მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 266 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფრინველები ჩვენი ქვეყნიდან სამხრეთისაკენ მიდიან, რადგანაც თბილი ქვეყნები იქით მდებარეობს. მოგზაურობის დროს უკან მალ-მალე იხედებიან, რომ სამშობლო ქვეყანას ერთხელ კიდევ მოკრან თვალი. წამსვლელი ფრინველების რიცხვი დიდია: ჩვენი ქვეყნიდან ნახევარზე მეტი ფრინველი მიდის.

საზამთროდ თავს გვანებებენ: გუგული, ბულბული, მერცხალი, გარეული იხვი, მწყერი, ტოროლა, წერო, გარეული ბატი, შოშია და სხვები. ჩვენთან ზამთარში რჩებიან: არწივი, ბეღურა, ალალი, ბუ, ჭოტი, კოდალა, ყვავი, კაჭკაჭი, კირკიტა და სხვები. ზოგი ფრინველი მარტო მოგზაურობს, ზოგი დედალ-მამალი - წყვილად, ზოგი - ჯგუფად. გამოჩეკის შემდეგ, როცა ფრინველები წასვლას ჯერ კიდევ არ აპირებენ, ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან; მერე რამდენიმე ჯგუფი ერთად შეგროვდება და გუნდს შეადგენს, - ეს გუნდი წასვლის შემდეგ ერთად მოგზაურობს.

ზოგიერთი ფრინველები წასვლის წინ დაიყოფიან ხოლმე: დედლები ცალკე იკრიბებიან, მამლები ცალკე. ჯერ დედლები გაფრინდებიან, მერე მამლები. მგზავრობის დროს ფრინველების გუნდი არ იყოფა. ფრინველების მგზავრობა სასიამოვნო საცქერია: ჯარისკაცებივით დამწკრივდებიან ხოლმე, ხან ერთ რიგად, ხან ორ რიგად, ერთი წინ მიუძღვება, სხვები უკან მისდევენ. როცა წინამძღოლი დაიღლება, სხვა დაწინაურდება, ხოლო ადრინდელი მეთაური ბოლოში მოექცევა. წინა ფრინველი უფრო იღლება, იმიტომ რომ ის ჰაერს აპობს, სხვები კი გაკვალულ გზას მისდევენ. ამგვარად მოგზაურობენ: ჩვენი წეროები, გარეული ბატები და სხვა დიდი ფრინველები.

გზაზე ამოირჩევენ ხოლმე მდინარეების ნაპირს, რომელიც სამხრეთისაკენ მიდის, ღელეებს, ტყის პირებს. რისთვის? იმისთვის, რომ ამ ადგილებში უფრო ბევრ საჭმელს შოულობენ. ფრინველები დღისითაც მგზავრობენ და ღამითაც. ვისაც სხვა ფრინველების არ ეშინია, დღისით მოგზაურობენ, ღამით კი ისვენებენ ; ისინი, ვისაც სხვადასხვა ფრინველი ემტერება, ღამ-ღამობით მიფრინავენ, დღისით კი ტყესა და ჭალაში ისვენებენ და საჭმელს შოულობენ.

უღონო და პატარა ფრინველები დაბლა მიფრინავენ, რომ მტრის დადევნების დროს ტყეში ან ჩირგვში ადვილად ჩაიმალნონ. ღონიერი და დიდი ფრინველები სიმაღლეზე მიფრინავენ, რადგანაც არავისი არ ეშინიათ და იმ სიმაღლეზე, პირდაპირ ფრენაში  მთა და გორა ხელს ვერ შეუშლით.

ფრინველები, რომლებიც დღისით მგზავრობენ, სადილის შემდეგ ისვენებენ ხოლმე; წეროებს თუ ეჩქარებათ, ან ღამის სადგომზე ვინმემ შეაწუხათ, მგზავრობას ღამეც განაგრძობენ.

ღამით მიფრინავენ: ბულბული, იხვი, მწყერი; მოგზაურობის დროს ამ ფრინველებს თითქმის არ სძინავთ - ღამე დაფრინავენ, დღისით ისვენებენ და საჭმელს შოულობენ.

თუ კარგი დარი დაუდგათ, ფრინველები მგზავრობას მალე ამთავრებენ და აღნიშნულ ქვეყანაში მალე ჩადიან, თუ ცუდი დარი შეხვდათ, უგვიანდებათ. ზოგი ფრინველი ახლო ქვეყანაში ჩერდება და ამიტომ მგზავრობას მალე ამთავრებს.

მოგზაურობის დროს ფრინველები მოწყენილები არიან და ცოტას გალობენ; ენანებათ თავიანთი სამშობლო, რომელსაც ძალაუნებურად დაშორდნენ, ამის გარდა, სხვა წვალებას და ტანჯვასაც ბევრს გამოივლიან ხოლმე. ბევრი მათგანი იმ ქვეყანაში ამთავრებს თავის ხანმოკლე წუთისოფელს, რომელსაც გადაიფრენს ხოლმე, რადგან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, დიდიდან პატარამდე მოდებულნი არიან მინდორში და ფრინველებზე ნადირობენ. ზოგი თოფს ესვრის, ზოგი ჯოხით ხოცავს, ზოგი ხაფანგით იჭერს. ამ დროს დიდძალი ფრინველები იხოცება.

ბევრი ფრინველი, რომელიც ამ დროს გადარჩება, შემდეგ ზღვაში იღუპება. ფრინველები რომ ზღვას მიუახლოვდებიან, დასასვენებლად ნაპირზე სხდებიან და ზურგის ქარის ამოსვლას ელოდებიან. როცა ეს ქარი ამოვარდება, აფრინდებიან და ზურგქარის შემწეობით ზღვის მეორე ნაპირზე გადაფრინდებიან. მაგრამ ბევრი პატარა ფრინველი იღლება, ფრენას ვეღარ უძლებს, ზღვაში ცვივა და იღუპება; მეტადრე თუ ზურგქარი ჩადგა და პირქარი ამოვარდა. წყალში ძალიან ბევრი ფრინველი იღუპება და ონავარი მტაცებელი თევზების ლუკმა ხდება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ