მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 231 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბავშვი ეს არის ადგა ლოგინიდან, ძილიდან  სრულად ჯერ კიდევ არ გამორკვეულა, დილის სინათლე ეჩოთირება და წირპლიან თვალებს ჭუტავს. ამ დროს საშველად ჩნდება სველი ღრუბელი, რომელიც დედას მოაქვს, უსვამს თვალებზე, უწმენდს, უგრილებს და ბავშვს სრულიად აფხიზლებს.

მოსწავლეები სხედან სკოლის ოთახში და მასწავლებელს ელიან. ხის საკლასო დაფა ერთ მოუსვენარ მოწაფეს თავიდან ბოლომდე გაუვსია დაჯღაბნილი ლექსით. ვინ, ან რა წაშლის დაწერილს და გაწმენდს დაფას? ჩნდება ისევ სველი ღრუბელი, რომელსაც მოარბენინებს მორიგე მოსწავლე, სწრაფად უსვამს დაფას, შლის ცარცით დაწერილს და სარკესავით აკარკარებს.

მოსწავლეს რომ ჰკითხო, საიდგან ჩნდება ღრუბელიო, ხელს გაიშვერს მეწვრილმანის დუქნისკენ, სადაც ღრუბელს ყიდულობენ. თუ მეწვრილმანეს შეეკითხეთ, ვისგან მოიპოვე ღრუბელიო, პასუხად გეტყვით, გემის პატრონისაგან ვიყიდეო. თუ გემის პატრონამდე მიაღწევთ, შეიტყობთ, რომ ღრუბელი უყიდია მეზღვაურისგან. მეზღვაური თავის მხრივ გეტყვით, რომ ის ღრუბელს გლეჯს ნაპირის შორიახლოს ზღვის ფსკერზე და იქიდან ამოაქვს. მაშასადამე, ღრუბელი ყოფილა ზღვის შვილი. თურმე ამიტომაც არის წყლით გაუმაძღარი.

როგორ ამოაქვთ მეზღვაურებს ღრუბელი ზღვის ფსკერიდან? იკითხავთ თქვენ. აი როგორ: რამდენიმე მეზღაური შედის ზღვაში ნავით და ხელში უჭირავთ წყალში ჩაშვებული ძლიერ გრძელი თოკი, რომელზედაც მძიმე ქვაა მობმული. ერთ მეზღვაურთაგანი სჭიდებს ხელებს თოკს, დგება ქვაზე, რომელიც თოკზეა მიბმული, და სწრაფად ეშვება ზღვაში. რაც შეუძლიან სწრაფად გლეჯს ზღვის  ფსკერზე ღრუბლებს და ტენის განიერ პარკში, რომელიც ქამარზე აქვს მიბმული. ზღვაში მეზღვაური რჩება იქამდე, სანამ სუნთქვის შეკავება შეუძლია. როცა დაიღლება, თოკს ანძრევს და ამით ამხანაგებს ანიშნებს, მაღლა ამიყვანეთო. ამხანაგებსაც საჩქაროდ ამოჰყავთ ზევით. 

დასვენების შემდეგ ისევ უწინდებურად ჩაუშვებენ ზღვაში, და ხელახლა ამოაქვს ახალი ღრუბლები. ეს მუშაობა გრძელდება იქამდე, ვიდრე ნავს ღრუბლებით არ გაავსებენ . მერე ამ ღრუბელს ზღვის პირზე რეცხავენ, აშორებენ ლოკოკინებს და ლორწოს, ასუფთავებენ, აშრობენ და ბოლოს მიაქვთ გასაყიდად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ