მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 993 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

ერთი საამური ზაფხულის დილას ორი პატარა და-ძმა სასწავლებელში წავიდნენ. წინ დახვდათ მშვენიერი ჩრდილოვანი ჭალა. გზაზე მტვერი იდგა და ცხელოდა, ჭალაში კი სუფთა ჰაერი იყო და გრილოდა.

იცი, რას გეტყვი? - უთხრა ძმამ დას, - სასწავლებელში მისვლას მოვესწრებით; ახლა იქ ყოფნა მოსაწყენია, ჭალაში სეირნობა კი ძალიან სასიამოვნოა. აბა ერთი ყური მიუგდე, ფრინველები რარიგად ჭიკჭიკებენ და რა ლხინში არიან; გავიქცეთ იქ, დაო. 

დას ძმის სიტყვა მოეწონა. ყმაწვილებმა წიგნები ბალახებში გადაყარეს, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ჭალისკენ სირბილით გაიქცნენ.

ჭალაში ყოფნა მართლა სასიამოვნო იყო. ფრინველები მარდად დახტოდნენ ხეებზე, ერთის ბუჩქიდან მეორეზე მალიმალ დაფრინავდნენ, გალობდნენ და ჭიკჭიკებდნენ; ბუზებს და ჭიებს ბალახებში ფაცი-ფუცი გაჰქონდათ. ყმაწვილებმა პირველად ნახეს ყვითელი ჭია.

- მოდი ერთი ჩვენთან ითამაშე, უთხრეს ჭიას ყმაწვილებმა.

- დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, უპასუხა ჭიამ, მაგრამ მოცლა არა მაქვს, გაცხარებული დავცოცავ სადილის საშოვრად, რომ დღეს მშიერი არ დავრჩე.

- შენ მაინც ითამაშე ჩვენთან, უთხრეს ყმაწვილებმა ყვითელი ყვავილების მტვრით გაბაჯგვლულ ფუტკარს.

- სათამაშოდ სად მცალია, თაფლი უნდა შევაგროვო, უპასუხა ფუტკარმა.

- შენ მაინც არ ითამაშებ ჩვენთან? ჰკითხეს ყმაწვილებმა ჭიანჭველას.

ბუდრუგუნა ჭიანჭველამ ყურიც არ ათხოვა, ის თავისზე სამჯერ დიდ ჩალას მიათრევდა და სადგომის აშენება ეჩქარებოდა. 

მაშინ ბავშვებმა ციყვს მიმართეს, მაგრამ მან თავისი ბეწვიანი კუდი გაიქნია უარის ნიშნად და უთხრა, - საზამთროდ თხილი და კაკალი უნდა შევაგროვოო. 

მტრედმაც: მე ჩემი პატარა ხუნდებისათვის ბუდეს ვაშენებო.

რუსკენ პირის დასაბანად ცქვიტად მირბოდა კურდღლის ბაჭია და ჩვენს ყმაწვილებს ზედაც არ შეხედა.

მარწყვის თეთრს ყვავილსაც არ ეცალა ჩვენი ბავშვებისთვის; იგი მშვენიერ დარს დახარბებული ცდილობდა დროულად მოემზადებინა თავისი წყლიანი და გემრიელი ნაყოფი.

 

II

 

ყმაწვილები დაღონდნენ, რადგანაც ყველა საქმიანობდა და მათთან თამაში არავის უნდოდა; მერე რუსკენ გაიქცნენ. ქვებზე მხიარულად მიჩანჩქარებდა ნაკადული, რომელიც ზედ შუა ჭალაში მიედინებოდა.

ყმაწვილებმა ნაკადულს მისძახეს:

- „ეი, შენ, რახრახავ, უთუოდ საქმე არაფერი გაქვს, მოდი ჩვენთან ითამაშე!“

ნაკადულმა გაჯავრებით ჩაიჩახჩახა:

- როგორ? მე საქმე არა მაქვს? აი, თქვე ზარმაცებო! აბა ერთი შემომხედეთ: დღე და ღამე ვმუშაობ და ერთი წუთით მოსვენება არა მაქვს; მინდორს ვრწყავ, ხალხს და ცხოველებს წყურვილს ვუკლავ, სარეცხსა ვრეცხ, წისქვილის ბორბლებს ვაბრუნებ, ნავებს ვატარებ და გაძლიერებულ ცეცხლს ვაქრობ! ოჰ, მე იმდენი სამუშაო მაქვს, რომ თავბრუ მეხვევა, დაუმატა ნაკადულმა, და ქვებზე ისევ ჩუხჩუხით განაგრძო გზა.

ყმაწვილები უფრო შეწუხდნენ. კიდევ აქეთ-იქით იარეს, მაგრამ ყური არავინ უგდო; ყველა საქმეში იყო გართული. დაძმარებულმა ბავშვებმა სკოლაში წასვლა დააპირეს. მაგრამ იმ დროს ერთ მწვანე ტოტზე პატარა ჩიტი დაინახეს, რომელიც ძალიან მძიმედ იჯდა, თითქოს საქმე არაფერი აქვსო, და ფრიად საამურად გალობდა.

- ჰეი, შენ, მხიარულო მგალობელო, დაუძახეს ჩიტს ყმაწვილებმა: შენ ეხლა, როგორც გეტყობა, საქმე სრულებით არა გაქვს, - მოდი ჩვენთან ითამაშე“. 

- როგორ? უპასუხა გაჯავრებით ჩიტმა: მე უსაქმოდ ვარ? განა ის საქმე არ არის, რომ ჩემი პატარა ბარტყებისათვის მთელი დღე მწერებს ვიჭერდი? ისე დავიღალე, რომ ფრთების მაღლა აწევა აღარ შემიძლია და ახლაც კი ჩემს პატარა შვილებს ნანას ვეუბნები. თქვენ რაღას აკეთებდით დღეს, პატარა ზარმაცებო? სასწავლებელში არ წახვედით, არფერი ისწავლეთ, ჭალაში ცუდად დახეტიალობთ და სხვასაც საქმის კეთებას უშლით! წადით, ჯობია, სადაც გაგგზავნეს, და გახსოვდეთ, რომ დასვენება და თამაში მხოლოდ მისთვის არის საამური, ვინც გაისარჯა და ყოველივე შეასრულა, რაც კი ევალებოდა.

ყმაწვილებს შერცხვათ, საჩქაროდ სასწავლებლისკენ გასწიეს და თუმცა გვიან მივიდნენ, მაგრამ სწავლა ბეჯითად გააგრძელეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ