მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 284 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აგერ სათიბში ცხენი აბია საბლით და ხარბად ძოვს ბალახს. მივიდეთ ახლო და გასინჯოთ. ბრძელი, ლამაზად მოყვანილი თავი ძირს აქვს დაღუნული და გრძელ, ყარყარა კისერზე საამურად აყრია ხშირი ფაფარი. მისი ზემო ტუჩი სწრაფად მოძრაობს, მარჯვედ ევლება ბალახს და სდებს პირში. თავისი წინა კბილებით შიგ ძირში მარდად გლეჯს ბალახსა და უკანა კბილებით ღონივრად ღონივრად ღეჭავს.

წამდაუწუმ ფრთხება, პირს აჩერებს , ცქვიტავს წვეტიანს ყურებს და შეკრთომით უგდებს ყურს. ეტყობა, რომ მგლის დიდი შიში აქვს და ფრთხილად არის. თავისი დიდი თვალებით მეტად გონივრულად იცქირება. მისი ლაზათიანად მოყვანილი, შეკუმშული და მოგრძო ტანი,  დაბჯენილია ოთხ წვრილ და გრძელ ფეხზე, რომელშიც დიდი ღონე და ენერგია აქვს. ამ ფეხებს, რომლებიც მრგვალი და გაუყოფელი ერთიანი ჩლიქებით ბოლოვდება, ქარივით სწრაფი სირბილი შეუძლიათ.

უკანა ფეხები მეტად ძარღვიანი აქვს და დიდი ღონის მფლობელია, ვაი იმ მგელს, რომელსაც მისი ტყუპი წიხლი მოხვდება.

აი მოვიდა პატრონი, აუშვა ცხენი და წაიყვანა შინ, სადაც ჩაზნექილ ზურგზე დაადგა უნაგირი, გამოუნასკვა გრძელი ძუიით შემოსილი კუდი, ამოსდო ლაგამი, მოაჯდა ზედ და გააქროლა. რასაც ფეხით ორ-სამ დღეში გაივლიდა, იმ მანძილს ეს დალოცვილი პირუტყვი ერთს დღეში გაატარებს თავისს პატრონს, გულის წადილს ადრე აუსრულებს და საქმეს მოუმართავს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ