მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 976 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კატოს ნაღველი

 

პატარა სოფლელი კატო ერთ ქალაქში სასწავლებლად გააგზავნეს. პანსიონში ახალი ჩამოყვანილი იყო, ჯერ არ შეჩვეოდა უცხოობას და ამიტომ ძლიერ ნაღვლობდა. მალ-მალე იგონებდა სოფლის სიმწვანეს და მშვენიერ მინდვრებს, სადაც სირბილი და სეირნობა უყვარდა, სხვადასხვა ხილით სავსე იქაურ ბაღებს, წყლების ჩხრიალს და შხუილს, ფრინველების ჭიკჭიკს და გალობას. მალ-მალე წარმოიდგენდა ხოლმე თვალწინ თავის დედ-მამას, ძმებს, დებს, ნათესავებს, მათ ალერსს და ნაღვლიან ფიქრს მიეცემოდა.

ბევრჯერ ამხანაგი ქალები ეკითხებოდნენ:

„კატო, რადა ხარ აგრე დაღონებული, რატომ ჩვენსავით არა თამაშობ და მხიარულობ?“ მაგრამ კატო, პასუხის მაგივრად, ამოიოხრებდა ხოლმე. ერთხელ დილით კატოს ადრე გამოეღვიძა. მოაგონდა თავისი ქვეყანა, ნათესავები, საშინლად დაღონდა და პატარა თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. ადგა, ტანისამოსი ჩაიცვა, ნაპირის ოთახში გამოვიდა და ფანჯარასთან თვალცრემლიანი დაჯდა.

მშვენიერი დილა იდგა. ის იყო მზე ამოსულიყო და მთების წვეროებისათვის მოწითალო შუქი მიეყენებინა. მზის სხივებით გამოღვიძებული ფრინველები მაღლა ცაში მხიარულად დაფრინავდნენ.

 

კატო, არწივი, ტოროლა და ბეღურა ჩიტები

 

უეცრად ფანჯრის ახლო კატომ არწივი დაინახა, რომელიც მახლობელი მთიდან ძირს დაშვებულიყო.

- არწივო, არწივო! დაჯექ ჩემს ფანჯარაზე, ჩემის ქვეყნის ამბავი შემატყობინე და ლექსიც მიგალობე, საჩქაროდ გასძახა კატომ.

- ვერა, ჩემო კარგო, უთხრა არწივმა: შენი ფანჯარა ჩემთვის პატარაა, ზედ ვერ მოვთავსდები, ვერც შენის ქვეყნის ამბავს გეტყვი, იმიტომ რომ ძირს მიწაზედ იშვიათად დავეშვები ხოლმე. ბუდეს მაღალ კლდეებში და ძველ მუხებზე ვაკეთებ, რომ ბოროტი კაცები ვერ მომწდვნენ და ბუდე ვერ მომიშალონ. ლექსს ვერ გიგალობებ, იმიტომ რომ დაბლა არასდროს არ ვგალობ. მე წავალ ხოლმე ფრენით მაღლა-მაღლა და ჩემი ლექსები მარტო ბრწყინვალე მხეს ესმის. - სთქვა ეს და თავისი ღონიერი ფრთები მძლავრად შემოიქნია, ცაში ამპარტავნულად აფრინდა და თვალს მიეფარა.

- ტოროლავ, ტოროლავ! მითხარ, რა ამბავია ჩემს ქვეყანაში, მიგალობე ლექსი! გასძახა კატომ პატარა ქოჩორა ჩიტს, რომელიც ფანჯრის ახლოს ტრიალებდა.

- სიამოვნებით აგისრულებდი სურვილს უპასუხა ტოროლამ კატოს; მაგრამ სოფლის ახლო ცხოვრება არ მიყვარს, ბინა მინდვრად და ველად მაქვს, ამიტომ შენი ქვეყნის ამბავს ვერ გეტყვი. გალობაც ჯდომის დროს არ ვიცი; მე მაშინ ვგალობ, როდესაც ცაში მაღლა-მაღლა ავდივარ. ეხლაც ზევით მივეჩქარები, მინდა მაღლიდან ზარივით გალობა დავძახო მინდვრებს და ყოველი სულდგმული გავაღვიძო, რომ ამომავლის მზის ყურებით ყველამ ისიამოვნოს. ეს რომ სთქვა ტოროლამ, დატრიალდა ჰაერში, მაღლა-მაღლა წავიდა და თავისი მხიარული ლექსი შესძახა.

- ახ, ნეტავ მეც ტოროლად მაქცია ცოტა ხანს! რა მალე ვნახავდი ჩემს ქვეყანას, თქვა ნაღვლიანმა კატომ. - ამ დროს ფანჯრის პირდაპირ გამოჩნდნენ ჭყივილა ბეღურები.

- ჩიტებო, ჩიტებო! დასხედით ჩემს ფანჯარაზე, ჩემი ქვეყნის ამბავი მითხარით, ლექსი მიგალობეთ.

-ჭყივ, ჭყივ! არა გვცალია, მეწისქვილეს გზაზე მარცვლები დაბნევია და ასაკენკად მივეჩქარებით, უპასუხეს ბეღურებმა

 

კატო და ბულბული

 

კატო უფრო მეტად დაღონდა; მაგრამ უეცრად ლამაზმა პატარა ჩიტის ოდენა მოლურჯო ფრინველმა დაიფრთხიალა, რამდენჯერმე კატოს პირდაპირ შემოტრიალდა და ფანჯარაზე დაჯდა.

- გამარჯობა, ბულბულო! გმადლობ, ჩემო ლამაზო, რომ ამ დროს მნახე, უთხრა გახარებულმა კატომ. მითხარ, რა ამბავია ჩემს ქვეყანაში, შენი მშვენიერი გალობა გამაგონე.

- დიახ, მე გეტყვი შენის ქვეყნის ამბავს, კარგს ლექსებსაც გიგალობებ. - თქვა თუ არა ეს ბულბულმა, გალობა ისეთი ხმით დაიწყო, რომ ჩვენს კატოს სიხარულით ცრემლები გადმოსცვივდა, თავი ფანჯარაზე მისდო და გულმოდგინედ უგდებდა ყურს.

- გუშინ დილით, რიჟრაჟის დროს, - გალობდა ბულბული, საამურად გრილოდა. თქვენ სახლთან მივფრინდი, პატარა ალუბლის ტოტზე შემოვჯექი ბაღში და დიდ ხანს ტკბილად ვგალობდი. აკვანში შენს პატარა ძმას ეძინა; მან თავისი დიდი თვალები გაახილა, ჩემს ლექსს ყური დაუგდო და სიამოვნების ნიშნად აღუ-აღუს ამბობდა. დედაშენი ამ დროს გარედან შემოვიდა, თავის შვილს მიესიყვარულა და ჩაეკონა. მალე მთელი ოჯახი საუზმისთვის შეიკრიბა და სულ შენს ხსენებაში იყვნენ. შენს დედ-მამას და ნათესავებს ძლიერ უყვარხარ, არ გივიწყებენ და შენს ნახვას ნატრობენ. ფიქრი ნუ გაქვს, მათ ნახვას მოესწრები და ბევრჯერ ყელზე მოეხვევი. კარგად ისწავლი და კარგი ქალიც გამოხვალ.

როცა სწავლას დაასრულებ, დედ-მამა სოფელში წაგიყვანს და იქ იცხოვრებ, აქაურობას სრულიად მოშორდები. მაშინ შენის ქვეყნის მინდვრები, ტყეები და ბაღები შენს ხელთ იქნება. შენს პატარა ძმებს და დებს ასწავლი, რომ ჭკვიანები გამოვიდნენ, უყვარდეთ თავისი ქვეყანა, თავისი მშობლიური ენა, ბოროტი სძულდეთ და კეთილს მისდევდნენ.

მე მაშინ ზაფხულში თქვენს ბაღში მალ-მალე მოვფრინდები და დილა-საღამოთი ჩემს ზარივით სტვენას და გალობას აღარ მოგაკლებთ.

გაათავა თუ არა ბულბულმა გალობა, დაიფრთხიალა და სასწავლებლის სახლს მიეფარა. ჩვენი დამშვიდებული კატო ფანჯარასთან იდგა, მეორე ოთახში გავიდა, თავის ამხანაგებში შეერია და მათთან ერთად მხიარულად გააგრძელა სწავლა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ