მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1335 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნადირობიდან ბაღის გავლით ვბრუნდებოდი. ჩემ წინ ძაღლი მიძუნძულებდა. უცებ ძაღლმა სიარულს უკლო. ფეხაკრეფით მიპარვა იწყო, თითქო ნადირის, ან ფრინველის სუნი აიღოო. გავიხედე წინ, დავაცქერდი და ჩიტის ბარტყი დავინახე. იგი ბუდიდან ჩამოვარდნილიყო, რადგანაც ქარი ხეებს ძალიან არხევდა, უძრავად იჯდა და ახლად ამოსული ნორჩი ფრთები აქეთ-იქით გაეფოფრა საცოდავად.

ჩემი ძაღლი მძიმედ უახლოვდებოდა ბარტყს. უცებ იმავე ხიდან გამოქანდა ხნიერი შავ გულმკერდა ბეღურა და შურდულის ქვასავით ძაღლის ცხვირწინ დაერჭო. აბურძგნულმა და გაკაპასებულმა ერთი ორჯერ ისკუპა პირდაპირ დაღრენილი ძაღლის პირისაკენ, ეცა მას და თავის შვილს აეფარა. დედა-ჩიტს შიშისგან პატარა ტანი უთრთოდა, სუსტი ხმა გაუხრინწიანდა, ძაგძაგებდა, გული ელეოდა; მაგრამ იგი თავგანწირული იყო შვილისათვის.

რა უშველებელ ვეშაპად უნდა სჩვენებოდა ძაღლი ამ პაწია სულდგმულს! მაგრამ ამ საშინელებამ მაინც არ შეაკავა მაღალ ტოტზე ჩიტი, სადაც იგი უშიშრად იჯდა. ნებაზე უფრო ღონიერმა ძალამ, გადმოაფრინა იგი ხიდან ძირს.

ჩემი მაძებარი შესდგა, უკან დაიწია. ჩანს, იმანაც კარგად იგრძნო ის ძალა. მე დავუძახე გაშტერებულს მყეფარს და წამოვედი ბეღურა ჩიტისადმი თაყვანისცემით გულაღვსილი.

დიახ, ნუ გაგეცინებათ! მე მოწიწება და თაყვანისცემა ვიგრძენი იმ პაწია და თავგანწირული ჩიტის და მისი ფრთაშესხმული დედობრივი სიყვარულის წინაშე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ