პირზე დადგმულ მავთულის მახეს, ებმება შიგნით და იღუპება. მეორე დღეს გლეხს უხარია, ჩემი მცენარეების მტერი მოვკალიო; ის კი არ იცის, რომ დაღუპა თავის ერთგული მოკეთე და ახლა მატლები გამრავლდებიან და უფრო მეტს ზარალს მიაყენებენ ბაღს.

უდანაშაულოდ დაღუპულ თხუნელას დარჩა მოზრდილი შვილი. უგუნურმა მებაღემ მარტო მამა კი არ მოუკლა უდროოდ, იგივე უბედურება მიაყენა მის პაპასაც. რას იზამს ახლა ჩვენი ახალგაზრდა თხუნელა? იქნება გლეხზე ჯავრი იყაროს და მისი მცენარეულობის ძირები დაღრნას? არა, ის ამას თავისს დღეში არ გააკეთებს; თხუნელა მებაღეს სამაგიეროს არ გადაუხდის; პაპასავით და მამასავით მარტო მატლებზე და ჭიებზედ ინადირებს და ამით ბევრს მცენარეს გადაარჩენს გახმობას. თუნდაც გლეხმა მასაც დაუდგას მახე დასაჭერად, თხუნელას ხასიათს მაინც ვერ გამოაცვლევინებს.

ბოლოს მოდის მცოდნე ადამიანი და ესარჩლება საწყალ ცხოველს, რომელსაც უთქმელობის გამო თავი ვერ გაუმართლებია და ვერ შეურცხვენია გლეხის უგუნურება. მცოდნე კაცი აჩვენებს და უხსნის გლეხს, რომ მახით დახრჩობილი თხუნელას მუცელი სავსეა მხოლოდ მატლებით და ჭიებით და იქ არ არის არც ერთი ნამცეცი მცენარის ფესვი. ასწავლის, რომ თხუნელას არ შეუძლია ჭამოს მცენარეული, რომ ის მხოლოდ ხორცეულით ცხოვრობს, რომ ახალგაზრდა ხეხილები მატლებისა და ჭიებისაგან ხმებიან და ფუჭდებიან, რომლებიც ხის ფესვებზე ისე შეკუნწლულები არიან, როგორც ყურძნის მტევნები და რომელთაც ჟლეტს და ანადგურებს თხუნელა.

მაშინ გლეხი გრძნობს და რწმუნდება, რომ პატარა, მხნე, შავ ხავერდის მსგავს ბეწვში გახვეული ცხოველი მისი ნამდვილი მეგობარი და დამხმარე ყოფილა და არა მტერი. ამის შემდეგ იგი ბეჯითად ცდილობს, რომ თხუნელას ჩამომავლობა გაამრავლოს თავის მამულში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ