მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 262 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბოსტნის გვერდით მიდის ბანჯგვლიანი თხა და ისე დინჯად მიაბიჯებს, თითქო დიდი ვინმე ბრძანდებოდეს. მიდის, გრძელს წვერს აცანცარებს, უკან გადაზნექილ რქებს იქნევს, თან ბოსტანში იხედება, თავის საყვარელ კომბოსტოზე თვალი რჩება და პირში ნერწყვი მოსდის. ცდილობს როგორმე გადახტეს ბოსტანში და ეწვიოს დასრულებულ კომბოსტოს თავებს; მაგრამ მარტო არ უნდა შეექცეს გემრიელს საჭმელს, კამპანია უყვარს, ამიტომ ხმამაღლა კიკინებს და იწვევს თავისთან დედა თხებს თიკნებითურთ.

მაგრამ დედა-თხებს მისთვის არ სცალიათ. მათ უფრო ადრე უშოვიათ გემრიელი სადილი. იქვე ახლო ვენახში შეპარულან თავიანთი თიკნებით და გამალებულები ძოვენ ბალახს; დგებიან უკანა ფეხებზე, ეპოტინებიან ხეებს, აძრობენ ქერქს და ღეჭავენ, ნორჩ ყლორტებს დაუნდობლად კორტნიან, რომ თავისი თიკნებისათვის ნოყიერი რძე ჩაიყენონ ჯიქნებში.

აი თიკნები ბოლოს მიცვივდნენ თავიანთ დედებთან, რძე საჩქაროდ გამოწოვეს და რომ დანაყრდნენ, ღობეზე აცვივდნენ და რქებით ერთმანეთს დაეჭიდნენ. სწორედ ამ დროს წაადგათ თავს პატრონი, გაბრაზებულმა დაუშინა ჯოხი და სულ ბღლაძა-ბღლუძით გამორეკა გარეთ.

არც ჩვენი მამალი თხა დარჩა მშიერი. მარდად აიჭრა ბოსტნის ღობეზე, გადაეშვა შიგნით და გაუსვა პირი წყლიან და გემრიელ კომბოსტოს. ისიც პატარა თავებს კი არ მიადგა, სულ დიდ-დიდი თავები შეარჩია და რამდენიმე ძალიან გაკორტნა.

ამ დროს ჩვენს თხას თვალი მოჰკრა ბოსტნის პატრონმა, დაავლო ხელი ერთ დიდს სარს და გაბრაზებული გაექანა თხისკენ; მაგრამ თხა ცხვარივით უგუნურად გაშტერებული კი არ გაჩერდა ერთ ადგილზე; სწრაფად მოკურცხლა, თვალის დახამხამებაში ავარდა ღობეზე, ოთხივე ფეხით ისკუპა, ვებერთელა თხრილზე ძაღლივით მარდად გადახტა, შევარდა თავის სადგომში და თავს უშველა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ