მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 218 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წინათ ხარი გარეული პირუტყვი იყო. მასზე უფრო საშინელი ნადირი ძნელად მოიპოვებოდა. როცა გაბოროტებული იყო, არაფერს არ ერიდებოდა, ფეხებით თხრიდა მიწასა, ბუღრაობდა, თავს ძირსა ღუნავდა, წინ რქებს გაიშვერდა და გაექანებოდა ხოლმე ადამიანისაკენ, ან სხვა მოწინააღმდეგისაკენ. ამ ხიფათის დროს ადამიანი სწრაფად უნდა გაქცეოდა გაბრაზებულ ხარს და ხეზე აესწრო, თორემ ერთს წამში აისვრიდა ჰაერში თავისი ღონიერი რქებით და მერე მიწაზედ მიაჭყლეტდა. ხარს საშინლად ეჯავრებოდა ყოველგვარი ბრჭყვიალა ფერი. სადაც არ უნდა დაენახა წითელ სამოსიანი კაცი, მაშინვე გაცეცხლებული დაედევნებოდა.

ადამიანს ძალიან ეშინოდა ხარის; მაგრამ ზოგჯერ ასე ფიქრობდა: რა კარგი იქნება, რომ ეს მძლავრი ნადირი დავიმორჩილო, მოვაშინაურო და ღონიერ კისერზე უღელი დავადგაო: მიწასაც ადვილად მომიხნავს, ურმით საპალნესაც მიზიდავს და ტყიდან შეშასაც არ მომაკლებსო. ადამიანმა თავისი მახვილი გონება მოიშველია და მოახერხა ხარის დაჭერა: ყულფიანი თოკი შორიდან მარჯვედ ესროლა, ჩამოაცვა რქებზე, სწრაფად შემოახვია თოკი რქებზე, ტანზე, კისერზე და ფეხებზე, კარგად გაკოჭა, მერე მიიყვანა შინ და დაამწყვდია მაგარ სადგომში. 

ასევე დაიჭირა მეორე ხარიც. რამდენიმე დღე არაფერი აჭამა, ძალიან დაასუსტა შიმშილით და მერე დაუწყო გაწვრთნა. დაადგა კისერზე უღელი, შეაბა მაგარ ურემში და გარეკა. ძალიან ეჩოთირათ საწყალ ხარებს მონობის უღელი, მაგრამ რაღა შეეძლოთ ღონეგამოლეულებს? როცა ხარები დააჭკვიანა და კარგად შეაჩვია ურმის ტარებას, გამოხსნა უღლიდან, კარგად აჭამა, უწინდებურად გაასუქა, ჯანზე მოიყვანა და მუშაობა დააწყებინა: ხნავდა მიწას, ზიდავდა ყოველ გვარს საპალნეს და აზიდვინებდა ტყიდან შეშას, სარს და ხე-ტყეს. 

შემდეგ ადამოანმა იფიქრა: ეს ხარები მალე დაბერდებიან, ხელახლა გარეული ხარების დაჭერა საშიშია, მათი მოშინაურება ძნელია, ისევ ის სჯობია გარეული ძროხა მოვიშინაურო და ის დამიზრდის ახალ ხარებსო. მოიფიქრა ეს ადამიამმა და კიდეც აასრულა. 

როცა ხარებს სიბერე შეეტყო, გაასუქა და დაკლა. ხორცი კარგ ფასად გაჰყიდა, ტყავისაგან გააკეთა საყევარი, ჯამბარა, ჭაპანი და მაგარი, გამძლე ქალამნები. ამ სახით იქნენ მოშინაურებულნი ხარი და ძროხა, რომლებიც მას შემდეგ განუყრელად ცხოვრობენ ადამიანთან და დიდის სარგებელიც მოაქვთ.

ადრე გარეული პირუტყვი იყო არა მხოლოდ მხოლოდ ხარი, არამედ სხვა ახლანდელი შინაური ცხოველებიც და ადამიანმა ისინიც მოაშინაურა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ