მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 231 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყველამ იცის, რომ გველი შხამიანი ცხოველია. მისი შხამი ისეთი მომაკვდინებელია, რომ რამდენიმე წამში ჯანმრთელ ადამიანს სიცოცხლეს გამოასალმებს. ამიტომაც გველი ყველას საზარელ ცხოველად მიაჩნია. უბედურება კიდევ ის არის, რომ გველი ძალიან ძნელად კვდება. ერთ შხამიანი ჯიშის გველს თავი წააგდებინეს; ათის წუთის შემდეგ თავთან ძაღლი მივიდა, უსუნა და პირი მოკიდა. გველის თავმა ძაღლს უკბინა და დაკბენილი ორის საათის შემდეგ მოკვდა. გველი სწრაფად და ადვილად მხოლოდ მაშინ კვდება გველი, როცა თავს გაუჩეჩქვავენ.

გველის შხამი მხოლოდ მაშინ არის საშიში, როცა პირდაპირ ძარღვებში ჩადის და სისხლში ერევა. ამიტომ, ადამიანმა რომ გველის შხამი დალიოს, სრულებით არაფერი დაუშავდება. ერთმა მეცნიერმა ორი გველის შხამი დალია და სრულიად არაფერი ევნო. ერთმა ექიმმა საცდელად რამდენიმე გველის შხამი ჩაყლაპა და ავადაც არ გამხდარა. თუ ადამიანს უნდა შხამი ჩაყლაპოს, ან ახალი ნაკბენიდან ამოწოვოს, დიდი სიფრთხილე მართებს, რომ ენაზე, ღრძილზე, ან ხახაში გაფხაჭნილი ადგილი არ ჰქონდეს, თორემ შეიძლება მოიშხამოს და მოკვდეს, რადგან მოსალოდნელია, რომ გაფხაჭნილიდან შხამი პირდაპირ სისხლში შეერიოს.

გველის ნაკბენის მოსარჩენად ყველაზედ უკეთესი წამალი ის არის, რომ ნაკბენიდან მაშინვე სისხლი უნდა ამოიწოვოს. შხამის გამომწოვს საფრთხე არ ემუქრება, თუ მას ტუჩები და პირი სრულიად საღი აქვს. მუცელს შხამი ვერაფერს აკლებს, იმიტომ რომ კუჭი მას შლის და ძალას სრულებით უკარგავს.

ერთმა დედოფალმა შხამის გამოწუწვნით სიკვდილისგან იხსნა თავისი ქმარი, რომელიც შხამიანი ისრით იყო დაჭრილი. შხამის გამოწუწვნით იხსნიდნენ ხოლმე გველის ნაკბენისაგან რომის ჯარისკაცებს ცხელ აფრიკაში ლაშქრობის დროს. გველის შხამი მცენარესაც აზარალებს. ერთი მეცნიერი საღ და მაგარ მცენარეებს საცდელად შხამს დაასხამდა ხოლმე და მეორე დღეს მცენარეები დამჭკნარი ხვდებოდა, თითქოს ცეცხლი მოხვედრია და გაუტრუსავსო.

შხამიანი გველი დიდი რაოდენობით მხოლოდ ცხელ ქვეყნებში ბინადრობს. ზოგი იქაური გველის შხამი ისეთი ძლიერია, რომ ყველა სულიერს რამდენიმე წამში აფრთხობინებს სულს. ცივი ქვეყნები კი შხამიანს გველს მოკლებული არიან. აქ მცურავი ან სულ არ იცის და თუ იცის, სრულიად უშხამო და უვნებელი.

იმ ქვეყნებში კი, სადაც ზომიერი ჰავაა, მაგალითად, საქართველოში, შხამიანი გველი იცის, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით და ისიც სუსტის შხამის პატრონი. ამ ქვეყნებში გველისაგან დაგესლილი ადამიანი იშვიათად კვდება. გველის შხამი ბავშვებს უფრო ძლიერად წამლავს, ვიდრე დიდებს. ერთ ყმაწვილ კაცს შხამიანი გველი თექვსმეტი წელიწადი ჰყავდა გაშინაურებული და ხელში აყვანას მიააჩვია. ერთხელ თამაშობის დროს გველი მეტად გათამამდა და თავის პატრონს თითზე უკბინა, როცა იგი გველის დამწყვდევას აპირებდა. ბავშვს ხელი გაუსივდა, თავი ასტკივდა და პირის ღებინება დაეწყო; საღამოს სიცხე მისცა და მაჯამ ნელა დაუწყო ცემა. წავიდა საავადმყოფოში და იქ ხუთ დღეში სრულიად მორჩა. ასეთი სუსტი შხამი აქვთ გველებს ზომიერ ჰავიან ქვეყნებში.

ერთხელ ერთმა მეცნიერმა მინდორში ნახა ერთი გველი, რომელსაც მუცელი ძალიან გაბერილი ჰქონდა და მზეზე ზანტად იზლაზნებოდა; ახლოს რო გასინჯა, შეამჩნია, რომ გველს შუა წელზე თავისი თხუთმეტი წიწილი შემოხვეოდა. ყველაზედ პატარები შვიდ გოჯი თუ იქნებოდნენ და წვიმის ჭიაყელებს გავდნენ. პატარა გველის წიწილებს სიფხიზლე და გამბედაობა მაშინვე ეტყობოდათ. ხან დაეხვეოდნენ ხოლმე, ხან გაიშლებოდნენ და, თუ ვინმე გააჯავრებდა, თავს აიღებდნენ და პირს საკბენად დიდზე გააღებდნენ, თუმცა ჯერ შხამიანი კბილები არ ამოსვლოდათ.

არ შეიძლება ადამიანს არ გაუკვირდეს, როცა ხედავს ცხოველში ასე ადრიანად გაღვიძებულ ალღოს, რომელიც ასწავლის, თუ როგორ დაიცვას თავი და როგორ მოიხმაროს ბუნებისაგან მინიჭებული იარაღი. პატარა ყვინჩილა, სანამ ფეხებზე დეზები ამოუვიდოდეს, ძირითადად იმ ადგილით სცემს, სადაც დეზები ამოუვა. პატარა ხბო იმ ადგილით ირქინება, სადაც რქა უნდა გაეზარდოს. ასევე პატარა გველის წიწილი საკბენად იწევს, თუმცა ჯერ კბილები არ ამოსვლია.

ყველა შხამიან გველს პირი სხვაგვარად აქვს მოწყობილი: ზედა ყბაში მხოლოდ ორი მოხრილი და მოძრავი კბილი აქვს. კბილების ძირში პაწაწინა შხამით სავსე პარკები უწყვია; წვეტიან კბილებში პატარა მილი გამოსდევს. როცა გველი რამეს პირს მოუჭერს, კბილები პარკებს დააწვება, იქიდან შხამი გამოვა, კბილის მილში გაირბენს, ნაკბენში ჩავა და მოშხამავს.

გველები ფრინველებივით კვერცხებიდან იბადებიან. გარეთ გამოდიან პაწაწა წიწილები, რომლებსაც გველაძუებს ეძახიან. გველები ჭამენ: ბაყაყებს, ჯოჯოებს, თაგვებს, ხვლიკებს და პატარა ჩიტებს; მჯდომარე ჩიტს გველი ისეთი სისწრაფით მივარდება ხოლმე, რომ აფრენას ვერ მოასწრებს. გველს შეუძლია შიმშილი რამდენიმე თვეს მოითმინოს. სამაგიეროდ, როცა ბევრს საჭმელს იშოვის, ისე ხარბად მიაძღება, რომ ძლივსღა იძვრის.

წინათ ამბობდნენ, თითქოს გველებს ჯიქნის გამოწოვა უყვარდეთ, მაგრამ ჯერ ეს დაბეჯითებით არავინ იცის, თუმცა შემჩნეულია, რომ გველს რძე გაგიჟებით უყვარს. რძის სიყვარულმა ერთი გველების მონადირე სიკვდილს გადაარჩინა. ეს მონადირე მოვიდა შინ და დაჭერილი გველები ვარცლში ჩაყარა, რომელიც კარგად ვერ დახურა; მერე დაწვა და დაიძინა. დილით რომ გამოიღვიძა, იგრძნო, რომ მის ტანზე რაღაცები ცივად დასრიალებდნენ; თურმე გველები ვარცლიდან ამოსულიყვნენ და მას დახვევოდნენ. მონადირემ კარგად იცოდა, რომ თუ გაინძრეოდა, გველები მაშინვე კბენას დაუწყებდნენ და ერთს წამს გაგუდავდნენ, ამიტომ დაიცადა გაშეშებულმა, სანამ სახლში მისი ძმა შევიდოდა. როცა ძმა დაინახა, უთხრა, რომ მის ახლოს ჯამით რძე დაედგა. გველებმა რა წამს თავის ახლოს რძე დაინახეს, მაშინვე მონადირის ტანიდან ჩამოსრიალდნენ, რძესთან მისრიალდნენ, ჯამში ჩავიდნენ და რძეს ხარბად დაუწყეს სმა. მონადირე წამოდგა და თაბახს სახურავი დააფარა.

ყველა გველს რაღაც ბრაზიანი სახე აქვს; ამას გარდა, ზოგიერთეს მთელს ტანსა და კისერზედ კაშკაშა ლაქები გასდევს. მათ ნაკბენ კაცს ცხელ ქვეყნებში გარდაუვალი სიკვდილი მოელის. გველს საცხოვრებლად იმისთანა ადგილი უყვარს, სადაც მზე უფრო დიდხანს დგას და სადაც ბევრი ქვა ყრია. მზისგან გაცხელებულ ქვაზე მოხვევა და ნებივრობა გველს სრულ ნეტარებად მიაჩნია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ