მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 214 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სისხამ დილით საქათმიდან გამოიშალნენ ქათმები, ბატები და იხვები. ქათმები აქეთ-იქით მიწაზედ გაიფანტნენ და ფაცა-ფუცით დაუწყეს ძებნა მარცვლებსა, მატლებსა, პურის ნამცეცებს და სხვა საკბილოს.

იხვები და ბატები კი სხვანაირად მოიქცნენ. ისინი ბაჯბაჯით გაიქცნენ და სიხარულით გადაცვივდნენ ახლოს მოჩაუხჩუხე რუში. რისთვის? იმისთვის, რომ ქათმებივით ამათაც უნდოდათ თავისი ჩიჩახვები ამოევსოთ მატლებით, ხავსით და წყლიანი ბალახით, მდინარის პირას რომ იყო ამოსული. ჩაცვივდნენ თუ არა წყალში, მაშინვე წყალმა ზევით ამოიტივტივა მათი ნავის მსგავსი ტანი. იხვებმა ნიჩბებივით მოუსვეს თავისი ბრტყელი ფეხები, რომელზედაც სამივე თითი კანით ჰქონდათ გაერთიანებული და დაიწყეს რუში თავისუფლად სრიალი. ცურვაში ისიც ძლიერ შველოდათ, რომ ბუმბული ცხიმიანი ჰქონდათ, წყალი შიგნით ვერ ატანდა და ვერ ასველებდა.

მძიმე ბატები უფრო ზანტად დაცურავდნენ, იხვები კი ქარივით დაქროდნენ. ამ წამში რომ იხვი აქ ჩაშვებულიყო წყალში ყირამალა საჭმლის საშოვნელად, მეორე წამს სხვა ადგილას გამოუჩნდებოდა წყლიდან მარტო კურტუმი და წითელი ფეხები, თითქოს მზეზე იშრობსო.

მთელი დღე ბატებმა და იხვებმა გაატარეს ყვინთვაში, ჭყუმპალაობაში, საჭმლის ძებნასა და ყიყინში. მაგრამ ერთმანეთს არ ეკარებოდნენ, სულ ცალ-ცალკე ატარებდნენ დროს, რადგანაც იხვებს და ბატებს ერთმანეთი ძლიერ სძულთ.

საღამოს დედამ ვანო გაგზავნა ბატების და იხვების შინ მოსარეკად. იხვები ამ დროს ისევ მორევში დაცურავდნენ. ვანომ დაუძახა: „ჰეი, თქვენ, ცხვირებო, მოყიყინენო, გაუმაძღარნო! გეყოფათ მაგდენი ჭყუმპალაობა და ჩინჩახვში საჭმლის ჩატენა. დროა შინისკენ ქნათ პირი და თქვენი ბინა მონახოთ“. იხვებმა გაუგონეს, გამოვიდნენ ნაპირზე, გაიბერტყეს ფრთები და ყივყივ-ბაჯბაჯით გასწიეს შინისაკენ.

ბატები კი ამ დროს წყლის ნაპირას იდგნენ, ფრთებს იქნევდნენ, ნისკარტები გაეღოთ და ყიყინებდნენ: „შინ წასვლა არ გვინდა, აქაც კარგადა ვართო“.

ვანომ იცოდა, რომ მათ სიტყვას ვერ გააგონებდა, აიღო ფიჩხი და წინ გაირეკა შინისკენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ