მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 277 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ცხვარი წყნარი, მშვიდი და უწყინარი ცხოველია. თავისი თავის დაცვა სრულიად არ შეუძლია. მას არა აქვს ძაღლივით მჭრელი კბილები, ხარივით მაგარი რქები და ცხენივით ღონიერი საწიხლე ქუსლი, არც კურდღელივით მარდი სირბილი იცის. ერთი სიტყვით, ყოველ თავდაცვის იარაღს მოკლებულია. ამისათვის საბრალო ცხვარი  მტრების ადვილი ლუკმაა. სწორედ ამ მიზეზით ეძახიან ცხვარს ყველას, ვინც მეტად სუსტი ხასიათისაა და ადვილად იბრიყვებს მტერიც და მოყვარეც.

შეხედულობით ცხვარი არ დაიწუნება. გრძელი, ხშირი და ფაფუკი მატყლი, მოყვანილი ტანი, შნოიანი თავი და წვრილი მოხდენილი ფეხები ამშვენებს. მაგრამ სახეზე აშკარად ეტყობა უგუნურობა. მისი თვალები სულელურად სადღაც შორს იცქირებიან. ცოტაოდენი შიშიც კი საკმარისია, რომ ცხვარი სრულიად აირიოს. ხიფათის დროს გაშტერებული სულელურად ჩერდება ერთს ადგილას, ან უაზროდ მირბის წინ და თუნდაც ხრამი იყოს, შიგ გადავარდება. ღამე რომ სახლს ცეცხლი წაეკიდოს და ცხვარი გადასარჩენად გამოიყვანო, თუ ხელი გაუშვი, ბრმასავით შევარდება ცეცხლში და დაიწვება.

ცხვარი რომ მგელს დაინახავს, არ მოერიდება, გაჩერდება ერთ ადგილას და უგუნურად აბაკუნებს წინა ფეხებს მიწაზე, თითქო ამით უნდა მგელი შეაშინოსო. საკუთარი ნება ცხვარს სრულიად არ გააჩნია, იგი მუდამ ერკემლის, ანუ ვაცის იმედზე დადის, ვაცს რომ უცაბედად ფეხი დაუსხლტეს და წყალში ჩავარდეს, მთელი ფარა ცხვარი თან ჩაჰყვება და დაიხრჩობა, თუ პატრონი დროზე არ მიეშველა.

ცხვარი მთელ თავის სიცოცხლეში ისე უგუნურად იქცევა, თითქო თავში ტვინი სრულიად არა ჰქონდეს. რაც უნდა ეცადო, ცხვარს ბევრს ვერაფერს ასწავლი. მაგრამ ადამიანისათვის ცხვრის ჭკუა მაინც და მაინც საჭირო არ არის. მას ცხვრის მატყლი შალების და მაუდების მოსაქსოვად სჭირდება, ქონი - სანთლისა და საპნისათვის, რძე - ყველისათვის, ტყავი - სამოსად და ხორცი - სამწვადედ.

ჩვენს ხალხს ცხვარი იმდენად სასარგებლო საქონლად მიაჩნია, რომ ფიქრობს, სადაც ცხვარი გაჩნდება და იმრავლებს, იქ სიღარიბე ქრებაო. ეს აზრი ჩვენს ხალხს შემდეგს მოთხრობაში აქვს გამოთქმული.

 

ცხვარი და სიღარიბე (ხალხური)

 

ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე, ფეხები დაუბაკუნა და დაუყვირა:

- ადე, სიღარიბევ, გამეცალე აქედანაო!

- რად უნდა გაგეცალო? ეს სახლი ჩემიაო!

- შენი კი არა, ჩემი უპრიანიაო. ეხლავე უნდა გამეცალოო!

რო გაუჭირა საქმე ცხვარმა, სიღარიბემ სთხოვა: 

- სახლის ნახევარი მაინც დამითმეო. 

- არა, ვერ დაგითმობო.

ბოლოს სიღარიბე შეეხვეწა: 

- ერთი კუნჭული მაინც დამითმეო.

- ვერ დაგითმობო, მთელი სახლი უნდა დავიჭიროო. 

- რად გინდაო?

- რად და ერთ კუთხეში მე უნდა დავდგე, მეორეში ბატკანი უნდა დავაყენო, მესამეში მატყლს დავდებ და მეოთხეში - ყველსო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ