მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 210 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მინდორში ამოვიდა ერთი ხე. საკვებს ფესვებით დედამიწა აწვდიდა ნიადაგიდან, ზემოდან სინათლით და სითბოთი მზე ანებივრებდა, ცის ღრუბელი სასმელს უგზავნიდა. ამ სამ ძიძაში რამდენიმე წელიწადს არც ერთს არ უმტყუნია ახლად გაჩენილი ხისათვის, ამიტომ კარგად წამოიზარდა.

მაგრამ შემდეგ უეცრად ცის ღრუბელმა უმტყუნა. დადგა საშინელი გვალვა. რამდენიმე თვე ცას ნამი არ გავარდნია. დატოვა ჩვენი ახალგაზრდა ხე გვალვამ საჭმელ-სასმელის გარეშე. მიწა რომ გახმა, დასკდა და ბევრგან დაშორდა ხის ფესვებს. ფესვები ვეღარ სწვდებოდნენ საკვებს, თუმცა ახლოს ქონდათ. ზოგი ფესვები ისევ ეხებოდნენ მიწას, მაგრამ რადგანაც ის ფხვიერი და მშრალი იყო, მისგან საჭმელს ვეღარ იღებდნენ. უსუსურ ბავშვს რომ ბევრი გამხმარი ლავაში ქონდეს, თუ რძეში არ გაუხსნეს, მაინც შიმშილით მოკვდება. სწორედ ეს უბედურება მოსდიოდა ჩვენს საწყალს ხესაც.

წყურვილმა და შიმშილმა საქმე გაუჭირეს: ფოთლები გაუყვითლდა, დაუჭკნა და ჩამოსცვივდა, კანი დაეღმიჭა, შტოებმაც ჭკნობა დაუწყო, დღე-დღეზე მოელოდა თავის სიკვდილს და თითქმის სულთმბრძოლი იდგა.

ბოლოს ცამ სახე იცვალა. გარს მოიცვა ღრუბელი; ღრუბლიდან დაასხა მსხვილმა და ხშირმა წვიმამ, რომელმაც გააცოცხლა მთელი ბუნება. ჩვენი ხეც მოცოცხლდა. ფოთლებით, ქერქით და ფესვებით იმდენი წყალი სვა, ხის ძირის გარშემო მიწა დალბა, გაფუვდა და ფესვებს ისევ მაგრად მიეკრა. ფესვები ისე მოეკიდნენ ამ დამბალს მიწას და დაიწყეს ნოყიერის წვენის ამოწოვა, როგორც უსუსური ბავშვი მოეკიდება ხოლმე დედის ძუძუს.

ეს წვენი ხეში ზევით ადიოდა და, რამდენადაც უფრო მაღლა მიდიოდა, იმდენად იცვლებოდა. ხის ქერქი რომ სხვადასხვა სიმაღლეზე რამდენიმე ადგილას გაგეჭრათ, ნახავდით, რომ წვენს ყველგან ერთი გემო და თვისება არა ქონდა. წვენი ხეში ზევით მოძრაობის დროს მთელს ხეში როდი იყო მოდებული; მისი გზა ქერქს ქვეშ მდებარე კანი იყო და წვენი არ ეხებოდა არც თვითონ ხეს, არც ქერქს.

მანამ ფოთლებამდე არ ავიდოდა, წვენი არ ვარგოდა ხისთვის საზრდოდ; მხოლოდ ფოთლები ცვლიდნენ ამ წვენს ისე, რომ ხდიდნენ სასარგებლო საკვებად ხისთვის. მაშასადამე, ფოთლებს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონია ხისათვის, როგორიც კუჭს კაცისათვის. ამიტომ ხისთვის ფოთლები რომ სულ გაგეყრევინებინათ, იგი უთუოდ გახმებოდა.

შემზადებული წვენი ფოთლებიდან უკანვე ბრუნდებოდა, მაგრამ სრულიად სხვა გზით. ის მოყვებოდა ქერქის შიგნითა პირს და და ზრდიდა ხეს. ამ შეზავებული წვენიდან კეთდებოდა ხის ახალ-ახალი პირი, რის გამოც ხეს თანდათან ემატებოდა სისქე და სიმაღლე, სანამ სრულად არ დაამთავრებდა ზრდას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ