მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 266 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დადგება შემოდგომა, თან სიცივე მოაქვს და ბუნებას აჭკნობს. ხეები ფოთლის მწვანე სამოსს იხდიან, ყვავილები მინდორს აღარ ალამაზებენ, თანდათან ყოველი სულდგმული ღონდება და ნაღვლიანდება. მხოლოდ ფრინველები არიან ცქვიტად და მხიარულად. ან რა აქვთ დასაღონებელი? სიცივე და ზამთარი მათ ვერაფერს დააკლებს: ჩვენს ქვეყანას მოშორდებიან და იქ წავლენ, სადაც მზე უფრო კაშკაშაა, თბილა და საჭმელიც ბევრია.

დადგება თუ არა შემოდგომა, ფრინველები თბილ ქვეყანაში წასასვლელად მზადებას შეუდგებიან. ბევრი ცხოველი საზამთროდ მიწაში ჩაძვრება, ბევრი სიცივით მოკვდება კიდეც, ფრინველები კი ამ დროს სტუმრად არიან იქ, სადაც არც სიცივეა, არც თოვლი და ბედნიერები არიან!

გამოთხოვებინ წინ, ფრინველები კიდევ ერთხელ გვიგალობენ, ნაცნობ ადგილებს კიდევ ერთხელ ეწვევიან, თავის დატოვებულ ბუდეს ბოლოჯერ მოინახულებენ, მერე აფრინდებიან და თბილი ქვეყნებისაკენ გასწევენ.

სასიამოვნო ჟივ-ჟივი და ჟღურტული აღარ გვესმის. მშვენიერი ბულბულის გალობა და მერცხლის საამური ჭიკჭიკი გულს აღარ გვიმხიარულებს. შორს, შორს მიემგზავრებიან ჩვენი მგალობელი მეგობრები. მათ ადამიანიც დიდი სიხარულით დაედევნებოდა უკან, მაგრამ მიწის მტკიცე ბინადარია და ზამთარ-ზაფხულ იქ ცხოვრობს, სადაც პირველად მზე დაინახა. ადამიანი ფრინველებს წუხილით იგონებს და თავის თავს კითხავს: „ნეტა ვნახავთ კიდევ ერთმანეთს?“

იმედი ანუგეშებს კაცს, რომ თავის მგალობელ მეგობრებს ისევა ნახავს, როცა გაზაფხული ისევ დადგება და მოვა მშვენიერი მაისი, რომელსაც მხიარული მგალობლები მოჰყვებიან. ისინი ისევ დაბრუნდებიან და ჩვეულებრივ ჭიკჭიკითა და გალობით და შეამკობენ სამშობლო ქვეყანას.

ჩვენ თითოეული ფრინველის მოსვლა გვიხარია, იმიტომ რომ გამოსაკითხი ბევრი რამე გვაქვს:

რისთვის დატოვეთ სამშობლო ქვეყანა და უკან რად მობრუნდით? პირველი ვინ გაემგზავრა, მერე იმას ვინ გაყვა და სულ ბოლოს აქედან ვინ წავიდა? საით მიფრინავდით, როგორ მოგზაურობდით, გზას ვინ გიჩვენებდათ?... როგორი ქვეყანაა, სადაც თქვენ იყავით, როგორი ცაა, როგორი პირუტყვი, მინდვრები, ტყეები? როგორ გაატარეთ დრო უცხო ქვეყნებში, ვინ მოქცათ იქ ბინა? გვითხარით, მხიარულები იყავით, თუ დაღონებულები? თქვენს ძველ ლექსებს იქაც გალობდით, თუ არა? ბარტყები იქაც დაზარდეთ, თუ უშვილოდ იყავით? ისევ აქედან წასული ფრინველები მოხვედით, თუ სხვები? თქვენი ძველი სამშობლო იპოვეთ, თუ ვერა?

დიახ, კარგი იქნებოდა, რომ გვესმოდეს ფრინვლების ენა! ისინი უთუოდ გალობით გვიამბობენ თავის ცხოვრებასა და თავგადასავალზე. მაგრამ ჩვენ იმათი არაფერი გვესმის, ფრინველების ცოცხალი და მკაფიო ენა ჩვენთვის გაუგებარია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ