მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 232 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თქვენ ყველას გაქვთ წიგნი, რომელსაც კითხულობთ.  გაინტერესებთ როგორ გაჩნდა წიგნი და რა გზა გამოიარა, ვიდრე თქვენს ხელში ჩავარდებოდა..

ქართველმა ავტორმა თქვენთვის დაწერა წიგნი ქაღალდზე და მიიტანა სტამბაში დასაბეჭდად. რატომ მიიტანა სტამბაში და არ გადააწერინა? იმიტომ, რომ წიგნი ათასობით უნდა დაემზადებინა, ამდენი წიგნის გადაწერა ძალიან დიდ დროს მოითხოვდა და მეტად ძვირი დაჯდებოდა. ამას გარდა, ხელით ნაწერი ასოები გარკვევით არ ჩანს და ხელნაწერის კითხვა ძლიერ გაძნელდებოდა. სტამბა კი სწრაფად, გარკვევით და იაფად ბეჭდავს.

ხელნაწერის ავტორმა და სტამბის პატრონმა ფასზე მოილაპარაკეს და ხელნაწერი გადაეცა ასოთ-ამწყობს. ასოთამწყობმა ყოველი სიტყვა ააწყო ლითონისაგან ჩამოსხმული ასოებით; სიტყვებისგან შეადგინა სტრიქონები და სტრიქონებისგან გვერდები. როცა თაბახის, ანუ თექვსმეტი გვერდის აწყობა დააამთავრა, აწყობილი შავად აღბეჭდა ქაღალდზე და ავტორს მიუტანა შეცდომების აღსანიშნად, რომელიც მას აწყობის დროს მოუვიდოდა. 

როცა ასოთ-ამწყობმა ყველა აღნიშნული შეცდომები გაასწორა, აწყობილი მასალა ერთიანად საბეჭდ დაზგაზე გამართა. მედაზგემ მელანი წაუსვა გვერდებს, მერე ზევიდან ქაღალდი დაადო და ჭახრაკი მოუჭირა. ქაღალდზე ყოველი სიტყვა შავად აღიბეჭდა. შემდეგ ქაღალდი გადააბრუნა და ახლა მეორე გვერდი დაუბეჭდა. საათში დაბეჭდა ათასი თაბახი. ასევე ააწყვეს და დაბეჭდეს დანარჩენი თაბახებიც. 

დაბეჭდილი თაბახები სტამბიდან მიიღო წიგნების ამკინძველმა, რომელმაც ისინი დაკეცა, რიგის მიხედვით დააწყო, შეკერა და ბოლოს ყდაში ჩასვა. აკინძული წიგნები მიიტანეს წიგნის მაღაზიებში გასაყიდად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ