მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 265 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ინათა თუ არა, მამალი მაშინვე ჩამოფრინდა ქანდარიდან და გარეთ მედიდურად გამობრძანდა. მას უკან გამოჰყვნენ ვარიები, ქათმები და კრუხები თავისი წიწილებით.

მიუძღვის წინ მამალი თავის ჯალაბობას თავმომწონე, ყელ-მოღერებული და ოცნებობს: საკვირველი ფრინველი ვარ: ჩემოდენა ტანი, ახოვანება და სილამაზე აბა ვის აქვს? რომელი ქათმის ბიბილო შეედრება ჩემს მაღალ და ბროწეულივით წითელ ბიბილოს? რომელ ქათამს აყრია თავზე და კისერზე იმისთანა აბრეშუმივით თმა, როგორიც მე? რომელი ქათმის ბოლო შეედრება ჩემს მორკალულ და ფერად ბოლოს? რომელს ქათამს ასხია ფეხებზე ისეთი კოხტა დეზები, როგორიც მე? მაგრამ განა მარტო ქათმებს ვჯობივარ? არა, სხვებზედაც მეტი ვარ. რომელი ფრინველი შეიტყობს გათენების მოახლოვებას და დროულად აღვიძებს მძინარა ადამიანებს? მხოლოდ მე და სხვა არავინ.

განა მამაცობა კი მეძრახება! სრულიადაც არა. მე ჩემი ჯალაბობის ერთგული მოსარჩლე და მფარველი ვარ. რამდენჯერ დამიფრენია წყეული ქორი და პირცარიელი გამისტუმრებია. ჩემის ჯალაბობის საზრდოზეც ერთგულად ვზრუნავ. აი ეხლაც დავწინაურდები და მეფურად გავუმასპინძლდები ჩემს ქვეშევრდომებს.

მამალი გაჭიმული გაეშურა, მივიდა ნაგვის გროვასთან, ფეხებით და წვეტიანი ნისკარტით გაქექა და ქათმებს დაუჩახჩახა: ქათმებო, ქოჩორებო, ბუდრუგუნა მანდილოსნებო, ჭროღებო, ნაცრისფერებო, შავებო, თეთრებო, ყველამ აქეთ მოაშურეთ კრუხ-წიწილებით, თქვენი საყვარელი საკენკი გიშოვნეთ. ქათმებმა და წიწილებმა საჩქაროდ გასწიეს ნაგვისკენ, შემოეხვივნენ მამალს გარშემო და დიწყეს ქექა და კენკა. მაგრამ ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, ძმურად ვერ გაიყვეს საჭმელი და ერთმანეთს დაუნისკარტეს.

მამალს ეს არ მოეწონა, რადგანაც წესრიგი ძლიერ უყვარს. მან თავისი ჯალაბობა იმავ წამს თავისებურად შეარიგა: ერთს ქოჩორი გაუწია, მეორეს ბიბილოში სწვდა, მესამეს თავში წაუთაქუნა და ყველანი გააშველა. მარცვლები თვითონ შეჭამა და მაჩხუბარი ქათმები პირცარიელი დატოვა. „სამართალიც ჩინებული ვიცი“, იფიქრა მამალმა. შეფრინდა ახლო ღობეზე და რაც ძალი და ღონე ჰქონდა თავმომწონედ დაიყვირა: ყიყლიყოო!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ