მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 615 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იგავ-არაკი

ლევ-ტოლსტოის მიხედვით

 

ერთ დიდ ტყეში, მაღალ მუხაზე, ერთმა არწივმა ბუდე გაიკეთა, მერე კვერცხები დადო და პატარა მართვეები გამოჩეკა. იმავე მუხის ქვეშ გარეულმა ღორმა ბუნაგი გაიკეთა და გოჭები დაყარა.

არწივი ყოველდღე სანადიროდ დაფრინავდა და საჭმელს უზიდავდა თავის მართვეებს, ღორი მუხის გარშემო მიწას ჩიჩქნიდა, ტყეში დადიოდა და საღამოობით საჭმელი მოჰქონდა თავისი გოჭებისათვის. ასე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მეზობლები.

იმავე ტყეში ცხოვრობდა ერთი გარეული კატა, რომელიც მეტად ცბიერი იყო და მშვიდობის მოყვარული მეზობლების  წაჩხუბება მოინდომა. ამისათვის მან ჭორიკნობა დაიწყო:

მივიდა არწივთან და მოახსენა:

- შენ,  არწივო, ფრთხილად იყავი! შორს ნუ დაფრინავ, თვალი ადევნე შენს მტერ ღორს, იმ მუხას ძირს უთხრის, უნდა წააქციოს და მართვეები შეგიჭამოსო.

მერე წავიდა ღორთან და უთხრა:

- ღორო, შენ ძლიერ საშიში მეზობელი გყავს. გუშინ შემთხვევით ყური მოვკარი მის სიტყვებს; არწივი თავის მართვეებს ეუბნებოდა: შვილებო, კარგად იყავით, ხვალ, როცა ღორი შორს წავა, დავავლებ კლანჭებს მის ერთ გოჭს და საუზმედ ამოგიტანთო.

კატის ეშმაკობამ გაჭრა: არწივს შეეშინდა ღორის, ღორს კი - არწივის, ვერც ერთი ვეღარ ტოვებდა შვილებს და დღეებს ერთმანეთის დარაჯობაში ატარებდნენ. ბარტყები და გოჭები საჭმელის გარეშე დარჩნენ და მალე შიმშილისაგან დაიხოცნენ.

ცბიერ კატასაც ეს უნდოდა, გადმოაგდებდნენ თუ არა მკვდარ მართვეს ან გოჭს, მაშინვე მივარდებოდა და შეჭამდა. 

უბედურ არწივსა და ღორს ერთი შვილიც აღარ შერჩათ, ჭორიკანა კატამ კი მუცელიც გაიძღო და ქონიც გაისქელა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ