მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 316 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სახლში ცხოვრობდა დიდ-თავა კატა. სიფაქიზე ძალიან უყვარდა. ნაზ-ბეწვიან ტანზე უწმინდურ რამეს, ერთს წამსაც არ დაიყენებდა, მაშინვე ფეხებით, ან სველი და ხორკლიანი ენით მოიშორებდა. სახლის პატრონი ხშირად არცხვენდა თავის უქნარა შვილებს: ჩვენი კატისაგან მაინც ისწავლეთ სიფაქიზის სიყვარულიო.

ადამიანებს ლაქუცით ექცეოდა, ფეხაკრეფით მივიდოდა ახლოს, საამურად კრუტუნებდა და თავისი მწვანე თვალებით ალერსიანად უცქეროდა. მაგრამ თუ წვეტიან ყურებზე ან გრძელ ულვაშებზე ვინმე ხელს ახლებდა, მაშინვე ბრჭყალებს მოიხმარდა და ფიცხლად ხელს გააშვებინებდა. სახლში ყველას უყვარდა, მეტადრე ბავშვებს. მაგრამ თაგვებს საშინლად ეჯავრებოდათ, როგორც თავისი მოსისხლე მტერი.

თაგვები დღისით სოროებში იყვნენ მიმალულნი, ღამით კი ოთახში ამოდიოდნენ საჭმლის საშოვრად. ეგონათ, წყეული კატა ბნელაში ვერ დაგვინახავს და ვერას დაგვაკლებსო; მაგრამ ძლიერ ტყუვდებოდნენ. კატა ღამითაც თითქმის ისევე კარგად ხედავდა, როგორც დღისით; ეს იმიტომ, რომ თვალის ბაიები დღისით, სინათლის გამო, ძლიერ დაპატარავებულნი, ღამით ერთი ათად უდიდდებოდნენ, ამიტომ ცოტაოდენი ვარსკვლავის შუქიც კი საკმარისი იყო, რომ კატას თვალით ყველაფერი გაერჩია.

აი თაგვები ნელ-ნელა გამოცოცდნენ სოროებიდან და დაუწყეს ოთახში ძებნა პურის ნამცეცებს, რძეს, შეჭამანდის ცვრებს და სხვა სასუსნავს. ყურმახვილმა კატამ მალე გაიგო მათი ცუცუნის ხმაურობა, დაჭყიტა დახუჭული თვალები და თაგვები კარგად გაარჩია. ჩუმად, ფეხაკრეფით მიეპარა, სწრაფად გადახტა და თავზედ დაახტა ერთ უფრო მოზრდილ თაგვს, ჩაარჭო ბრჭყალები, დაავლო პირი და დააწყებინა საცოდავად წრუწუნ-წრუწუნი. გულგახეთქილი სხვა თაგვები სოროებში ფაცხა-ფუცხით ჩაცვივდნენ; მაგრამ იმათ ამხანაგს კი დღე მოესწრაფა. კატამ მას ღონივრად ჩაავლო პატარა წინა კბილები, დაგლიჯა ოთხი გრძელი და მჭრელი შუა კბილით, რომელთაც დაახმარა ხერხივით წვეტიანი ძირის კბილები, და თვალის დახამხამებაში ვეებერთელა თაგვი თავის მუცელში ჩაგზავნა.

კატა თაგვების ჟლეტით დიდს სიკეთეს უშვრებოდა თავისს პატრონებს, რადგან თაგვები უიმისოდ გამრავლდებოდნენ და სულ გაუფუჭებდნენ ჭინახულს და ხორაგეულობას. თაგვების გარდა კატა, სამწუხაროდ, ჩიტებზედაც ნადირობდა და იჭერდა მათ ხეებზე, რომლებზეც საკვირველი სიმარდით ადიოდა.

კატა თაგვების ჟლეტით დიდს სიკეთეს უშვრებოდა თავისს პატრონებს, რადგან თაგვები უიმისოდ გამრავლდებოდნენ და სულ გაუფუჭებდნენ ჭინახულს და ხორაგეულობას. თაგვებს გარდა კატა, სამწუხაროდ, ჩიტებზედაც ნადირობდა და იჭერდა მათ ხეებზე, რომლებზედაც საკვირველი სიმარდით ადიოდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ